ჭდე: უოტფორდი

Home უოტფორდი
ჩაკვეტაძის გუნდმა მოიგო
ჩანაწერი

ჩაკვეტაძის გუნდმა მოიგო

ტომ კლევერლის კვადვო ბაა საუკეთესო ფორმაში სჭირდებაო, წერს ინგლისური პრესა. მესამეადგილოსან „სანდერლენდთან“ შეხვედრაში გერმანელი მოედანზე 74-ე წუთზე გიორგი ჩაკვეტაძის ნაცვლად შევიდა და ის პენალტი მოიპოვა, რომელიც ტომ დელე-ბაშირუმ გოლად აქცია ― „უორფორდმა“ 2:1 მოიგო. „კრაზანები” 13 ქულით მე-7 ადგილზე არიან. ანგარიში 28-ე წუთზე ფესტი ებოსელემ გახსნა, „სანდერლენდის“ უილსონ აოსიდორმა კი 49-ზე გაქვითა. ზემოთ ბაა ვახსენეთ....

ჩაკვემ სიტის გაუმწვავა
ჩანაწერი

ჩაკვემ სიტის გაუმწვავა

ციტატა „უოტფორდ ობზერვერიდან”: „შესვენების შემდეგ მასპინძლები კვლავ აკონტროლებდნენ ბურთს, მაგრამ „უოტფორდმა” საკუთარი ძალის ირწმუნა, ხოლო როდესაც მოედანზე გიორგი ჩაკვეტაძე შევიდა, მისმა ჯიქურმა შეტევამ და ტემპმა მათ პრობლემები შეუქმნა”. ინგლისის ლიგის თასის მეთექვსმეტედფინალურ შეხვედრაში ჩაკვეტაძის „უოტფორდი”, რომელიც ჩემპიონშიფში მე-8 ადგილზეა, სტუმრად არც მეტი-არც ნაკლები პრელირლიგის ლიდერ „მანჩესტერ სიტის” შეხვდა. „სიტიმ” ცხადია მოიგო (2:1), თან ანგარიში მე-5...

ახლა ჩაკვეს გუნდს სიტი ელის
ჩანაწერი

ახლა ჩაკვეს გუნდს სიტი ელის

გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდმა” სტუმრად „ნორვიჩთან” 1:4 წააგო. ეს გახლდათ ჩემპიონშიფის მე-6 ტურის შეხვედრა, რომლის მერეც გუნდი 10 ქულით მე-8 ადგილზეა. შემდეგი თამაში ჩაკვეტაძეს და მის გუნდს სამშაბათს, 24 სექტემბერს ლიგის თასზე სტუმრად „მანჩესტერ სიტისთან” აქვს. „უოტფორდმა” მიმდინარე სეზონის პირველი სამი შეხვედრა მოიგო, ახლა კი უკვე სამი ტურია ვეღარ იგებს. მატჩის შემდეგ გუნდის მწვრთნელმა ტომ კლევერლიმ...

მისი გვარი უფრო ხშირად უნდა მოხვდეს ტაბლოზე
ჩანაწერი

მისი გვარი უფრო ხშირად უნდა მოხვდეს ტაბლოზე

იმის დანახვა, თუ როგორ დგას გიორგი ჩაკვეტაძე „ვიკარიჯ როუდის” წინ თამაშის დამთავრებიდან ერთი საათის შემდეგ, როგორ ლაპარაკობს გულშემატკივრებთან და როგორ იღებს ფოტოებს „ქოვენთრისთან” 1:1-ის შემდეგ დამატებითი ქულის აღებას ჰგავდა. როდესაც შეხვედრის მეორე ტაიმში ქართველი პირდაპირ სათადარიგოთა სკამების წინ დაეცა და ვეღარ გაინძრა, მისი პერსპექტივა ნათელს არ ჰგავდა. თამაში „უოტფორდის” საჯარიმოში მიმდინარეობდა, მაგრამ როდესაც ეპიზოდი დასრულდა,...

ჩაკვეტაძე გასახდელში წამოჯდა
ჩანაწერი

ჩაკვეტაძე გასახდელში წამოჯდა

გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდმა” შინ „ქოვენთრისთან” 1:1 ითამაშა. ამ შეხვედრის პირველ ტაიმში ჩაკვეტაძემ ერთი ძალიან ხელსაყრელი მომენტი გაუშვა ხელიდან, შესვენების შემდეგ კი გუნდის შეტევათა სული და გული გახდა. 67-ე წუთზე ნიგერიელმა ტომ დელე-ბაშირუმ ანგარიში სწორედ მისი მარცხენაფლანგური გარღვევისა და ლანგრით მირთმეული პასის შედეგად გაათანაბრა, მაგრამ შემდეგ უსიამოვნო რაღაც მოხდა — ჩაკვეტაძე წაიქცა და საკაცით გაიყვანეს. მატჩის...

ჩაკვეტაძე ბელგიიდან წაიყვანეს
ჩანაწერი

ჩაკვეტაძე ბელგიიდან წაიყვანეს

ინგლისურმა „უოტფორდმა“ ბელგიურ „გენტთან“ მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულა, საქართველოს ნაკრების შემტევის, გიორგი ჩაკვეტაძის (რომელიც „უოტფორდში“ „გენტიდან“ იჯარით თამაშობდა) ტრანსფერი გამოისყიდა და ქართველ ფეხბურთელთან სრულფასოვანი კონტრაქტი გააფორმა – ჩაკვეტაძე ინგლისურ კლუბში 2027 წლამდე დარჩება. „მოხარული ვართ, რომ „უოტფორდმა“ გიორგი ჩაკვეტაძესთან, რომელიც ჩვენთან იჯარით თამაშობდა, სრულფასოვანი კონტრაქტი გააფორმა“, – გაავრცელა ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა. კონტრაქტის გაფორმების შემდეგ კომენტარი...

ოფიციალურად უოტფორდელი…
ჩანაწერი

ოფიციალურად უოტფორდელი…

გიორგი ჩაკვეტაძე ინგლისის ჩემპიონშიფის „უოტფორდის“ ფეხბურთელია – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. „უოტფორდი“ სიხარულით ადასტურებს, რომ კლუბს „გენტიდან“ იჯარით ერთი სეზონით ქართველი ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე შეუერთდა. გარიგება ტრანსფერის გამოსყიდვის პუნქტსაც ითვალისწინებს. მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა, 23 წლის მოთამაშე ჩვენს გუნდში საერთაშორისო გამოცდილებით ჩამოდის – ჩაკვეტაძეს საქართველოს ნაკრებში 16 მატჩი აქვს ჩატარებული. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, გიორგი!“,...

უოტფორდს მწვანე აუნთეს…
ჩანაწერი

უოტფორდს მწვანე აუნთეს…

ფიფა-მ „უოტფორდისთვის“ დაწესებული სატრანსფერო აკრძალვა გააუქმა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გიორგი ჩაკვეტაძის ტრანსფერს წინ ვეღარაფერი დაუდგება და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გუნდის სრულუფლებიანი წევრი გახდება. ინგლისის ჩემპიონშიფის კლუბს საერთაშორისო ტრანსფერებზე აკრძალვა 20 ივლისს დაუწესდა, რადგან 2022 წლის იანვარში „ბორდოდან“ „უოტფორდში“ გადასული სამუელ კალუს ტრანსფერის შემდეგ მოთამაშის აღმზრდელ ნიგერიის საფეხბურთო აკადემიას, „მეგამუს“, სადაც ფეხბურთელმა გარკვეული პერიოდი...

ქეცბაიას ინგლისი უნდა
ჩანაწერი

ქეცბაიას ინგლისი უნდა

გავრცელებული ცნობებით, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი თემურ ქეცბაია, შესაძლოა, ინგლისური „უოტფორდის“ თავკაცი გახდეს. მიმდინარე სეზონში „უოტფორდს“ აღარაფერი უშველის და პრემიერლიგიდან დაქვეითდება. შედეგად, მომავალ სეზონს ჩემპიონშიფში დაიწყებს. გუნდის მფლობელებს კი ეს ნამდვილად არ მოსწონთ. „უოტფორდმა“ სახელი იმითიც გათქვა, რომ ბოლო სამ წელიწადში ექვსი მწვრთნელი გამოიცვალა. მათ შორის ჩისკო მუნიოსი, თბილისის „დინამოს“ ყოფილი მწვრთნელი. ახლაც სამი კანდიდატი...

24 წლისაა თუ ჰოჯსონის კლასელი?
ჩანაწერი

24 წლისაა თუ ჰოჯსონის კლასელი?

ინგლისურმა „უოტფორდმა“ 24 წლის ნიგერიელი სამუელ კალუ შეიძინა. კლუბის ფანებში ამ ფოტომ დიდი აჟიოტაჟი და ირონია გამოიწვია – გვეეჭვება, კალუ მართლა 24 წლის იყოსო… ერთმა ისიც დაწერა, მგონი, როი ჰოჯსონის თანაკლასელიაო. ჰოჯსონი კი 74 წლის გახლავთ. კალუ „ბორდოდან“ მიიყვანეს. 2017-2018 წლებში კი გიორგი ჩაკვეტაძის თანაგუნდელი იყო ბელგიურ „გენტში“. რაც შეეხება „უოტფორდს“, გუნდი ინგლისის პრემიერლიგაში ბოლოსწინა...