პირველად მოხდა, რომ პეპ გვარდიოლას გაწვრთნილმა გუნდმა ერთ მატჩში ხუთი გოლი გაუშვა. ეს მოხდა „ლესტერთან“ შეხვედრაში, რომელიც „მანჩესტერ სიტიმ“ 2:5 წააგო. მსგავსი რამ გვარდიოლას კარიერაში 686 შეხვედრის მანძილზე არ მომხდარა . არადა, რაც „სიტიშია“, გვარდიოლამ მხოლოდ მცველების გადასაბირებლად კლუბს 442,1 მილიონი ევრო დაახარჯინა. ესპანელი მწვრთნელის ნაყიდი მცველების სია ასეთია: ჯონ სტოუნსი (52,3), ბენჯამინ მენდი (57,2), კაილ...
ჭდე: ლესტერ სიტი
უნდერი მელია გახდა
„ლესტერმა“ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ „რომას“ ნახევარმცველი ჩინგიზ უნდერი იჯარით აიყვანა. 23 წლის თურქი ფეხბურთელის საიჯარო ხელშეკრულება 2020-21 წლების სეზონზეა გათვლილი. როგორც ირკვევა, „მელიები“ „რომას“ 3 მილიონ ევროს გადაუხდიან, ხოლო 2021 წელს მისი გამოსასყიდი ფასი 25 მილიონი გირვანქა იქნება. ცნობილია უნდერის ხელფასიც – 3.5 მილიონი წელიწადში. უნდერი „რომაში“ 2017 წელს „ბაშაქშეჰირიდან“ 14,25 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა....
მელიები რეკორდზე
სარფიან წინადადებას თუ მიიღებს პრემიერლიგის მეხუთეადგილოსანი „ლესტერი“ მცველ ბენ ჩილველს შეელევა. როგორც ბრიტანული მედია წერს, „მელიების“ ხელმძღვანელობამ ამით „ჩელსის“გაუკეთა მინიშნება. ლონდონური კლუბი ამ ეტაპზე 23 წლის ფეხბურთელის შეძენის მთავარ პრეტენდენტად ითვლება. „ლესტერი“ კი ჩილველს იმაზე ძვირად აფასებს, ვიდრე ჰარი მაგუაირს, რომელიც „მანჩეტერ იუნაიტედს“ 87 მილიონ ევროდ მიჰყიდა ამგვარად, ჩილველი, შესაძლოა, მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მცველი გახდეს....
ასიანი ჯეიმი ვარდი
ასეთი რამ მილიონი ვარიანტიდან ერთხელ ხდება. ჯეიმი ვარდიმ ინგლისურ პრემიერლიგაში მეასე გოლი გატანა, რაც თავისთავად უნიკალური შედეგია, მაგრამ მომენტის სიდიადე სრულად რომ აღიქვათ, მცირეოდენ ინფორმაციას მოგაწვდით. დირკ კუიტმა ექვსი წელიწადი იბურთავა პრემიერლიგაში, „ლივერპულის“ ფანებში კეთილი მოგონებებიც დატოვა, მაგრამ სულ 51 გოლი მიითვალა; „მანჩესტერის“ დღევანდელმა დამრიგებელმა ოლე გუნარ სულშერმა 11 წლის განმავლობაში სულ 91-ჯერ გამოიჩინა თავი;...
Gucci და ვარდის კარტოფილი
უქმობს მსოფლიო სპორტი და სხვების დარად თვითიზოლაციაში წავიდნენ საფეხბურთო ვარსკვლავებიც… განა რამდენ „ჩელენჯში“ უნდა ჩაებას ფიზიკურად აქტიურ ცხოვრებას მიჩვეული ადამიანი, რომ მთელი თავისუფალი დრო მოკლას? აგერ, მაგალითად ინგლისის ნაკრებისა და „ლესტერის“ ჯეიმი ვარდმა საკუთარ ბაღ-ბოსტანს მიაშურა და თუ ფოტოებით ვიმსჯელებთ, გულიანადაც იმუშავა. ჯეიმის მარწყვი ჰქონია მოსარწყავი და კარტოფილი ამოსაღები. აბა, ამაში დასაძრახი ან გასაოცარი რა...
არსენალს ლიგაში რა უნდა?
უეფამ ისეთი რამ თქვა, რომ შეწყვეტილი პრემიერლიგის ცხრილში მეცხრე ადგილზე მყოფმა „არსენალმა” შემდეგ სეზონში შეიძლება ჩემპიონთა ლიგაში ითამაშოს. საქმე ის არის, რომ ჩატარდა უეფასა და მისი 55 წევრი ფედერაციის ვიდეოკონფერენცია. მთავარი იდეა, სურვილი და თუ ყველაფერი კარგად იქნა გადაწყვეტილება გასაგებია: შეწყვეტილი სეზონი ივნისში განახლდეს და ისეთ ვადებში ჩაჯდეს, რომ სექტემბრიდან ახალი ჩემპიონატები დავიწყოთ. სხვათა შორის,...
დერბის კაცი
დერბი ყველგან დერბია. არა აქვს მნიშვნელობა ერთმანეთის პირისპირ ბობოლები დგანან, შედარებით მოკრძალებული გუნდები თუ მაჩანჩალები. ერთი ქალაქის საფეხბურთო გუნდების ჯახი ყოველთვის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს და ფეხბურთელებთან და სამწვრთნელო შტაბთან ერთად გულშემატკივრებიც საგანგებოდ ემზადებიან. არიან მწვრთნელებიც, რომლებმაც იციან თავიანთ გუნდს დერბი როგორ მოაგებინონ. ერთ-ერთი ასეთი უსათუოდ კლაუდიო რანიერია. ისე ნუ გაგვიგებთ, თითქოს გამოცდილი იტალიელი სპეციალისტის განსწავლულობა...
დღეს რომ დავიღუპო, მაინც ბედნიერი ვიქნებიო… თითქოს ენამ უყივლა…
ბედის ირონიაც ამას ჰქვია… „შაპეკოენსე“ ბრაზილიის ჩემპიონატის უმაღლესი დივიზიონიდან ანუ სერია A-დან გავარდა. გუნდისთვის და მისი გულშემატკივრებისთვის ამ უსიამოვნო და გულდასაწყვეტ ამბავს კი 28 ნოემბერს ოფიციალურად დაესვა ბეჭედი, მას შემდეგ, რაც „შაპეკოენსემ“, „ბოტაფოგოსთან“ 0:1 წააგო. სატურნირო ცხრილი და არითმეტიკა კი გვეუბნება, რომ ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურით ადრე „შაპეკოენსეს“ აღარაფერი ეშველება და სერია B-ში დაქვეითება გარდაუვალია....
არ დაარტყაო, უყვიროდნენ კომპანის!
სერხიო აგუერომ უნდა ილოცოს, ვინსენტ კომპანიმ რომ არ დაუჯერა და კარში დაარტყა. ბელგიელმა ულამაზესი გოლი შეაგდო (ვიდეომიმოხილვაში 1:40-დან) და ამ გოლის წყალობით „მანჩესტერ სიტის” პრემიერლიგის ჩემპიონობამდე ერთი მოგებაღა აკლია. ახლა, ყველაფერი ბოლო ტურში, ბრაიტონში გადაწყდება. „სიტის” კონკურენტი „ლივერპული” კი „ვულვერჰემპტონს” უმასპინძლებს. ორივე შეხვედრა კვირას, 12 მაისს, საქართველოს დროით 18 საათზე გაიმართება. „ქალაქელები” „ლესტერთან” შეხვედრის წინ...
კასპერი ცეცხლმოდებულ ვერტმფრენს მივარდა
პატარაობაში კასპერ შმაიხელის ოცნება ლეგენდარული მამის კვალზე სიარული იყო. ლეგენდარული მამა, პიტერ (დანიურად ალბათ უფრო პეტერ) შმაიხელი კი მსოფლის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე გახლდათ. დღეს პრიქითაა, უფროსი შმაიხელი კასპერის მამობით ამაყობს. არა, იმას არ ვამბობთ, რომ კასპერი მსოფლიოს საუკეთესო გოლკიპერი გახდა, თუმცა ვერც საქმეში დაიწუნებ კაცი. უბრალოდ, მამა ამბობს, ვლოცულობ, არასდროს ჩავვარდე იმ მდგომარეობაში ჩემი ვაჟი რომ...








