„ტოტენჰემის” თავმჯდომარემ დენიელ ლევიმ ანტონიო კონტეს მწვრთნელად აყვანაზე ხელი აიღო. მიზეზი კონტეს მოთხოვნებია. ასეთმა ხარჯმა კლუბი შეიძლება ღრმა ფინანსურ კრიზისში ჩამიგდოსო, იფიქრა „დეზების” შეფმა. ლევიმ და კონტემ „ტოტენჰემის” მომავალზე რამდენიმე დღის წინ ილაპარაკეს. თავიდან, მათი თანამშრომლობა თითქოს პერსპექტიული ჩანდა, მაგრამ მერე, როგორც მოგახსენეთ, ლევიმ ხარჯი დათვალა და კონტეზე ფიქრსაც შეეშვა. აქ არის ერთი მნიშვნელოვანი საკითხი:...
ჭდე: დენიელ ლევი
ტოტენჰემის ბოლო კვირა
„ტოტენჰემ ჰოთსპური” უმალ ანტონიო კონტეს დანიშნავს ახალ მწვრთნელად, ვიდრე ყოფილ თავკაც მაურისიო პოჩეტინოს, რომელსაც ვერაფრით მიუდგა, ყრუ კედელს გადააწყდა. „დეზების” თავმჯდომარემ დენიელ ლევიმ, არგენტინელის „პარი სენ ჟერმენისგან” გამოსახსნელად ყველა ღონეს მიმართა, მაგრამ მიხვდა, რომ ამ ეტაპზე ეს შეუძლებელია, სეზონისწინა შეკრებამდე კი თვეზე ნაკლები დარჩა. შესაბამისად, არჩევანი ანტონიო კონტეზე შეჩერდება. როგორც ინგლისური პრესა იუწყება, აპრილში გაშვებული...
სიტი ხმაურიან ნაბიჯს დგამს
„მანჩესტერ სიტი” „ტოტენჰემს” ჰარი კეინში რაჰიმ სტერლინგსა და გაბრიელ ჟესუსს უცვლის. ეს მხოლოდ ერთს შეიძლება ნიშნავდეს — პრემიერლიგის ჩემპიონს იმდენად სურს თანაქალაქელი მოქიშპის „მანჩესტერ იუნაიტედისა” და ჩემპიონთა ლიგის მფლობელის „ჩელსის” ხახამშრალი დატოვება, რომ მზად არის ორი წამყვანი ფეხბურთელი დათმოს. მას მერე, რაც 27 წლის კეინმა „სფურზის” ხელმძღვანელებს გამოუცხადა, რომ სხვა კლუბში სურს გადასვლა, მასთან დაკავშირებით...
ეს პარიზია, გენაცვალე
ბოლო დღეებში, მაურისიო პოჩეტინოზე ბევრს ლაპარაკობენ. მას მერე, რაც ზინედინ ზიდანმა „რეალი” დატოვა, არგენტინელს „სანტიაგო ბერნაბეუსთანაც” აკავშირებენ, მაგრამ „ტოტენჰემ ჰოთსპურის” თავკაცი დენიელ ლევი დარწმუნებულია, რომ ყოფილ თანამშრომელს დაიბრუნებს. ინგლისურ პრესაში დაიწერა, თითქოს თავად პოჩსაც სულ მეტად და მეტად უნდა ძველ სამსახურში დაბრუნება. „სანი” წერს, რომ მხარეები უკვე დაუკავშირდნენ კიდეც ერთმანეთს. ლევისთვის პოჩეტინიოს დაბრუნება ერთი გასროლით...
პოჩეტინო ტოტენჰემში დაბრუნდება?
ვერ გეტყვით, ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე დროს ავსებენ თუ რა ხდება, მაგრამ ინგლისური პრესა წერს, რომ „ტოტენჰემ ჰოთსპურის” თავმჯდომარე დენიელ ლევი მაურისიო პოჩეტინოს დაუკავშირდა და დაბრუნება სთხოვა. ამბობენ, არგენტინელი ჩრდილოეთ ლონდონში მართლა რომ დაბრუნდეს, ნუ გაგიკვირდებათო. საყვარელი მწვრთნელის ხელმეორედ მიყვანა „სფურზის” თავმჯდომარეს ჰარი კეინის დასატოვებლადაც უნდა. შეგახსენებთ, რომ პოჩეტინო „ტოტენჰემიდან” 2019 წლის ნოემბერში, ხუთწლიანი თანამშრომლობის შემდეგ...
კეინმა ტოტენჰემს უთხრა
ჰარი კეინმნა „ტოტენჰემ ჰოთსპურს” უთხრა, რომ წასვლა უნდა. ახლა მის ხელში ჩასაგდებად დიდი კონკურენცია გაიმართება. კეინის ფასი 150 მილიონი გირვანქაა. ინგლისური პრესა წერს, რომ თავდამსხმელის შეძენა ყველაზე მეტად „მანჩესტერ სიტის” უნდა. 27 წლის ვარსკვლავის ყიდვა აგრეთვე სურთ „ჩელსისა” და „მანჩესტერ იუნაიტედს”, თუმცა „სფურზის” თავმჯდომარე დენიელ ლევი მაინც ებღაუჭება კეინის შენარჩუნების იმედს და დიდი ფასიც ამიტომ...
გულშემატკივრის დიდი გამარჯვება!
ეს იყო გულშემატკივრების დიდი გამარჯვება: სუპერლიგა ექვსივე ინგლისურმა კლუბმა დატოვა! ხმა პირველებმა „ჩელსის” ფანებმა აიმაღლეს, რომლებიც „სტემფორდ ბრიჯის” წინ შეიკრიბნენ. დასავლეთლონდონელებს „მანჩესტერ სიტი” აჰყვა. ორიოდ საათში ცნობილი გახდა, რომ სუპერლიგის დატოვებას აპირებდნენ „ტოტენჰემ ჰოთსპური”, „მანჩესტერ იუნაიტედი”, „ლივერპული” და „არსენალი”. ამასობაში, პრემიერლიგის ოფისში მიმდინარეობდა ჩამოთვლილი კლუბების შეფების შეკრება. იმავდროულად, დანარჩენმა თოთხმეტმა კლუბმა გადაწყვიტა უარი ეთქვა „აჯანყებულთა...
მოურინიუ ტოტენჰემიდან გაუშვეს!
„ტოტენჰემ ჰოთსპურმა” ჟოზე მოურინიუ მოხსნა. მიზეზი: გუნდი ჩემპიონთა ლიგის მორიგ გათამაშებაში ვერ ხვდება. მოურინიუმ, რომელიც ახლა 58 წლისაა, „სფურზის” თავკაცის თანამდებობაზე მაურისიო პიჩეტინო 2019 წლის ნოემბერში შეცვალა. ახლა პორტუგალიელს თავადაც უწევს წასვლა. მისი ხელმძღვანელობით, „ტოტენჰემი” პრემიერლიგაშიც უხეიროდ თამაშობს და ევროლიგიდანაც გავარდა. უცნაურია, რომ „დეზების” ხელმძღვანელობა არ დაელოდა 25 აპრილს, როდესაც გუნდი „კარაბაოს” ანუ ლიგის თასის...
რისთვის დაიბადა გარეთ ბეილი?
გარეთ ბეილი ამ სეზონს „ტოტენჰემ ჰოთსპურში” გაატარებს, თუმცა შეიძლება უფრო დიდხანსაც დარჩეს. პარასკევს, როდესაც ბეილი ლონდონში, „სფურზის” საწვრთნელ ბაზაზე მივიდა, ის ფანების ალყაში მოექცა. „დეზები” „რეალს” იჯარის 12 მილიონი გირვანქისა და ფეხბურთელის დიდი ხელფასის ნაწილის გადახდაზე შეუთანხმდნენ. როგორც ინგლისურმა მას-მედიამ გაიგო, თუკი საქმე კარგად წავა, ლონდონის კლუბი იჯარას მომდევნო სეზონის ბოლომდეც გააგრძელებს და ასე მიაღწევენ...
ამდენი ჩაის სმას, ვახ, როგორ გაუძელი…
გაჟონა ინფორმაციამ, რომ დღეს „ტოტენჰემ ჰოთსპურის” პრეზიდენტმა დენიელ ლევიმ გარეთ ბეილთან გოლფი უნდა ითამაშოს. მანამდე ამბობდნენ, რომ „რეალის” უელსელი ვარსკვლავი „სფურზთან” ურთიერთობის გასაოფიციალურებლად ლონდონში დღეს ჩადის. როდესაც გოლფკლუბ ჰეიდლი ვუდში ჩანიშნული თამაშების სია გასაჯაროვდა, „დეზების” გულშემატკივრები სიხარულით მეცხრე ცას ეწიენ. მათ ჩათვალეს, რომ ეს უკვე ბეილის ტრანსფერს ნიშნავს. ამბობენ, ბევრმა იქვე, კლუბში, იმავე საათებში ჩაი...









