ვინაიდან, ინგლისში covid 19 ჯერაც არ ჩამცხრალა, პრემიერლიგის განახლება კი კარს არის მომდგარი, ჩემპიონატის თავკაცებმა გადაწყვიტეს იმ ფეხბურთელებს, რომლებიც რეგულაციებს არ იცავენ და პრესაში კოვიდიდიოტებად არიან მოხსენიებულები, სასჯელი გაუმკაცრონ. რასაკვირველია, ეს მხოლოდ მოთამაშეებს არ ეხება. ხეირი არ დაადგებათ კლუბებსაც, რომლებიც კოვიდიდიოტურად მოიქცევიან. ერთი სიტყვით, მზადდება კანონი, რომელიც პრემიერლიგაში 200 ათას გირვანქიან ჯარიმას ითვალისწინებს. იმ შემთხვევაში...
ჭდე: ჯეკ გრილიში
ვალი, ტრანსფერი და ბუნდოვანი პერსპექტივა
„მანჩესტერ იუნაიტედმა” Bank of America-დან კრედიტი გამოიტანა: 140 მილიონი გირვანქა. ასე ებრძვის ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე ღონიერი კლუბი კრიზისს, რომელიც კორონავირუსის პანდემიამ გამოიწვია. ეს იმას ნიშნავს, რომ როდესაც სატრანსფერო ბაზრის კარი გაიღება, ოლე გუნარ სულშერს კვლავ მიეცემა „დორტმუნდისგან” ჯეიდონ სანჩოს ყიდვის შესაძლებლობა. კრედიტის გარდა, „ოლდ ტრეფორდს” შეიძლება სხვა შემოსავალიც გამოუჩნდეს — მიუხედავად იმისა, რომ მანჩესტერში პოლ...
მანჩესტერ იუნაიტედი გამოსავალს ეძებს
ვინაიდან კორონავირუსით გამოწვეული უფულობის გამო ახლანდელი შემადგენლობის შენარჩუნება და პლუს გუნდის გაძლიერება არ ხერხდება, „მანჩესტერ იუნაიტედს” მავანთა გაყიდვა და ახლების შეძენა ნავაჭრი ფულით მოუწევს. როგორც ჩანს, ერთ-ერთი პირველი, ვისაც ხეირიანი შემოთავაზების შემთხვევაში გაყიდვა არ ასცდება, ფრანგი მსოფლიოს ჩემპიონი პოლ პოგბაა. მანჩესტერელთა ვიცე-თავმჯდომარემ ედ ვუდვორდმა ორიოდ დღის წინ თქვა, რომ პანდემიამ ფეხბურთის კლუბებს, მათ შორის „იუნაიტედსაც”, სატრანსფერო...
როცა შენი იდიოტობის შესახებ ყველა გაიგებს
ახლა, 100 000 გირვანქით დააჯარიმებენ, „ასტონ ვილას” კაპიტნობას ჩამოართმევენ, ინგლისის ნაკრებში მოხვედრა პრობლემად ექცევა, „მანჩესტერ იუნაიტედი” აღარ იყიდის და ეს ყველაფერი დაამატეთ იმას, რომ მთელი ინგლისი იდიოტს ეძახის. ჰედლაინებში უწერიათ პირდაპირ დიდი ასოებით, იდიოტიაო. ლაპარაკია „ასტონ ვილას” 24 წლის შემტევ ნახევარმცველზე ჯეკ გრილიშზე, რომლმაც კვირას თავისი თეთრი „რენჯ როვერი” ქუჩაში ორ გაჩერებულ მანქანას დააჯახა. ასე...
covidიდიოტი
შაბათს, „ასტინ ვილას” კაპიტანმა ჯეკ გრილიშმა თავის „ტვიტერზე” ვიდეომიმართვა დადო — ხალხს პანდემიის პერიოდში შინ დარჩენისკენ მოუწოდა, კვირას კი თავისი 70 ათას გირვანიქიანი მანქანა, ქუჩაში, ორ გაჩერებულ ავტომობილს დააჯახა. ეს ამბავი ბირმინგემის გარეუბანში მოხდა. გრილიშის მანქანა გახლავთ თეთრი „რენჯ როვერი”. ფეხბურთელის საქციელმა ინგლისურ მას მედიას სალაპარაკო მისცა. სათაურიც, covidიდიოტი, ერთ-ერთი ინგლისური გამოცემისგან გვაქვს ნასესხები. სოციალური...




