ინგლისი „ტოტენჰემის” ამბებზე გადაირია. ჩრდილო ლონდონელების თავმჯდომარემ დენიელ ლევიმ მრავალი დამსახურების მქონე მაურისიო პოჩეტინო გაუშვა და მის ადგილას ჟოზე მოურინიუ მიიყვანა. ბრიტანული მას-მედია ამ ამბავს ათასი კუთხით აშუქებს.
ასე მაგალითად, წერენ, რომ მოურინიუ პოჩეტინოზე ორჯერ მეტ ხელფასს მიიღებს — წელიწადში 15 მილიონ გირვანქას.
56 წლის პორტუგალიელმა „სფურზთან” სამწელიწადნახევრიანი ხელშეკრულება გააფორმა. „დეილი მეილი” ამბობს, რომ ეს ხელშეკრულება ზუსტად იგივეა, რაც „განსაკუთრებულს” „მანჩესტერ იუნაიტედთან” ჰქონდა.
47 წლის პოჩეტინო, რომელიც „ტოტენჰემის” ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაყვანიდან ხუთ თვეში გააგდეს, ბოლოხანს უკვე 7,5 მილიონს იღებდა.
წელიწადში 7,5 მილიონი გირვანქაა „ოლდ ტრეფორდზე” მოურინიუს შემცვლელის, ოლე გუნარ სულშერის გასამრჯელოც. ამდენსავე იღებს იურგენ კლოპი, რომელმაც „ლივერპულს” ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა.
ერთადერთი კაცი, ვინც პრემიერლიგური ხელფასების ცხრილში ჟოზეს უსწრებს და სავარაუდოდ ამით (ისევე, როგორც წლების განმავლობაში ყველაფრით) აღიზიანებს, „მანჩესტერ სიტის” მწვრთნელი პეპ გვარდიოლაა. კატალონიელის გასამრჯელო წელიწადში 20 მილიონი გირვანქა გახლავთ.
ამ ჯამაგირებთან შედარებით მოუს ყოფილი ფეხბურთელის, „ჩელსის” თავკაცის ფრენკ ლემპარდის წლიური 5,5 მილიონი მოკრძალებულად ჟღერს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი07/08/2026 | 15:14მექსიკა და არგენტინა ინფანტინოსკენ არიან
სიახლეები07/08/2026 | 08:46მაგნეს აკლიუში პსჟ-შია!
მთავარი ამბავი07/08/2026 | 07:43ვინისიუსის და დიომანდეს საქმეები მოგვარდა.
სიახლეები06/08/2026 | 09:34ინფანტინოს ბოდიში და მუქარა
