გარეთ ბეილის შესახებ ბოლო დღეებში იმდენს წერენ, რომ ეტყობა უელსელის თავს მართლა რაღაც ხდება. ბოლო ცნობა ასეთია: „ტოტენჰემ ჰოთსპური” თავის ყოფილ ფეხბურთელში 20 მილიონ გირვანქას იხდის და მასთან ერთწლიანი იჯარის გაფორმებას აღარაფერი უკლია. არადა, გუშინ დაბეჯითებით წერდნენ, რომ ბეილთან დაკავშირებით „რეალს” ყველაზე აქტიურად „მანჩესტერ იუნაიტედი” ელაპარაკებოდა. ამბობდნენ, თითქოსდა ოლე გუნარ სულშერს მობეზრდა ჯეიდონ სანჩოს თაობაზე...
ჭდე: დენიელ ლევი
ძუნწი ფეხბურთელები თუ ცბიერი თავმჯდომარეები?
პრემიერლიგის ფეხბურთელები ხელფასების შეკვეცას და ჩამოჭრილი ფულით თავიანთივე კლუბების არამოთამაშე თანამშრომლების შენახვას არ აპირებენ. ყოველ შემთხვევაში, ამ მოწოდებას იოლად არ დათანხმდებიან, რადგან მიაჩნიათ, რომ ჯერ გასარკვევია, მართლა არ შეუძლიათ კლუბებს ყველა თანამშრომლის ხელფასის გადახდა თუ ცუღლუტობენ. არადა, მოწოდება მთავრობიდან მოდის და ისიც სულ ისმის, რომ დროა მობურთალმა მილიონერებმა პანდემიის რთულ პერიოდში ხელფასები მოიკლონ და საერთო...
პოჩეტინოს განცხადება
მაურისიო პოჩეტინომ „ტოტენჰემ ჰოთსპურის” მწვრთნელობიდან მისი მოხსნის შესახებ საჯარო განცხადება გაავრცელა. მოგეხსენებათ, ჩრდილოლონდონურ კლუბში ხუთწლიანი წარმატებული მოღვაწეობის შემდეგ არგენტინელი გაათავისუფლეს, ხოლო საქმე ჟოზე მოურინიუს გადაბარეს. მოულოდნელი მოხსნის ეფექტით დაზაფრულმა პოჩეტინომ ფეხბურთელებთან პირად დამშვიდობებაზე უარი თქვა, როგორც იტყვიან ქუდი დაიხურა და პირდაპირ გავიდა ოფისიდან, ახლა კი განცხადება გამოაქვეყნა. „ესპანიოლის”, „საუთჰემპტონის” და „ტოტენჰემ ჰოთსპურის” ყოფილმა თავკაცმა დაწერა:...
მოურინიუს დაპირდნენ!
გაირკვა, რომ ჟოზე მოურინიუს დენიელ ლევისთვის მწვრთნელობაზე თანხმობა მხოლოდ მას მერე უთქვამს, რაც „ტოტენჰემის” თავმჯდომარე დაჰპირებია, რომ ჰარი კეინს სულ მცირე 2021 წლის იანვრამდე არ გაყიდის. ის ამბავი, რომ მოურინიუს მის წინამორბედ მაურისიო პოჩეტინოზე ორჯერ მეტი ხელფასი დაუნიშნეს, გუშინ მოგახსენეთ, ხოლო ის, რომ არგენტინელის სამსახურიდან გაშვება სატრანსფერო ფულთან დაკავშირებით მისმა უკმაყოფილებამ დააჩქარა, იმთავითვე ცნობილი ფაქტია. პოჩეტინოს...
მოურინიუ და ბევრი ფული
ინგლისი „ტოტენჰემის” ამბებზე გადაირია. ჩრდილო ლონდონელების თავმჯდომარემ დენიელ ლევიმ მრავალი დამსახურების მქონე მაურისიო პოჩეტინო გაუშვა და მის ადგილას ჟოზე მოურინიუ მიიყვანა. ბრიტანული მას-მედია ამ ამბავს ათასი კუთხით აშუქებს. ასე მაგალითად, წერენ, რომ მოურინიუ პოჩეტინოზე ორჯერ მეტ ხელფასს მიიღებს — წელიწადში 15 მილიონ გირვანქას. 56 წლის პორტუგალიელმა „სფურზთან” სამწელიწადნახევრიანი ხელშეკრულება გააფორმა. „დეილი მეილი” ამბობს, რომ ეს...
ჟოზე დაბრუნდა!
„ტოტენჰემ ჰოთსპურმა” დაადასტურა, რომ ახალი მწვრთნელი ჰყავს — არგენტინელი მაურისიო პოჩეტინოს ადგილი პორტუგალიელმა ჟოზე მოურინიუმ დაიკავა. ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ „განსაკუთრებული” ახალი სამსახურით ძალიან კმაყოფილია. „დეზებს” მიმდინარე სეზონში არა და არ აეწყოთ საქმე, რამაც პოჩეტინოს თანამდებობა შეიწირა. მისი მოხსნიდან რამდენიმე საათში კი თანამდებობაზე „პორტუს”, „ჩელსის”, „ინტერის”, „რეალის” და „მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი თავკაცი დაინიშნა. სადღეისოდ, „ტოტენჰემი”...
ვესტ ჰემთან დერბი გადაწყვეტსო
დღეს ინგლისური მას-მედიის მთავარ თემად მაურისიო პოჩეტინო და „ტოტენჰემ ჰოთსპურთან” მისი არეული მდგომარეობა იქცა. „დეილი მეილი” წერს, რომ არგენტინელ მწვრთნელს შესაძლოა მალე ჩრდილოლონდონური კლუბიდან წასვლა მოუხდეს, ვინაიდან „დეზების” დიდ შეფებს მისი აღარ სწამთ. პოჩეტინო მეექვსე სეზონია, რაც „სფურზში” მუშაობს, მაგრამ ამჯერად მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ჩემპიონატი ძალიან ცუდად დაიწყო: 12 ტურის შემდეგ მე-14 ადგილზეა. პოჩეტინო ის...
პოჩეტინომ კარგად ისადილა
მაურისიო პოჩეტინო „ტოტენჰემიდან” არ მიდის. მას კლუბის თავმჯდომარესთან დენიელ ლევისთან ისეთი საუბარი ჰქონდა, რომელზეც ყველა მხარემ თავისი პოზიცია გამოხატა. საუბარი რესტორანში, სადილზე შედგა. სადილს არგენტინელი მწვრთნელის ასისტენტი ხესუს პერესი და დირექტორატის კიდევ ერთი წევრიც ესწრებოდნენ. პოჩეტინომ თქვა: „ჩვენ ჯერ აქ შევხვდით ერთმანეთს, შემდეგ კი დავთქვით, რომ ხესუსთან და დირექტორატის კიდევ ერთ წევრთან ერთად ვისადილებდით. ორი...
გეგმა მითხარით, თორემ წავალ!
მაურისიო პოჩეტინო მზად არის „ტოტენჰემ ჰოთსპური” ამ ზაფხულსვე დატოვოს, თუკი კლუბის თავმჯდომარე დენიელი ლევი გუნდის გაძლიერებასთან დაკავშირებულ სამომავლო გარანტიებს არ მისცემს. აი, ასე: გაიყვანა კაცმა გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში და 48 საათიც არ იყო გასული, რომ ყუმბარა გახეთქა. ამის გაგონებაზე ჟურნალისტებმა ჰკითხეს, ხომ არ აპირებს ის სეზონის დამთავრების შემდეგ ერთი წლით ყოველგვარი საქმეებისგან ჩამოშორებას. ამაზე...
კრისტიან ერიკსენის სიტყვა
„ტოტენჰემ ჰოთსპურის” ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავის, დანიელი კრისტიან ერიკსენის მომავალი ჩრდილოლონდონურ კლუბში ბურუსითაა მოცული. მიზეზი: ამბობენ, რომ ნახევარმცველმა „რეალს” ტრანსფერზე სიტყვიერი თანხმობა უთხრა. „სფურზთან” ერიკსენის კონტრაქტს მოქმედების ვადა ერთ წელიწადში გაუდის. ეს იმას ნიშნავს, რომ ლონდონური კლუბი 27 წლის ვარსკვლავთან ან მალევე გააფორმებს ახალ კონტრაქტს ან ის 12 თვის შემდეგ თავისუფალი აგენტი გახდება და ისე წავა,...







