„მანჩესტერ სიტის” ვარსკვლავის ჯეკ გრილიშის სახლის მძარცველები სავარაუდოდ უცხოელები იყვნენ — ასეთია ინგლისური პოლიციის ბოლო ვარაუდი. სამართალდამცავებმა ფეხბურთელის 5,6 მილიონ გირვანქად ღირებული საცხოვრებლის გაძარცვის საქმე დაუზარლად იძიეს, მაგრამ დამნაშავეთა კვალზე ვერ გავიდნენ. ეს ზრდის ალბათობას, რომ ბოროტმოქმედები „გასტროლიორები” იყვნენ და შესაძლოა დიდი ბრიტანეთის ფარგლები კარგა ხნის დატოვებულიც აქვთ. ძარცვის დროს თავად გრილიში სტადიონზე იყო, „ქალაქელები”...
ჭდე: ჯეკ გრილიში
საუთგეიტს ფოდენთან კონფლიქტი არ აქვს
ჯეკ გრილიშმა ინგლისის ნაკრების მწვრთნელი გარეთ საუთგეიტი დაიცვა. მან თქვა, რომ საუთგეიტს ფილ ფოდენთან პრობლემა არ აქვს. 22 წლის ფოდენი მიმდინარე სეზონში ჩინებულ ფორმაშია. მან „მანჩესტერ სიტის” 20 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა და სამი საგოლე პასი გადააწოდა, მაგრამ ეროვნული გუნდის ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდება. ფოდენი მსოფლიოს ჩემპიონატზე, პირველ შეხვედრაში, ირანთან (6:2) შეცვლაზე შევიდა, მეორე ტურში...
გრილიშმა ფრთები 11 წლის ბიჭუნასთვის გაშალა
ინგლისელმა თავდამსხმელმა ჯეკ გრილიშმა პირობა აასრულა — მსოფლიოს ჩემპიონატზე გატანილი თავისი პირველი გოლი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბიჭუნას მიუძღვნა. ყატარი 22-ის მეორე დღეს ინგლისელებმა ირანს 6:2 მოუგეს. „მანჩესტერ სიტის” ვარსკვლავი შეხვედრაში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 1966 წლის მსოფლიოს ჩემპიონთა ბოლო გოლი გაიტანა. ეს გახლდათ ინგლისის ნაკრების საუკეთესო სტარტი მსოფლიოს ჩემპიონატებზე. რაც შეეხება 11 წლის ბავშვს, მას...
DJ Greal-O
„მანჩესტერ სიტის“ 100-მილიონიანი შენაძენი, ჯეკ გრილიში, გამოტყდა, რომ დი ჯეის პროფესიის ათვისებას ცდილობს და უკვე სერიოზულად მეცადინეობს. სახელიც შეარჩია – DJ Greal-O. „საერთოდ, მუსიკის ყველა ჟანრი მომწონს. ამიტომ დი ჯეიც მინდა გავხდე. ვიცი, რომ ჯერ ყველაფერი საშინლად გამომდის, მაგრამ ყველაფერს დრო სჭირდება. ახლა ფეხბურთის გარდა არაფერი ვიცი. მაგრამ დადგება დრო, როცა კარიერის დასრულება მომიწევს. ამიტომ სხვა...
მუყაითი ჯეკი
„მანჩესტერ სიტის“ ვარსკვლავი ჯეკ გრილიში საბერძნეთის კუნძულ სანტორინიზე იმყოფება და მუყაითად ვარჯიშობს. მან ინსტაგრამში გამოაქვეყნა ფოტოები, სადაც ჯერ სპრინტში ამოწმებს საკუთარ შესაძლებლობებს, შემდეგ კი ბურთიანად სახელდახელო კონუსებს უვლის გვერდს. წინა დღეებში ის ოდინდელი ასტონვილელი მეგობრის, კონორ ჰურიჰანის ქორწილში ყოფილა. მანამდე თანამენაკრებე ჰარი მაგუაირის ნიშნობაზე გაერთო. ახლა კი ფორმის აღდგენის დროა.
გალაჰერი მკვლელობით იმუქრება
ამასწინათ ვვარაუდობდით, რომ როკ-ვარსკვლავი ლაიამ გალაჰერი მორიგ მრისხანე პოსტს 16 აპრილს, ფეხბურთის ასოციაციის თასის ნახევარფინალის დღეს, მისი საყვარელი „მანჩესტერ სიტისა” და ლივერპულის” თამაშის შემდეგ გამოაქვეყნებდა. ისევე როგორც გასულ უქმეებზე პრემიერლიგაში, „სიტი” და „ლივერპული” ხვალ თასზეც უნდა შეხვდნენ ერთმანეთს. მაგრამ, გალაჰერს მერსისაიდელებთან თამაშამდე მიეცა გაბრაზების საბაბი. ეს მადრიდის „ატლეტიკომ”, კერძოდ კი მისმა მონტენეგროელმა მცველმა სტეფან სავიჩმა...
როგორ ყარა სავიჩმა ცოფი
„მანჩესტერ სიტიმ“ მადრიდში, „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ 0:0 ითამაშა, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა (პირველი შეხვედრა 1:0 ჰქონდა მოგებული) და… მონტენეგროელი სტეფან სავიჩის გაცოფებაც გადაიტანა. რომ არა სავიჩი, შეხვედრის ბოლო წუთები ჩხუბად და დავიდარაბად არ გადაიქცეოდა. საინტერესოა, რომ 31 წლის სავიჩი 2011-12 წლებში „სიტიში“ თამაშობდა. „ატლეტიკოს“ მცველს გონება შეხვედრის მიწურულს დაებინდა. ჯერ ფელიპეს მიერ უხეშად წაქცეული ფილ ფოდენის...
გვარდიოლამ გრილიში და ფოდენი დასაჯა
პეპ გვარდიოლამ ჯეკ გრილიში და ფილ ფოდენი სერიოზულად გააფრთხილა, რომ ვარჯიშზე ღამენათევები აღარასდროს მივიდნენ. მწვრთნელმა ისინი ნიუკასლში არ ათამაშა. წაიყვანა, მაგრამ სათადარიგოთა სკამზე დასვა. როგორც ირკვევა, „ლიდსთან“ 7:0 მოგების შემდეგ ხსენებულმა წყვილმა ლაზათიანად მოულხინა და მეორე დღეს აღდგენით ვარჯიშზე არ მივიდა. საქმე მარტო ერთ წაქეიფებაშიც არ არის. გვარდიოლამ ფეხბურთელები გააფრთხილა, რომ მძვინვარე კოვიდეპიდემიის დროს ძალიან...
სიტიმ საფულე გახსნა
„მანჩესტერ სიტი” იმედოვნებს, რომ მომავალ კვირაში ჯეკ გრილიშს შეიძენს. „ქალაქელებს” თავდამსხმელი 100 მილიონი გირვანქა დაუჯდებათ. ამის შემდეგ, მანჩესტერელთა მორიგი ხარჯიანი სატრანსფერო ნაბიჯი ჰარი კეინის გადაბირება იქნება. სტატისტიკა მეტყველებს, რომ თუკი „სიტი” 25 წლის გრილიშის სანაცვლოდ „ასტონ ვილას” ზემოთ ნახსენებ ფასს გადაუხდის, პრემირლიგის ძველი რეკორდი (2016 წელს, „მანჩესტერ იუნაიტედმა” პოლ პოგბა „იუვენტუსისგან” 89 მილიონ გირვანქად შეიძინა)...
სიტიმ ლიდერები გაიმეტა
დიდი ალბათობით, „სიტი“ ლიდერებს სატრანსფერო ბაზარზე გამოფენს. საუბარია გუნდის წამყვან ნახევარველებზე – რაჰიმ სტერლინგსა და რიად მაჰრეზიზე. „სიტის“ სამიზნეში კი ჰარი კეინი და ჯეკ გრილიში ჰყავს ამოღებული. ორივე ერთად კი უზარმაზარი თანხა ღირს. იმისათვის, რომ ფინანსური წესებით განსაზღვრული ბალანსი არ დაარღვიონ, „ქალაქელებმა“ სხვა ფეხბურთელები უნდა გაყიდონ. რატომ ეს ორი? სტერლინგს ბოლო პერიოდში ძირითადში აღარ აქვს...









