„ტოტენჰემ” ჰოთსპური” სატრანსფერო ბაზარზე გააქტიურდა: 24 საათში „ევერტონისგან” რიშარლისონს იყიდის, „ბარსელონა” კი კლემან ლენგლეს იჯარით დათმობაზე დაიყაბულა. „ევერტონი” ბრაზილიელის სანაცვლოდ 50 მილიონ გირვანქას ითხოვს. „დეზები” ამ თანხის გადახდაზე თანახმანი არიან, მაგრამ ფულის ჩარიცხვის სტრუქტურაზე უთანხმდებიან გამყიდველს. რიშარლისონის ყოფილ კლუბ „უოტფორდს” 40 მილიონს ზემოთ ნებისმიერი თანხიდან 10 პროცენტი ეკუთვნის. 2018 წელს, ლივერპულელებმა ფორვარდი მისგან სწორედ 40...
ჭდე: დენიელ ლევი
კეინი პირველ სვლას კლუბისგან ელის
გეხსომებათ, რა ამბავი იყო ატეხილი გასულ ზაფხულს ჰარი კეინის „ტოტენჰემ ჰოთსპურში“ დარჩენა-არ დარჩენის გამო. არ არის გამორიცხული მომავალ ზაფხულშიც იგივე განმეორდეს. ამის წინაპირობა არსებობს. კეინმა თქვა, სანამ რამეს გადავწყვეტ, მინდა დავრწმუნდე, რომ კლუბი ანტონიო კონტეს შემადგენლობის გაძლიერების საქმეში მხარში უდგასო. ინგლისის ნაკრების კაპიტანი უკვე 28 წლისაა, მაგრამ „ტოტენჰემის“ გადამკიდე უტიტულოდ არის. მეორე მხრივ, „სფურზი“ მისი...
კონტეს დასვენება ერჩივნა
ანტონიო კონტე „ტოტენჰემ ჰოთსპურის“ მწვრთნელად დაინიშნა. ახლა ის დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებისგან ქვეყანაში მუშაობის უფლებასღა ელოდება და შემდეგ იმ ადგილიდან გააგრძელებს, სადაც მისი წინამორბედი ნუნუ ესპირიტუ სანტო გაჩერდა. ეს გახლავთ პრემიერლიგის ცხრილში მე-9 ადგილი, 5 მოგებითა და 5 წაგებით — ფრის გარეშე. იტალიელმა „დეზებთან“ 18 თვიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. ხელშეკრულებაში, თანამშრომლობის 12 თვით გახანგრძლივების პერსპექტივაცაა ჩაწერილი....
ნუნუს ძალიან უცნაური 124 დღე
ნუნუ ესპირიტო სანტო „ტოტენჰემ ჰოთსპურის“ მწვრთნელის თანამდებობიდან მოხსნეს. მან „დეზების“ მესაჭედ 124 დღე გაძლო. ესპირიტო სანტოს სამსახურიდან გაშვება ფეხბურთელებს დილის 9 საათსა და 20 წუთზე შეატყობინეს, რამაც ისინი გააკვირვა. ადრე თუ გვიან მწვრთნელს რომ გაუშვებდნენ ყველამ იცოდა, მაგრამ ასე თუ იჩქარებდნენ არავინ ელოდა. როდესაც „სფურზმა“ ჟოზე მოურინიუს შემცვლელად ესპირიტო სანტო აირჩია, კლუბში ბევრს ეგონა, რომ...
ნუნუ შეიძლება ლევის რეკორდსმენი გახდეს
ნუნუ ესპირიტო სანტოს სამსახური აქვს შესანარჩუნებელი — „ტოტენჰემის“ თავმჯდომარემ დენიელ ლევიმ კვირას კლუბში კრიზისისადმი მიძღვნილი საგანგებო თათბირი მოიწვია. ლევიმ სპორტულ დირექტორ ფაბიო პარატიჩისთან მწვრთნელის გაშვება-დატოვების საკითხზე ილაპარაკა. ეს „მანჩესტერ იუნაიტედთან“ შინ 0:3 დამარცხების მეორე დღესვე მოხდა. ამრიგად, „დეზების“ შეფი 47 წლის ესპირიტო სანტოს გაშვებაზე ფიქრობს. ნუნუმ პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში 10 ტურში ხუთი თამაში მოიგო, ხუთი...
კეინის ხელფასი კვირაში 100 ათასით იზრდება
„ტოტენჰემ ჰოთსპური“ ჰარი კეინს ხელფასს კვირაში 100 000 გირვანქით უზრდის. ასე აღნიშნავს ლონდონელთა თავმჯდომარე დენიელ ლევი ინგლისის ნაკრების კაპიტნის კლუბში დარჩენას. მის „მანჩესტერ სიტიში“ გადასვლაზე ლაპარაკი დასრულდა. კეინმა გუშინ განაცხადა, რომ ერთი წლით „სფურზში“ რჩება. მან ტვიტერით განსაკუთრებული მადლობა მიუძღვნა გულშემატკივარს. „ვულვზთან“ მოედანზე რომ გავედი, ტრიბუნიდან თქვენმა გულთბილმა შეხვედრამ გადამწყვეტი როლი ითამაშაო. თანამედროვე ინგლისური ფეხბურთის...
კეინი იბრძვის, დრო გადის
ჰარი კეინმა „ტოტენჰემის“ ხელმძღვანელობას ისევ გამოუცხადა, რომ დაჟინებით სურს „მანჩესტერ სიტიში“ გადასვლა, ლონდონელები კი მას აბრკოლებენ. დრო გარბის. ინგლისში სატრანსფერო ფანჯარა ექვს დღეში იხურება, „სფურზის“ თავმჯდომარე დენიელ ლევი კი 150 მილიონ გირვანქას კაპიკს არ აკლებს. გულშემატკივარმა შეიძლება თქვას, კეინმა „ვულვერჰემპტონთან“ შეხვედრაში ხომ დათმო პოზიციები, ხომ შევიდა მოედანზე, განა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის გუნდში...
უქმეებამდე რაღა დარჩა
ჰარი კეინი „მანჩესტერ სიტიში“ გადასვლის იდეას ვერ ეშვება და იმედოვნებს, რომ მისი საქმე ამ უქმეებამდე გაიჩარხება. „ტოტენჰემის“ თავმჯდომარემ დენიელ ლევიმ ტრანსფერი გააჯანჯლა. მეტიც, ის რომ კეინი „სფურზიდან“ სადმე გადავა ახლაც საეჭვოა, თუმცა „დეზების“ ბანაკიდან გამოჟონა ხმამ, რომ არც მისი დარჩენაა ასპროცენტიანი. ამბობენ, ზაფხულის 100 მილიონიანი წინადადების ჩავარდნის შემდეგ, „სიტიმ“ ფინანსები გადათვალა და ახლა „ტოტენჰემს“ 120...
კეინი vs ტოტენჰემი
„ტოტენჰემ ჰოთსპურმა“ ჰარი კეინს შეუთვალა, რომ ის სასწრაფოდ უნდა გამოცხადდეს გუნდში, თავდამსხმელმა კი ეს მოწოდება ყურად არ იღო, რითაც კლუბი კიდევ უფრო განარისხა. ფეხბურთელმა, რომელსაც „სფურზიდან“ „მანჩესტერ სიტიში“ უნდა გადასვლა ბაჰამებზე არდადეგები თვითნებურად გაიხანგრძლივა და მართალია, ახლა უკვე ლონდონშია, მაგრამ რეგულაციების თანახმად, როგორც უცხოეთში ნამყოფი პირი თვითიზოლაციაში იმყოფება. მან შემოთვალა, რომ სულ მცირე კვირამდე გუნდში...
ჰარი კეინი გაიფიცა
ჰარი კეინსა და „ტოტენჰემს“ შორის ომი გაჩაღდა — თავდამსხმელს „მანჩესტერ სიტიში“ გადასვლა სურს. ტრანსფერის საფასური, თეორიულად 160 მილიონი გირვანქაა, მაგრამ „სფურზი“ უძალიანდება, ვარსკვლავის შენარჩუნება უნდა. კეინი პროტესტის ნიშნად გუშინ ჰოთსფურ ვეიზე არ მივიდა. უნდა გამოცხადებულიყო და კოვიდის ტესტი აეღო. კეინის საქციელმა ჩრდილოლონდონური კლუბი გააღიზიანა. თავმჯდომარე დენიელ ლევი ფეხბურთელის დაჯარიმებას აპირებს. არადა, ზაფხულში ჰარი კეინსა და...









