ვერ გეტყვით, ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე დროს ავსებენ თუ რა ხდება, მაგრამ ინგლისური პრესა წერს, რომ „ტოტენჰემ ჰოთსპურის” თავმჯდომარე დენიელ ლევი მაურისიო პოჩეტინოს დაუკავშირდა და დაბრუნება სთხოვა. ამბობენ, არგენტინელი ჩრდილოეთ ლონდონში მართლა რომ დაბრუნდეს, ნუ გაგიკვირდებათო.
საყვარელი მწვრთნელის ხელმეორედ მიყვანა „სფურზის” თავმჯდომარეს ჰარი კეინის დასატოვებლადაც უნდა.
შეგახსენებთ, რომ პოჩეტინო „ტოტენჰემიდან” 2019 წლის ნოემბერში, ხუთწლიანი თანამშრომლობის შემდეგ გაუშვეს. წლეულს იანვარში კი არგენტინელმა „პარი სენ ჟერმენი” ჩაიბარა.
პოჩეტინოს მოხსნის შემდეგ, „დეზებს” სათავეში ჟოზე მოურინიუ ჩაუყენეს, მაგრამ პორტუგალიელი აპრილში, ლიგის, იმავე კარაბაოს თასის ფინალის წინ გაუშვეს. მაშინვე გამოჟონა ინფორმაციამ, რომ დენიელ ლევის არაფორმალურ ვითარებაში უთქვამს, პოჩეტინოს გაშვება ჩემი კარიერის უდიდესი შეცდომა იყოო.
თავად პოჩეტინო კი პარიზში ხელმოცარულია: ვერც საფრანგეთის ჩემპიონი გახდა და ჩემპიონთა ლიგაშიც დამარცხდა — ნახევარფინალში „მანჩესტერ სიტისთან” წააგო (1:2;0:2).
არგენტინელის გარემოცვიდანაც გამოჟონა ინფორმაციამ, რომ ის სიამოვნებით გადავიდოდა „პარკ დე პრენსიდან” „ტოტენჰემ ჰოთსპურ სთედიუმზე”, რომელსაც ინგლისურ პრესაში „ახალ უაით ჰართ ლეინსაც” უწოდებენ.
თუ პოჩეტინოს საქმიდან არაფერი გამოვა, ლევის სამარქაფოდ მზად ჰყავს „ბრაიტონის” თავკაცი გრემ პოტერი, მაგრამ ყველას კარგად ესმის, რომ მისი დანიშვნა რისკია.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური18/09/2026 | 09:15დუეს არ ათამაშებენ და ახალ კონტრაქტს სთავაზობენ
აქეთურ-იქითური18/09/2026 | 08:28პსჟ-ს ყოფილი დირექტორი პსჟ-ს წინააღმდეგ
სიახლეები18/09/2026 | 07:10პაპემ ჟორჟს პენალტი არ დაარტყმევინა
აქეთურ-იქითური17/09/2026 | 08:43ირაოლა მამარდას შესახებ…
