ჭდე: ტამი აბრაჰამი

Home ტამი აბრაჰამი
მოურინიუ ცრემლად დაიღვარა
ჩანაწერი

მოურინიუ ცრემლად დაიღვარა

31 წელია რაც „რომა” ევროთასის ფინალში არ გასულა და აი, „ჯალოროსის” კონფერენციის ლიგის მოგებამდე ხელის გაწვდენაღა დარჩა. იტალიის დედაქალაქის გუნდმა ეს ჟოზე მოურინიუს ხელმძღვანელობით შეძლო. პორტუგალიელმა მწვრთნელმა მოჭარბებულ გრძნობებს ვეღარ გაუძლო და იტირა. ნახევარფინალში „რომას” „ლესტერ სიტის” ბარიერი ჰქონდა გადასალახი. დაპირისპირების ბედი ტამი აბრაჰამის მიერ მე-11 წუთზე გატანილმა თავურმა გოლმა გადაწყვიტა. ამრიგად, ახალი დაარსებული თასის...

ლუკაკუ აქეთ-იქით დაფრინავს
ჩანაწერი

ლუკაკუ აქეთ-იქით დაფრინავს

რომელუ ლუკაკუ ლონდონში ჩაფრინდა. 28 წლის ბელგიელის თვითმფრინავი ბიგინ ჰილის აეროპორტში დაჯდა. მან „ინტერიდან“ „ჩელსიში“ გადასვლის საკითხი უნდა მოაგვაროს. „ლურჯები“ მასში 98 მილიონ გირვანქას (115,6 მილიონ ევროს) იხდიან. უფრო სწორედ რომ ვთქვათ, ლუკაკუ „ინტერიდან“ „ჩელსიში“ კი არ გადადის, არამედ ბრუნდება. ის ლონდონურ კლუბს 2011-14 წლებში ეკუთვნოდა. დროის ამ მონაკვეთში „ლურჯებს“ ის ხან „ვესტ ბრომვიჩ ალბიონში“...

ლუკაკუს ჩელსიში უნდა
ჩანაწერი

ლუკაკუს ჩელსიში უნდა

ბელგიელმა რომელუ ლუკაკუმ „ინტერს“ სთხოვა  „ჩელსის“ გულუხვ შემოთავაზებას დათანხმდეს და მას ლონდონში დაბრუნების ნება დართოს. აქამდე „ჩელსიმ“ მილანელებს ორჯერ მიმართა ლუკაკუსთან დაკავშირებით. „ლურჯების“ ბოლო შეთავაზება ასეთი იყო — 85 მილიონ გირვანქას პლუს განაპირა მცველი მარკოს ალონსო, მაგრამ იტალიის ჩემპიონი 100 მილიონ გირვანქას ითხოვს.  ბოლო ცნობების თანახმად, კლუბები ინტენსიურად მუშაობენ საერთო ენის გამოსანახად. 28 წლის თავდამსხმელმა...

ალბანეთშიო?
ჩანაწერი

ალბანეთშიო?

დიდი შანსია ინგლისის ნაკრებმა ერთა ლიგის შეხვედრა ისლანდიის წინააღმდეგ ათასობით კილომეტრის მოშორებით, ალბანეთში ითამაშოს. ეს, კლუბებსა და ნაკრებს შორის ახალ დაპირისპირებებს გამოიწვევს. თუ ინგლისელები შემდეგ ოთხშაბათს ბალკანეთში გაემგზავრებიან, სამშობლოში ხუთშაბათს გამთენიამდე ვერ დაბრუნდებიან, შაბათს კი უკვე პრემიერლიგის თამაშებია. ეს დიდი დარტყმა იქნება ფრენკ ლემპარდისთვის, რომლის „ჩელსიც” სანაკრებო პაუზის შემდეგ ნიუკასლს მიემგზავრება, სადაც მატჩი, როგორც ინგლისელები...

ბილიჩი: ხელი იყო და მორჩა!
ჩანაწერი

ბილიჩი: ხელი იყო და მორჩა!

„ვესტ ბრომვიჩის” ფანები აღშფოთდნენ, რისი მიზეზიც „ჩელსის” ბოლო გოლის წინ, კაი ჰავერცის ხელით თამაში იყო. ეს გოლი ტამი აბრაჰამმა მსაჯის მესამე წამატებულ წუთზე გაიტანა. შედეგად, თამაში 3:3 დამთავრდა. ფრენკ ლემპარდის გუნდი პირველ ტაიმში არაფრად ვარგოდა და 0:3 წააგო, შესვენების შემდეგ კი ინიციატივა იგდო ხელთ და სამი გოლი შეაგდო. ინგლისური პრესა წერს, რომ დასავლეთლონდონელთა ასეთ გადასხვაფერებას...

კლოპი გაისად ვეღარ გაისეირნებს
ჩანაწერი

კლოპი გაისად ვეღარ გაისეირნებს

წარსულში ცნობილი ინგლისელი თავდამხმელი, ექსპერტი ალან შირერი ამბობს, რომ მართალია „ლივერპულმა” წლევანდელი პრემიერლიგა 18-ქულიანი უპირატესობით მოიგო, მაგრამ შემდეგ ჩემპიონატში ერთი ცხენის ჯირითი აღარ იქნება. „მანჩესტერ სიტის” „მანჩესტერ იუნაიტედი” და „ჩელსი” შეუერთდებიან, რათა იურგენ კლოპს ამაყად გასეირნების საშუალება აღარ მისცენ. ბოლო ტურის შემდეგ ჩემპიონთა ლიგას „დიდი ოთხეული” დაუბრუნდა. „იუნაიტედმა” დაუმარცხებლად განვლო 14 შეხვედრა და დამაგვირგვინებელ თამაშში...

გავუფრთხილდეთ მამებს
ჩანაწერი

გავუფრთხილდეთ მამებს

ტამი აბრაჰამი შიშობს, რომ თუ პრემიერლიგაში თამაშები მალე განახლდება, ის თავის ასთმიან მამას კორონავირუსს მიუტანს. აბრაჰამი ოჯახთან ერთად ცხოვრობს. ის ამბობს, რომ თუ უსაფრთხოების გარანტიას მისცემენ, მზად არის ხვალვე ჩაიცვას „ჩელსის” მაისურა და მოედანზე გავიდეს. იმავე აზრისაა 22 წლის ფეხბურთელის მამა, ენტონიც. მას ძალიან უნდა, მისი ვაჟი მოედანს რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს, მაგრამ ფაქტი, რომ...

კვაზი სეხნია
ჩანაწერი

კვაზი სეხნია

ადრე ათიანი, თავიუფალი მხატვარი, ყველა გუნდს ჰყავდა, თუმცა დრომ მოიტანა და ესთეტიკა რაციონალიზმმა დაჩაგრა – დღეს ეს პოზიცია თანამედროვე ფეხბურთიდან თითქმის გაქრა. ტექნიკურად სრულყოფილმა ფეხბურთელებმა მოედნის ცენტრში დაიკავეს ადგილი. ხავიმ და ინიესტამ მთელ სამყაროს დაუმტკიცეს, რომ მოქნილობას შეუძლია ველური და მხოლოდ ფიზიკურ ძალაზე დამყარებული ფეხბურთი დაამარცხოს. ესპანეთმა და „ბარსელონამ“ ერთ დროს სცადეს მთელი მსოფლიოსთვის ეკარნახათ, რომ...

ბევრი ოლე და ბევრი ტროლი
ჩანაწერი

ბევრი ოლე და ბევრი ტროლი

ოლე გუნარ სულშერი თავისი ფეხბურთელების დაცვას ითხოვს. ვისგან? სოციალური ქსელების ტროლებისგან. პრემიერლიგის მეორე ტურში, „ვულვერჰემპტონთან“ პენალტის ვერგატანის შემდეგ, პოლ პოგბას დიდი ინტერნეტ-აგრესია დაატყდა თავს. სულშერი ამბობს, რომ ფრანგი ძლიერი პიროვნებაა და შხამიან კომენტარებს არათუ გაუძლო, არამედ გაძლიერდა კიდეც. ის აგრეთვე ამბობს, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელებს სოციალურ ქსელებში თავიანთი გვერდების ქონას არ აუკრძალავს, მაგრამ ამა ქვეყნის...