პირველად მოხდა, რომ პეპ გვარდიოლას გაწვრთნილმა გუნდმა ერთ მატჩში ხუთი გოლი გაუშვა. ეს მოხდა „ლესტერთან“ შეხვედრაში, რომელიც „მანჩესტერ სიტიმ“ 2:5 წააგო. მსგავსი რამ გვარდიოლას კარიერაში 686 შეხვედრის მანძილზე არ მომხდარა .
არადა, რაც „სიტიშია“, გვარდიოლამ მხოლოდ მცველების გადასაბირებლად კლუბს 442,1 მილიონი ევრო დაახარჯინა. ესპანელი მწვრთნელის ნაყიდი მცველების სია ასეთია:
ჯონ სტოუნსი (52,3), ბენჯამინ მენდი (57,2), კაილ უოკერი (49,5), ემერიკ ლაპორტი (62,7), დანილო (29,1), ანხელინიო (12,1), ჟოაუ კანსელუ (66), ნათან აკე (45,1) და რუბენ დიაში (68,2).
მართალია, რუბენ დიაშთან „სიტიმ“ კონტრაქტი გუშინ საღამოს გააფორმა და ის ფული შეგვიძლია დანახარჯებს გამოვაკლოთ, მაგრამ მაინც სოლიდური თანხა რჩება…

ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:21ლიდერი და საჭირო სანდრო
აქეთურ-იქითური28/10/2026 | 15:27მამუ პორტლენდს არ ეყო
აქეთურ-იქითური26/10/2026 | 12:35მოედანზე და სკამზე
აქეთურ-იქითური25/10/2026 | 17:00ბასილაშვილმა ფინალი წააგო
