გარი ნევილმა „მანჩესტერ იუნაიტედის“ გუშინდელი კატასტროფის შემდეგ (2:4 სტუმრად „ლესტერთან“) თქვა, რომ ოლე გუნარ სულშერის გუნდი არაფრის მომგები არ არის. ნევილმა „ლესტერ სიტის“ მხოლოდ ნახევრად კარგი გუნდი უწოდა და სინანულით დასძინა, რომ „მანჩესტერი“ ორგანიზაციული თვალსაზრისით იმდენად სუსტია, რომ ამ დონის მეტოქეებსაც კი ვერ უწევს წინააღმდეგობას. „სქაი სპორტის“ ექსპერტმა თქვა: „მანჩესტერელები კარგ გუნდობასთან ახლოსაც არ არიან....
ჭდე: ლესტერ სიტი
თუ დავიღლები, მე თვითონ გეტყვი
ინგლისური პრესა წერს, რომ კრიშტიანუ რონალდუმ ოლე გუნარ სულშერს უთხრა, ფიზიკურად მზად ვარ პრემიერლიგის ყველა შეხვედრაში თავიდანვე რომ ვითამაშოო. პორტუგალიელ ვარსკვლავს „მანჩესტერ იუნაიტედის“ მწვრთნელისა და თავისი ყოფილი თანაგუნდელისთვის ამის თქმა იმიტომ დასჭირდა, რომ მან ორი კვირის წინ, „ევერტონთან“ შეხვედრაში, ის სასტარტო შემადგენლობაში არ ათამაშა. რონალდუ სათადარიგოთა სკამზე იჯდა და 57-ე წუთზე ედინსონ კავანის ნაცვლად ჩაერთო...
დიდძალი ფული კი შესთავაზეს, მაგრამ…
„ნიუკასლ იუნაიტედმა“ მდიდარი პატრონი იშოვნა და მწვრთნელის შეცვლა მოუნდა. პირველი, ვისი გადაბირებაც „კაჭკაჭებს“ თავში აზრად მოუვიდათ ბრენდენ როჯერსი იყო, მაგრამ… უარი მიიღეს. როჯერსმა შემოუთვალა, 18 თვეში „მანჩესტერ სიტიდან“ პეპ გვარდიოლა მიდის და მის პოსტს მე დამპირდნენო. სხვადასხვა წყაროებმა „ლესტერ სიტის“ თავკაცის ნათქვამი დაადასტურეს, ოღონდ უფრო ფრთხილად. მათ თქვეს, რომ როჯერსი გვარდიოლას წასვლის შემდეგ „ქალაქელთა მწვრთნელობის“...
ლესტერის ფანები ნაპოლის ფანებს თავს დაესხნენ
„ლესტერისა“ და „ნაპოლის“ ევროლიგის შეხვედრა გულშემატკივართა ჩხუბით დასრულდა. ზოგმა ქამარი მოიხსნა და იარაღად გამოიყენა. დაახლოებით 100 პოლიციელი და სტიუარდი გაეშურა „კინგ პაუერ სთედიუმის“ შორეულ კუთხესთან, სადაც 250 იტალიელ ფანს საფინალო სასტვენის შემდეგ ბოთლები დააყარეს. იყო შემაძრწუნებელი სცენები, როდესაც პოლიციელები ხელკეტების ქნევით ცდილობდნენ გაეკვლიათ გზა მოჩხუბართა შორის, რამენაირად რომ დაეშორებინათ ისინი. სტადიონის ინფორმატორი დინამიკებში დაჟინებით მოუწოდებდა...
ჯეიმი კაზინოშიც ვარდია
„ქომუნითი შილდის“ ანუ ინგლისის სუპერთასის მოგების შემდეგ, იმავე საღამოს, „ლესტერის“ 34 წლის ვარსკვლავმა ჯეიმი ვარდიმ კაზინოში 30 000 გირვანქა მოიგო. „ლესტერმა“ სუპერთასი „მანჩესტერ სიტის“ 1:0 ძლევით მოიპოვა. ვარდი კაზინოში მარტო არ გაქცეულა, გამარჯვებულ გუნდს ზეიმი „ლესტერის“ მეპატრონემ აიავატ სრივადჰანაპრაბჰამ მოუწყო. აიავატი ვიჩაი სრივადჰანაპრაბჰას ვაჟია, რომელიც ლონდონში, ავიაკატასტროფაში დაიღუპა. ის 2018 წელს „ლესტერის“ და „ვესტ ჰემის“ მატჩის...
მელიებმა მანჩესტერ სიტი დაამარცხეს
ინგლისის „ქომუნითი შილდი“ ანუ სუპერთასი „ლესტერმა“ მოიგო. ფეხბურთის ასოციაციის თასის მფლობელმა „მელიებმა“ ჩემპიონ „მანჩესტერ სიტის“ 1:0 აჯობეს. შეხვედრის ერთადერთი გოლი, 89-ე(!) წუთზე, მანჩესტერელთა ყოფილმა „ოქროს ბიჭმა“, 24 წლის ნიგერიელმა კელეჩი იჰენაჩომ პენალტით გაიტანა. 2015-17 წლებში „ეტიჰედის“ იმედმა, თავისი ყოფილი გუნდის კარში შეგდებული შოკისმომგვრელი ბოლო წუთის გოლით სრულიად გადაფარა ჯეკ გრილიშის დებიუტი „მანჩესტერ სიტიში“. ეს დებიუტი...
პირველი ვარდი
შაბათს ინგლისის თასის ფინალში „ლესტერმა“ 1:0 დაამარცხა „ჩელსი“. ეს შეხვედრა განსაკუთრებული იყო ლესტერელი ჯეიმი ვარდისთვის. ის პირველი ინგლისელი ფეხბურთელია, ვინც თასის გათამაშების ყველა, 13-ვე რაუნდში მიიღო მონაწილეობა. ბუნებრივია, ამ რეკორდს ვერავინ გააუმჯობესებს და მხოლოდ მისი გამეორება შეიძლება. ვარდის პირველი გოლი ინგლისის თასის გათამაშებაში ჯერ კიდევ 2007 წელს აქვს გატანილი. რაც შეეხება ტიტულებს, კარიერაში მეორეა –...
განსაკუთრებულს წასასვლელად ამზადებენ
„ტოტენჰემში“ ჟოზე მოურინიუს მუშაობას წყალი შეუდგა. ლონდონურმა კლუბმა ბოლო ექვს მატჩიდან ხუთი წააგო. ზედაც ასოციაციის თასი მიაყოლა, როდესაც „ევერტონთან“ დამატებით დროში დამარცხდა. ამდენს კი, განსაკუთრებულსაც არ პატიობენ და მის წასვლაზე უკვე ღიად ალაპარაკდნენ. მეტიც, გაჟონა ინფორმაციამ, თუ ვინ იქნება მოურინიოს შემცვლელი „ტოტენჰემში“. The Telegraph-ის ინფორმაციით, „ლაიფციგის“ მთავარი მწვრთნელი უილიან ნაგელსმანი ქვეყანასაც შეიცვლის, კლუბსაც და „დეზებს“...
ასიანი ხარ, კასპერ!
პრემიერლიგის 24-ე ტურის შეხვედრაში „ლივერპულთან“ „ლესტერის“ ძირითად შემადგენლობაში კასპერ შმაიხელის გამოჩენა სულაც არ იყო რიგითი მოვლენა. ზედიზედ 100 მატჩია, რაც გოლკიპერი პრემიერლიგაში შეუცვლელად თამაშობს. ეს კი ლიგის რეკორდია. ამ 100-დან 32 მატჩში მან კარი მშრალად შეინახა. ბოლოს კასპერმა „ლესტერის“ მატჩი 2018 წლის 13 მაისს ტერფის ტრავმის გამო გამოტოვა. აქედან მოყოლებული, მისი დუბლიორი დენი უორდი უკვე...
ეს ის ჩელსი აღარ არის
ფრენკ ლემპარდმა თქვა, „ჩელსი” უმაღლესი ადგილებისთვის საბრძოლველად მზად არ არისო. ამას არც უნდა დიდი მიხვედრა, რადგან გუნდი, რომელიც ბოლო ხუთი სტუმრობიდან შინ ოთხჯერ დამარცხებული დაბრუნდება, ჩემპიონობას ვერ შეძლებს. „ლესტერ სიტის” მოთამაშეებმა ვილფრედ ნდიდიმ და ჯეიმს მედისონმა დასავლეთლონდონელებს პირველ ტაიმში გაუტანეს ორი უპასუხო გოლი — 2:0. „მელიები” პრემიერლიგის ცხრილს თავში მოექცნენ. ახლა ისინი „ჩელსის” 9 ქულით...









