დედა, რა იყო ეს?!

Home კატეგორიის გარეშე დედა, რა იყო ეს?!
დედა, რა იყო ეს?!

„ეტიჰედზე” „ბოქსინგ დეის” ჯადოსნურ შეხვედრაში იდგა მომენტი, როდესაც „ლესტერ სიტის” არნახულ გმირობამდე ერთი გოლიღა აკლდა — „მანჩესტერ სიტიმ” საწყის 25 წუთში დიდებული ფეხბურთი ითამაშა, სტუმრებს მიჯრით ოთხი გაუტანა, მაგრამ მეორე ტაიმში „მელიებმა” ძალა მოიკრიბეს და… 11 წუთში ანგარიში 4:3 გახადეს.

მაგრამ, „სიტი” ის გუნდი არ არის სხვის ზღაპარში რომ მიიღოს მონაწილეობა. სამ წუთში გვარდიოლას გუნდმა მეხუთე, თამაშის მიწურულს კი მეექვსეც გაიტანა.

„მანჩესტერ სიტიმ” პრემიერლიგის ბოლო სამ შეხვედრაში 17 გოლი შეაგდო!

რასაკვირველია, „ლესტერის” სიმამაცე დაფასებასა და აღნიშვნას იმსახურებს, მაგრამ როგორც „დეილი მეილი” წერს, დღეს „სიტი” ის გუნდია, რომელსაც „ლესტერის” ნებისმიერი წინააღმდეგობის გატეხვა შეეძლო და ძნელია ამაში არ დაეთანხმო.

თუმცა, „ლესტერის” თავკაცი ბრენდენ როჯერსი წაგების ერთ-ერთ მიზეზად უიღბლობასაც ასახელებს:

„მასპინძლებმა კარში ცხრაჯერ დაარტყეს, ჩვენ რვაჯერ და… ანგარიში 4:0 იყო მათ სასარგებლოდ”, — ჩიოდა „მელიების” მწვრთნელი, რომელსაც მისი გუნდის კარში დანიშნული პირველი პენალტიც აეჭვებდა, — ჩვენს კარში მეორე გოლი გამოგონებული პენალტით გავიდა”.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.