„ლივერპულმა’’ მორიგი იმედგაცრუება განიცადა, შინ „ბარნლისთან’’ 1:1 ითამაშა. „წითლები’’, რომლის კარს პრემიერლიგის შეხვედრებში ალისონ ბეკერი იცავს და არა გიორგი მამარდაშვილი ფლორიან ვირტცმა დააწინაურა. მანამდე დომინიკ სობოსლაის შეეძლო გოლის შეგდება, მაგრამ პენალტი ხარიხას გაარტყა, სტუმართა თავდამსხმელმა მარკუს ედვარდსმა მეორე ტაიმში ანგარიში გაათანაბრა. „ლივერპული’’ ბურთს და უპირატესობას ფლობდა, მაგრამ ამან პრაქტიკული შედეგი ვერ მოიტანა. მეტოქეებმა ქულები თანაბრად...
ჭდე: ბარნლი
ათი წელია ასეთი გვალვა არ ყოფილა
კრიშტიანუ რონალდუმ ზედიზედ მეხუთე შეხვედრაში ვერ გაიტანა. ასეთი „გვალვა“ პორტუგალიელს ათ წელიწადზე მეტია არ ჰქონია. „მანჩესტერ იუნაიტედის“ სუპერვარსკვლავმა იანვარში, „ბრენტფორდთან“ თამაშის შემდეგაც წონასწორობიდან გამოსულმა დატოვა მოედანი. და აი, მას გუშინ „ბარნლისთან“ ნათამაშები 1:1-ის მერეც იგივე მოუვიდა — გამწარებული შევარდა გასახდელში. მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელი თანაგუნდელებთან ერთად მოედანზე არ შეყოვნებულა, რათა გულშემატკივრისთვის ტაში დაეკრა და ტრადიციული...
მანჩესტერმა ამოისუნთქა
რალფ რანგნიკის პირველი პერიოდი „მანჩესტერ იუნაიტედში“ რთული გამოდგა. ამიტომ, ვითარების განმუხტვისთვის ასეთი მოგება მისწრება იყო: 3:1 „ბარნლისთან“. და აქ მხოლოდ ანგარიშზე არ ვამახვილებთ ყურადღებას, თამაშის ხარისხიც კარგი გამოვიდა. არადა, რა არის დასამალი, „ოლდ ტრეფორდის“ გარშემო უკვე კამათობენ იმის შესახებ, შეძლებს თუ არა გერმანელი მწვრთნელი ისეთი კალიბრის გუნდის გაძღოლას, როგორიც „მანჩესტერ იუნაიტედია“. თავად განსაჯეთ, აქამდე იყო...
უცნაური ბრაზილია – გერმანია
ტოკიოს ოლიმპიადა ოფიციალურად 23 ივლისს გაიხსნება. თუმცა, ზოგიერთი შეჯიბრება უკვე გახურდა. მათ შორის ფეხბურთელთა ტურნირიც. დღეს, 22 ივლისს, პირველი ტურის რვა მატჩი გაიმართა. რამდენიმეს გამოვარჩევთ. ესპანეთი ერთ-ერთ ფავორიტად ითვლება. ხუმრობა ხომ არ არის, მწვრთნელ ლუის დე ლა ფუენტეს გუნდში ხუთი ისეთი მოთამაშე ჰყავს, რომლებიც რამდენიმე კვირის წინათ ევრო 2020-ზე თამაშობდნენ: პედრი, ოიარსაბალი, ოლმო, პაუ ტორესი...
ბარნლიმ ლივერპულს წერტილი დაუსვა
რა ცუდია ყველაფერი დაკეტილი რომ არის, ეშლი ბარნსი გინდა მანჩესტერის და გინდა ლესტერის ნებისმიერ პაბში შევიდოდა, გემრიელად გამოთვრებოდა და პენის არავინ გადაახდევინებდაო. გუშინ ბარნსმა, „ენფილდზე”, გაიტანა გოლი, რომელმაც ამ სტადიონზე, „ლივერპულის” წაუგებელ სვლას 68 მატჩზე დაუსვა წერტილი და ზოგი მიმომხილველის აზრით, მერსისაიდელთა გუნდში ბზარები გააფართოვა. „ბარნლიმ” „ლივერპულს” ლივერპულში მოუგო 1:0. შედეგად, ცხრილის ორივე ბოლოში მდგომარეობა...
პოგბამ იუნაიტედი სათავეში დააბრუნა
„მანჩესტერ იუნაიტედი” ცხრილის სათავეში დაბრუნდა, „ფულემს” მოუგო 2:1. თავიდან აგებდა, მაგრამ ჯერ გაქვითა, 65-ე წუთზე კი ფრანგმა პოლ პოგბამ ისეთი გოლი გაიტანა, თქვენი მოწონებული. გოლს თავად 27 წლის ნახევარმცველმაც კი მშვენიერი უწოდა. „კრეივენ კოტეჯზე” გამარჯვების შემდეგ, „იუნაიტედი” თანაქალაქელ „სიტის” 2 ქულით უსწრებს, თუმცა, ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული. „ფულემის” კარში შეგდებული გოლი პოგბასთვის ბოლო სამ...
ტიერი ანრიმ ტელევიზორი გამორთო
„არსენალმა” „ბარნლისთან” შინ, „ემირეითზე”, 0:1 წააგო, პატრის ევრამ კი მოყვა ისტორია, თუ როგორც გამორთო ლეგენდარულმა ტიერი ანრიმ ტელევიზორი, როდესაც დაინახა, რომ მის სათაყვანებელ „მეთოფეებს” გრანიტ ჯაკა კაპიტნობდა. ჯაკაზე სიტყვა იმიტომ ჩამოვარდა, რომ „ბარნლისთან” შეხვედრაში, ის მოედნიდან გააგდეს. შვეიცარიის ნაკრებში მოთამაშე ალბანელმა თავიდან დუაიტ მაკნილთან ორთაბრძოლისას ჩვეულებრივი ყვითელი მიიღო, შემდეგ კი ეშლი ვესტვუდს ყელში სწვდა, რის...
აგუეროს ოპერაცია დასჭირდება
„მანჩესტერ სიტის“ მთავარშემტევის, სერხიო აგუეროს მამამ, ლიონელ დელ კასტილიომ, თქვა, რომ მის შვილს მენისკი აწუხებს და სავარაუდოდ, ოპერაცია დასჭირდება. „სერხიოს ვესაუბრე. მას მუხლის ტრავმა აქვს, სავარაუდოდ მენისკი. შემოწმებას ჩაუტარებენ და დაადგენენ, რამდენად მძიმეა დაზიანება. ვფიქრობ, კვირის ბოლოს ბარსელონაში გაუკეთებენ ოპერაციას. ასეთი პრაქტიკა ერთხელ უკვე იყო,“ – უთხრა აგუეროს მამამ მედიას. სერხიო ორშაბათს, პრემიერლიგის 30-ე ტურის...
თეთრი სიცოცხლეც ფასეულიაო?…
საყურადღებო რამ მოხდა მანჩესტერში, სადაც „სიტიმ” „ბარნლის” 5:0 მოუგო. თამაშის დაწყებამდე, როდესაც ფეხბურთელებმა ამერიკაში, თეთრკანიანი პოლიციელის მიერ მოკლული შავკანიანის ხსოვნის პატივსაცემად მოედნის ცენტრში მუხლი მოიყარეს, „ეტიჰედ სთედიუმს” თვითმფრინავმა გადაუფრინა. თვითმფრინავს ბანერი ჰქონდა გამობმული: White Lives Matter Burnley”. ცოტა ვრცლად: აშშ-ში, კერძოდ მინეაპოლისში, თეთრკანიანმა პოლიციელმა დერეკ ჩოვინმა შავკანიანი ჯორჯ ფლოიდი დაკავების დროს ყელზე მუხლის დაჭერით დაახრჩო,...
58 წლის შემდეგ!
„მანჩესტერ იუნაიტდის” მწვრთნელი ოლე გუნარ სულშერი გასაჭირშია — მის გუნდს „ბარნლიმ” მოუგო (2:0), თან „ოლდ ტრეფორდზე”, და პრემიერლიგის ოთხეულში მოხვედრის შანსი ძალიან შეუმცირა. შონ დაიკის მოთამაშეთაგან გოლები გაიტანეს კრის ვუდმა და ჯეი როდრიგესმა. „იუნაიტედმა” საშინლად ითამაშა. გულშემატკივრები „ოცნებათა თეატრს” საფინალო სასტვენამდე კარგა ხნით ადრე ტოვებდნენ. „ხელები უნდა ავწიოთ და ვაღიაროთ, რომ ცუდად ვითამაშეთ, — თქვა...








