„მანჩესტერ სიტის” ვარსკვლავის ჯეკ გრილიშის სახლის მძარცველები სავარაუდოდ უცხოელები იყვნენ — ასეთია ინგლისური პოლიციის ბოლო ვარაუდი. სამართალდამცავებმა ფეხბურთელის 5,6 მილიონ გირვანქად ღირებული საცხოვრებლის გაძარცვის საქმე დაუზარლად იძიეს, მაგრამ დამნაშავეთა კვალზე ვერ გავიდნენ. ეს ზრდის ალბათობას, რომ ბოროტმოქმედები „გასტროლიორები” იყვნენ და შესაძლოა დიდი ბრიტანეთის ფარგლები კარგა ხნის დატოვებულიც აქვთ.
ძარცვის დროს თავად გრილიში სტადიონზე იყო, „ქალაქელები” „ევერტონს” ეთამაშებოდნენ. შინ იმყოფებოდნენ ფეხბურთელის სატრფო საშა ეტვუდი და რამდენიმე ნათესავები. მეორე სართულზე საეჭვო ხმაური სწორედ საშამ გაიგო და სასწრაფოდ დარეკა პოლიციაში. მძარცველებმა მიმალვა მოასწრეს. მათ ხელს გააყოლეს ჯამში 1 მილიონი გირვანქის საათები და ოქროულობა.
არის ეჭვი, რომ დამნაშავეები სამხრეთამერიკელები იყვნენ. ბრიტანეთში ბოლო დროს სამხრეთამერიკული ბანდების თარეში მოხშირდა. ამასწინათ პოლიციამ დაიჭირა ჩილელი ქალი, რომელიც საგანგებოდ ჩაფრინდა ინგლისში ადგილობრივი მდიდრების საძარცვად.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები27/10/2026 | 09:35ფრანს ფუტბოლის რედაქტორი: პსჟ-მ თავის თავს დააბრალოს
მთავარი ამბავი27/10/2026 | 08:34კეინი!.. რომელსაც დიდი გუნდური ტიტული არ მოუგია
აქეთურ-იქითური26/10/2026 | 13:59ბარსელონა – მბაპეს საყვარელ მსხვერპლთა შორის მეორე
მთავარი ამბავი26/10/2026 | 11:53მბაპეც პალადიუმში იქნება, იამალიც და კეინიც
