ხამეს როდრიგესი კოლუმბიის ნაკრების მწვრთნელთა გადაწყვეტილებამ გააბრაზა. „ევერტონის” 29 წლის ვარსკვლავი მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი შეხვედრებისა და „კოპა ამერიკას” განაცხადში არ შეიყვანეს. როდრიგესი ინგლისიდან სამშობლოში ჩავიდა, სადაც… მიუვიდა წერილი, რომ ის ფიზიკური აღდგენის გეგმას ჩამორჩება და ამიტომ ნაკრებში ვერ აიყვანენ, თუმცა რეაბილიტაციის საქმეში ყველაფერ საუკეთესოს უსურვებენ.
„მწვრთნელების გადაწყვეტილებამ გამაკვირვა, — დაწერა ხამესმა, — მათ მითხრეს, რომ ფიზიკურ მომზადებაში მოვიკოჭლებ და ძალების აღდგენა მისურვეს. არადა, დიდი მსხვერპლისა და ძალისხმევის ხარჯზე და ფიზიკური მომზადების პროგრამა სრულიად შევასრულე. ძალების მეტად აღდგენა აღარ მჭირდება”.
შემდეგ, „რეალის” ყოფილმა ფეხბურთელმა დაწერა, რომ ის იმედგაცრუებული დარჩა, რადგან ნაკრების მწვრთნელებმა მას ფაქტობრივად უნდობლობა გამოუცხადეს.
„არადა, მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში კოლუმბიის ეროვნულ გუნდში გულსა და სულს ვდებდი”, — თქვა ხამესმა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური04/08/2026 | 09:28გააგებინეთ მოურინიუს, ვინისიუსი აქ არის თუ იქ?
აქეთურ-იქითური04/08/2026 | 07:34ჩეფერინი შეეცდება ალ-ხელაიფი ფიფას პრეზიდენტობაზე დაიყოლიოს
აქეთურ-იქითური03/08/2026 | 09:14ბარკოლას ლივერპულში წასვლა რეალობას ემსგავსება
მთავარი ამბავი03/08/2026 | 08:01მამარდას ბოლო ამერიკული თამაში
