არგენტინა-კოლუმბია 1:0… ეს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის ბოლოდან მესამე ტურში. გოლი „ინტერის“ ფორვარდმა ლაუტარო მარტინესმა გაიტანა, არგენტინამ კი 29-ე წაუგებელი მატჩი ჩაატარა. ჩანს, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში სხვა არგენტინაა, გამართული გუნდი. კოლუმბიაზე კი ცალკე. მსოფლიოზე გასვლის შანსი დარჩა, მაგრამ მცირე. საოცარია, მაგრამ კოლუმბიამ ზედიზედ 7 შეხვედრაში ვერ გაიტანა გოლი… ზედიზედ 7 და საუბარია რადამელ ფალკაო...
ჭდე: ხამეს როდრიგესი
ხამესი ნაკრებს მიღმა დატოვეს
ხამეს როდრიგესი კოლუმბიის ნაკრების მწვრთნელთა გადაწყვეტილებამ გააბრაზა. „ევერტონის” 29 წლის ვარსკვლავი მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი შეხვედრებისა და „კოპა ამერიკას” განაცხადში არ შეიყვანეს. როდრიგესი ინგლისიდან სამშობლოში ჩავიდა, სადაც… მიუვიდა წერილი, რომ ის ფიზიკური აღდგენის გეგმას ჩამორჩება და ამიტომ ნაკრებში ვერ აიყვანენ, თუმცა რეაბილიტაციის საქმეში ყველაფერ საუკეთესოს უსურვებენ. „მწვრთნელების გადაწყვეტილებამ გამაკვირვა, — დაწერა ხამესმა, — მათ მითხრეს, რომ...
ხამეს და ხან ის ვარიანტი
დაირხა ხმა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედმა” „რეალთან” საერთო ენა გამონახა და დაკლებულ ფასად დიდი ხნის ნანატრ ხამეს როდრიგესს ყიდულობს. იყო დრო, როდესაც კოლუმბიელ ვარსკვლავს „რეალი” 100 მილიონ გირვანქად აფასებდა. დღეს ხამესი 28 წლისაა, „ბერნაბეუზე” მისი კონტრაქტის ამოწურვამდე ერთი წელიწადიღა დარჩა და მადრიდელები შიშობენ, რომ მასში 50 მილიონსაც აღარავინ გადაიხდის. ინგლისური პრესა ამბობს, რომ „იუნაიტედს” დიდი ხანია...
როდრიგო, როდრიგო, როდრიგო
ბრაზილიაში მას „ო რაიოს” ანუ ელვას ეძახიან. და მართლაც, 18 წლის როდრიგო გოეშმა გუშინ სამშობლოდან შორს, ესპანეთის დედაქალაქშიც დაამტკიცა, რომ ელვაა — ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში „გალათასარაის” კარში ჰეთ-თრიქი შეასრულა. „რეალმა” სტამბოლელებს 6:0 მოუგო. მერედა, როგორი ჰეთ-თრიქი იყო არ იკითხავთ? როდრიგომ ერთი გოლი მარცხენა ფეხით შეაგდო, ერთი მარჯვენათი და ერთიც თავურით. ამრიგად, ბრაზილიელი „რეალის” ისტორიაში გახდა...
დი მარიამ წერილი დახია და გადააგდო
ხვალ, ჩემპიონთა ლიგაში „პარი სენ ჟერმენი” „რეალს” უმასპინძლებს და „მარკამ” ანხელ დი მარიასთან დაკავშირებული საინტერესო ისტორია გაიხსენა. დი მარია მოგეხსენებათ არგენტინელი ვარსკვლავია, რომელიც რამდენიმე წელი „რეალის” ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე იყო. შემდეგ ფეხბურთელს კლუბთან ურთიერთობა გაუფუჭდა. ის 2014 წელს „მანჩესტერ იუნაიტედში” გაყიდეს, საიდანაც „პარი სენ ჟერმენში” ამოჰყო თავი და თუკი ოთხშაბათს მოედანზე იქნება, თავის ყოფილ საყვარელ-საძულველ...
კაცს მადრიდში უნდა ცხოვრება
ახალმა ცნობამ ხამეს როდრიგესის შესახებ ყველა გააკვირვა — როგორც ირკვევა 28 წლის კოლუმბიელი მადრიდის „ატლეტიკოში” გადასვლასთან არის ახლოს. ხამესს ესპანეთის დედაქალაქში უნდა ცხოვრება, „ვანდა მეტროპოლიტანოზე” გადასვლა კი მას ამის საშუალებას მისცემს. მეორე მხრივ, „წითელ-თეთრებს” ან სხვანაირად „მატრასებს” „ბაიერნის” თავდამსხმელის გადაბირება სურთ. ხამეს როდრიგესი, მოგეხსენებათ, „ბაიერნში” იჯარით თამაშობდა. მისი მფლობელი კლუბი გახლავთ „რეალი”, რომელიც სულაც არ...
მამა ხამესს პაპა კარლო ურჩევნია
ვილსონ ხამეს როდრიგეს ბედოია კოლუმბიის ნაკრების ვარსკვლავის ხამეს როდრიგესის მამა გახლავთ. ის ამბობს, რომ ამ ეტაპზე მისი ვაჟისთვის საუკეთესო გამოსავალი „ნაპოლიში” გადასვლაა. თითქოს, „ნაპოლი” რა შუაშია, მაგრამ საქმეც ის არის, რომ იტალიურ კლუბს კარლო ანჩელოტი უდგას სათავეში. ანჩელოტი კი ის სპეციალისტია, რომელმაც ხამესი 2014 წელს „რეალში” მიიყვანა, ხოლო შემდეგ, 2017 წელს იჯარით „ბაიერნში” მიიწვია. ერთი...
ადიოს, ხამეს!
კოლუმბიელი ვარსკვლავი, 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი, ინსტრაგრამზე 41 მილიონი გამომწერის მყოლი ხამეს როდრიგესი „ბაიერნიდან” ოფიციალურად წავიდა. „რეკორდმაისტერი” მისი „რეალისგან” გამოსყიდვის უპირატესობას არ გამოიყენებს. „ბაიერნის” აღმასრულებელმა შეფმა, ლეგენდარულმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ განმარტა: „ხამესი ჩემთან მოვიდა და პირადად მთხოვა, მასთან თანამშრომლობა აღარ გაგვეგრძელებინა. ასეთ პირობებში მის გამოსყიდვას აზრი არ ჰქონდა. მას უნდა, რომ რეგულარულად ათამაშებდნენ, „ბაიერნში”...
პოგბა გაყოფილი სამზე
ესპანური და ინგლისური მედია წერს, რომ „ჩელსის” ბელგიელი ვარსკვლავის ედენ აზარის „რეალში” გადასვლის ამბავი გადაწყვეტილია. ლაპარაკია გარიგებაზე, რომელიც 130 მილიონი ევრო ჯდება და რომელსაც საკუთრივ აზარის ხელფასად წელიწადში 23,4 მილიონი ევრო დაემატება. მაგრამ, ზინედინ ზიდანის გეგმას მარტო აზარის ყიდვა არ ჰყოფნის. „რეალის” ხარისხიანი რეკონსტრუქციისთვის მადრიდელებს „მანჩესტერ იუნაიტედის” ფრანგი ნახევარმცველის პოლ პოგბას გადაბირებაც სჭირდებათ. „თაიმის” თანახმად...
ხამესის და ვაგნერის პრობლემები
ვერა და ვერ მოისვენა ხამეს როდრიგესმა — ადრე „რეალში” ჰქონდა პრობლემა, ახლა „ბაიერნის” სასტარტო შემადგენლობაში ვერ მოიკიდა ფეხი. მწვრთნელმა ნიკო კოვაჩმა მიმდინარე სეზონში, პირველივე წუთიდან სულ ახლახან, „ბენფიკას” წინააღმდეგ ათამაშა. ეს იყო ჩემპიონთა ლიგის შეხვედრა, რომელიც ლისაბონში გაიმართა და „რეკორდმაისტერმა” 2:0 მოიგო. ხამესი 79-ე წუთამდე იყო მოედანზე. ბუნდესლიგის წინა ტურში კი, მიუხედავად იმისა, რომ თავდამსხმელი ნაკრებშიც...









