ბელგიელმა რომელუ ლუკაკუმ „ინტერს“ სთხოვა „ჩელსის“ გულუხვ შემოთავაზებას დათანხმდეს და მას ლონდონში დაბრუნების ნება დართოს.
აქამდე „ჩელსიმ“ მილანელებს ორჯერ მიმართა ლუკაკუსთან დაკავშირებით. „ლურჯების“ ბოლო შეთავაზება ასეთი იყო — 85 მილიონ გირვანქას პლუს განაპირა მცველი მარკოს ალონსო, მაგრამ იტალიის ჩემპიონი 100 მილიონ გირვანქას ითხოვს. ბოლო ცნობების თანახმად, კლუბები ინტენსიურად მუშაობენ საერთო ენის გამოსანახად.
28 წლის თავდამსხმელმა გასული სეზონის მიწურულს უარი შეუთვალა „მანჩესტერ სიტის“. მიზეზი: ბელგიელს „ინტერში“ უნდოდა დარჩენა. მაშინ, ლუკაკუმ ჯერ არ იცოდა, რომ „ნეროაძური“ ბიუჯეტის შეკვეცას და ახალი ფეხბურთელების ყიდვას კი არა, ძველების გაყიდვას აპირებდა.
როდესაც თავდამსხმელმა შეიტყო, რომ საქმე მისთვის სასურველი გეზით არ მიდიოდა, პრემიერლიგაში გადაწყვიტა დაბრუნება.
„ჩელსისა“ და „ტოტენჰემის“ ამხანაგური შეხვედრის (2:2) შემდეგ, ჟურნალისტებმა დასავლეთლონდონელთა გერმანელ მწვრთნელს თომას ტუხელს ბელგიელის შესახებ ჰკითხეს. მან უშუალოდ ლუკაკუზე ლაპარაკს თავი აარიდა, მაგრამ თქვა, რანაირი ფეხბურთელი სჭირდება მომავალი სეზონისთვის:
„სხვა კლუბების ფეხბურთელებზე ლაპარაკი არ მჩვევია. ლუკაკუ ფანტასტიკური მოთამაშეა, მაგრამ ის „ინტერის“ წევრია და მის შესახებ ვერაფერს გეტყვით.
როგორი სტილის თავდამსხმელის დამატება მინდა? ოლივიე ჟირუს გაყიდვის შემდეგ, ჩვენ დაგვაკლდა ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია მეტოქის კარისკენ ზურგით დგომა და შორიდან მიწოდებული ბურთის მიღება. ამიტომ, სიამოვნებით ვიყიდიდი ასეთ ფორვარდს. ამ სტილისა არც ტამია (აბრაჰამი), არც ტიმო (ვერნერი) და არც კაი (ჰავერცი).
მეორე მხრივ, საპანიკო არაფერია. ჩვენ ისედაც ძლიერი შემადგენლობა გვყავს და თუ ზემოთ ჩამოთვლილი მახასიათებლების მქონე თავდამსხმელს ვერ ვიყიდით, არაფერი დაშავდება“.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 09:11თურმე ესპანელებს პირველი თამაში არ ეხერხებათ
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 08:00ინგლისის ნაკრები კანზასში გაქურდეს
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 06:55მსაჯი ევანსი რასისტია თუ უბრალოდ არ იცის რას აკეთებს?
აქეთურ-იქითური15/06/2026 | 08:52ბარკოლას პარი სენ ჟერმენისთვის გაშვება უთხოვია
