
„ტოტენჰემის” თავმჯდომარემ დენიელ ლევიმ ანტონიო კონტეს მწვრთნელად აყვანაზე ხელი აიღო. მიზეზი კონტეს მოთხოვნებია. ასეთმა ხარჯმა კლუბი შეიძლება ღრმა ფინანსურ კრიზისში ჩამიგდოსო, იფიქრა „დეზების” შეფმა.
ლევიმ და კონტემ „ტოტენჰემის” მომავალზე რამდენიმე დღის წინ ილაპარაკეს. თავიდან, მათი თანამშრომლობა თითქოს პერსპექტიული ჩანდა, მაგრამ მერე, როგორც მოგახსენეთ, ლევიმ ხარჯი დათვალა და კონტეზე ფიქრსაც შეეშვა.
აქ არის ერთი მნიშვნელოვანი საკითხი: ამასწინანდელ ინტერვიუში, ლევი ჩრდილოლონდონელ ფანებს დაჰპირდა, რომ მოიყვანდა მწვრთნელს, რომელიც წინა პლანზე მათი აკადემიის აღზრდილებს წამოწევდა, კონტემ კი როგორც ჩანს, აქცენტი ფეხბურთელების ყიდვაზე გადაიტანა. წელიწადში 15 მილიონი გირვანქის ტოლი ხელფასის გარდა, იტალიელს ახალი მოთამაშეების საყიდლად 100 მილიონ გირვანქაზე მეტი მოუთხოვია.
ეს თანხა „ტოტენჰემ ჰოთსპურისთვის” მეტისმეტია. კლუბს ახალი სტადიონის ასაშენებლად გამოტანილი მილიარდ გირვანქიანი კრედიტი აქვს ბანკისთვის დასაბრუნებელი, პანდემიამ კი საერთოდ ლახვარი ჩასცა — ფინანსური წლის ბოლოს დამატებით 150 მილიონი გირვანქის სესხება მოუწია.
ანტონიო კონტე დენიელ ლევისთვის მწვრთნელობის ყველაზე სასურველი კანდიდატი არ იყო. მას ყველაზე მეტად სამსახურში ძველი თავკაცის მაურისიო პოჩეტინოს დაბრუნება უნდოდა, მაგრამ არგენტინელის „პარი სენ ჟერმენიდან” გამოხსნა შეუძლებელი აღმოჩნდა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები03/10/2026 | 08:48სობოსლაი: სწორედ ასეთი გამარჯვება გვჭირდებოდა
... და ან ცაზე ვარსკვლავები03/10/2026 | 08:02მთავარი ამოცანა სობოსლაისთვის ფუნქციის შერჩევა იყო
აქეთურ-იქითური02/10/2026 | 10:33გააგდებენ მანჩესტერ სიტის პრემიერლიგიდან?
აქეთურ-იქითური02/10/2026 | 09:39ირლანდიაში თამაში ორჯერ შეწყდა
