„მანჩესტერ იუნაიტდის” მწვრთნელი ოლე გუნარ სულშერი გასაჭირშია — მის გუნდს „ბარნლიმ” მოუგო (2:0), თან „ოლდ ტრეფორდზე”, და პრემიერლიგის ოთხეულში მოხვედრის შანსი ძალიან შეუმცირა.
შონ დაიკის მოთამაშეთაგან გოლები გაიტანეს კრის ვუდმა და ჯეი როდრიგესმა.
„იუნაიტედმა” საშინლად ითამაშა. გულშემატკივრები „ოცნებათა თეატრს” საფინალო სასტვენამდე კარგა ხნით ადრე ტოვებდნენ.
„ხელები უნდა ავწიოთ და ვაღიაროთ, რომ ცუდად ვითამაშეთ, — თქვა სულშერმა, — პირველ ტაიმში რამდენიმე ნახევარმომენტი შევქმენით, მაგრამ სიმწვავე დაგვაკლდა. მეტოქე პირიქით, დამაგვირგვინებელ დარტყმებში ზუსტი და ეფექტური იყო. თან, „ბარნლი” კარგად იცავდა თავს. ჩვენ მისი უკანა ხაზის გარღვევა ვერ შევძელით.
ჩემმა ბიჭებმა თავი დადეს, მაგრამ უჩვეულო დღეში არიან. მათ არ იციან, რას ნიშნავს მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს კლუბში „მანჩესტერ იუნაიტედში” თამაში. ზოგ მათგანს მაღალ დონეზე სულ 10-15 მატჩი აქვთ ნათამაშები.
ვაპირებ მათ მხარში დავუდგე და ეს რთული პერიოდი გადავატანინო. მე და ისინი ყოველდღე ვმუშაობთ, რომ კლასი ავიმაღლოთ და წარმატებას მივაღწიოთ”.
საინტერესოა, რომ „ბარნლიმ” „ოლდ ტრეფორდზე” 1962 წლის შემდეგ პირველად გაიმარჯვა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები01/08/2026 | 08:31საზონოვი ხეტაფეში ვარჯიშობს
მთავარი ამბავი01/08/2026 | 07:39ინფანტინომ უკან დაიხია!
აქეთურ-იქითური31/07/2026 | 16:12დინამო მუზეუმში
მთავარი ამბავი31/07/2026 | 15:53ქოჩორა სევილიასაც მოუნდა
