ჭდე: ლესტერ სიტი

Home ლესტერ სიტი
მამარდაშვილს მელიები ეპარებიან…
ჩანაწერი

მამარდაშვილს მელიები ეპარებიან…

ინგლისური „სანის“ ინფორმაციით, საქართველოს ნაკრებისა და ესპანური „ვალენსიას“ 22 წლის მეკარე გიორგი მამარდაშვილი ზაფხულში, შესაძლოა, ინგლისის პრემიერლიგაში გადავიდეს. მას შემდეგ რაც ქართველმა ფეხბურთელმა მყარად მოიკიდა ფეხი ესპანეთის ჩემპიონატში, გასაკვირი არც არის, რომ მის მიმართ გრანდების მხრიდან ინტერესი გაიზარდა. გამოცემის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მამარდაშვილის შეძენით „მანჩესტერ იუნაიტედი“, „ჩელსი“ და „ტოტენჰემი“ არიან დაინტერესებულნი. როგორც „სანი“ წერს, ინგლისელებისთვის...

ლესტერი ოდისეასს მიადგა
ჩანაწერი

ლესტერი ოდისეასს მიადგა

„ლესტერი,“ დიდი ალბათობით, „ბენფიკას“ მეკარეს, ოდისეას ვლახოდიმოსს გადაიბირებს. „მელიები“ 28 წლის ბერძენ კარის დარაჯში კასპერ შმეიხელის შემცვლელს ხედავენ. 11-წლიანი ლესტერული კარიერის შემდეგ ხომ, დანიელი ფრანგულ „ნიცაში“ გადავიდა. ვლახოდიმოსი ლესტერშირელთა მათავარი სატრანსფერო სამიზნეა. თუმცა, თუ მოლაპარაკება ვერ მოხერხდა, ისინი „ნაპოლის“ ხელმძღვანელობას ალექს მერეტის თაობაზე დაელაპარაკებიან. გასულ სეზონში ვლახოდიმოსმა „ბენფიკას“ მაისურით ჯამში 48 შეხვედრაში ითამაშა და 51...

მოურინიუ ცრემლად დაიღვარა
ჩანაწერი

მოურინიუ ცრემლად დაიღვარა

31 წელია რაც „რომა” ევროთასის ფინალში არ გასულა და აი, „ჯალოროსის” კონფერენციის ლიგის მოგებამდე ხელის გაწვდენაღა დარჩა. იტალიის დედაქალაქის გუნდმა ეს ჟოზე მოურინიუს ხელმძღვანელობით შეძლო. პორტუგალიელმა მწვრთნელმა მოჭარბებულ გრძნობებს ვეღარ გაუძლო და იტირა. ნახევარფინალში „რომას” „ლესტერ სიტის” ბარიერი ჰქონდა გადასალახი. დაპირისპირების ბედი ტამი აბრაჰამის მიერ მე-11 წუთზე გატანილმა თავურმა გოლმა გადაწყვიტა. ამრიგად, ახალი დაარსებული თასის...

გასაბრაზებელი რა არის? მოსაწყენია
ჩანაწერი

გასაბრაზებელი რა არის? მოსაწყენია

„მანჩესტერ იუნაიტედმა” შინ, „ლესტერთან” 1:1 ითამაშა, ხოლო გუნდის ყოფილმა ვარსკვლავმა, სატელევიზიო ექსპერტმა გარი ნევილმა მისი ოთხეულში მოხვედრა გამოიტირა. ანგარიში 63-ე წუთზე სტუმარმა კელეჩი იჰეანაჩომ თავური დარტყმით გახსნა, სამი წუთის შემდეგ კი ფრედმა გაქვითა. ახლა, მეექვსე პოზიციაზე მყოფ „იუნაიტედს” მეოთხეზე მყოფ „არსენალზე” სამი ქულით ნაკლები აქვს. ერთი შეხედვით, სამი ქულის გაბათილება შეუძლებელი არ არის, მაგრამ მანკუნიანელებს...

ფეხბურთი სხვა კი არაფერია
ჩანაწერი

ფეხბურთი სხვა კი არაფერია

„ტოტენჰემ ჰოთსპურის“ ყოფილმა ვარსკვლავმა პიტერ კრაუჩმა ანტონიო კონტე შეაქო, გუნდს მებრძოლი სულისკვეთება დაუბრუნაო. გუშინ „სფურზი“ ლესტერში 1:2-ს აგებდა, კონტე ჩრდილო ლონდონური გუნდის მწვრთნელის რანგში პირველი მარცხის პირას იდგა, როდესაც სტივენ ბერგვინმა მსაჯის წამატებულ წუთებში ორი გოლი გაიტანა და „დეზებს“ სამი ქულა შეჰმატა. 24 წლის ჰოლანდიელი ნახევარმცველი კონტემ მოედანზე 79-ე წუთზე შეუშვა და მან ჯერ 90+5...

ლივერპულმა ისევ დაკარგა ქულები
ჩანაწერი

ლივერპულმა ისევ დაკარგა ქულები

ინგლისში ყველაზე ბუზღუნა მწვრთნელად იურგენ კლოპი მიაჩნიათ. ეს ფაქტია, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ გერმანელმა ამჯერად ვერავის ვერაფერი დააბრალა და თუ ბუზღუნია, თავისთვის უნდა იბუზღუნოს: ის რომ „ლივერპულმა“ „ლესტერთან“ (0:1) წააგო არც გადატვირთული კალენდრის ბრალი იყო, არც მისი კოლეგების და არც ათასი სხვა მიზეზის, ჩვეულებრივ მერსისაიდელთა მწვრთნელის ჩივილის საგანი რომ ხდება ხოლმე. „ლივერპულმა“ უბრალოდ ვერ ილივერპულა...

დედა, რა იყო ეს?!
ჩანაწერი

დედა, რა იყო ეს?!

„ეტიჰედზე” „ბოქსინგ დეის” ჯადოსნურ შეხვედრაში იდგა მომენტი, როდესაც „ლესტერ სიტის” არნახულ გმირობამდე ერთი გოლიღა აკლდა — „მანჩესტერ სიტიმ” საწყის 25 წუთში დიდებული ფეხბურთი ითამაშა, სტუმრებს მიჯრით ოთხი გაუტანა, მაგრამ მეორე ტაიმში „მელიებმა” ძალა მოიკრიბეს და… 11 წუთში ანგარიში 4:3 გახადეს. მაგრამ, „სიტი” ის გუნდი არ არის სხვის ზღაპარში რომ მიიღოს მონაწილეობა. სამ წუთში გვარდიოლას გუნდმა...

ლივერპული ნახევარფინალში შევარდა
ჩანაწერი

ლივერპული ნახევარფინალში შევარდა

კაომინ კელეჰერი ლივერპულელთა დღის გმირი გახდა — ირლანდიელმა მეკარემ მერსისაიდელები „კარაბაოს თასის“ ნახევარფინალში გაიყვანა. კელეჰერმა პენალტების სერიაში ორი დარტყმა მოიგერია. მათ შორის იყო რაიან ბერტრანდის საბედისწერო თერთმეტმეტრიანი. იურგენ კლოპის გუნდმა „ლესტერთან“ ორგოლიანი ჩამორჩენა შემოატრიალა. „მელიები“ 3:1-ს იგებდნენ! ვინ წარმოიდგენდა ამის შემდეგ, რომ „წითლები“ მსაჯის წამატებულ წუთებზე ანგარიშს გაათანაბრებდნენ და საქმეს პენალტების სერიაში გადაიყვანდნენ. იქ, პენალტებში,...

ლესტერში პოლონელებმა პოლიციელები სცემეს
ჩანაწერი

ლესტერში პოლონელებმა პოლიციელები სცემეს

ლესტერის პოლიციამ დაადასტურა, რომ ევროლიგის მატჩის დროს, რომელშიც „ლესტერ სიტიმ“ და ვარშავის „ლეგია“ 3:1 დაამარცხა, პოლონელ ფანებთან შეჯახებაში ათზე მეტი სამართალდამცველი დაშავდა. არეულობა სტუმარი გულშემატკივრების ტრიბუნასთან დაიწყო, სადაც ხელკეტებით შეიარაღებულმა სპეცდანიშნულების რაზმმა შვიდი ქომაგი დაიჭირა. ბრენდენ როჯერსის გუნდმა ამ გამარჯვებით C ჯგუფში პირველ ადგილზე გადაინაცვლა, პოლონელმა ფანებმა კი ინგლისელ პოლიციელებს ბრძოლა გაუმართეს. ვიდეოჩანაწერებში კარგად ჩანს,...

ლემპარდს ლესტერი უნდა
ჩანაწერი

ლემპარდს ლესტერი უნდა

ბრიტანული მედია წერს, რომ „ჩელსის“ ყოფილი თავკაცი ფრენკ ლემპარდი კარიერის ინგლისურ პრემიერლიგაშივე გაგრძელებას იმედოვნებს. საუკეთესო ვარიანტში, მას ამის შანსი სეზონის დასრულებამდე მიეცემა. ლემპარდი მზადაა, ჩაიბაროს „ლესტერი“, თუკი გუნდს ბრენდან როჯერსი დატოვებს. ამ უკანასკნელის გვარმა მაშინ გაიჟღერა, როცა „მანჩესტერში“ ოლე-გუნარ სულშერის შემცვლელზე დაიწყეს ფიქრი. ჯერჯერობით, როჯერსით სულშერის ჩანაცვლება მხოლოდ თეორიაა, მაგრამ ლემპარდს „ლესტერის“ ვარიანტი იმდენად ხიბლავს,...