განახლებული ბუნდესლიგა ერლინგ ჰოლანდის გოლით დაიწყო. ეს ნორვეგიელი ვარკსვლავბიჭუნას მე-13 გოლი იყო 12 მატჩში. გარდა ამისა, ჰოლანდი 3 საგოლე პასსაც ითვლის.
ცხადია, ასეთი შედეგიანი ფეხბურთელი მუდმივად გრანდების ყურადღების ქვეშ არის და ავსტრიული „ზალცბურგიდან“ წინა სატრანსფერო ფანჯრის დროს „დორტმუნდში“ გადაბარგებული ნორვეგიელის შეძენა ახლა მადრიდის „რეალს“ სურს.
ესპანური კლუბი ერთადერთი არ არის, რომელსაც 19 წლის ფეხბურთელზე აქვს თვალი დადგმული – თანამემამულის გუნდში ხილვით „მანჩესტერის“ თავკაცი ოლე გუნარ სულშერი არის მოწადინებული. ინგლისელები მზად არიან „რეალს“ კონკურენცია გაუწიონ და ფეხბურთელი 75 მილიონ ევროდ გამოისყიდონ. თუმცა, ეს 2019-20 წლის სეზონის შემდეგ მოხდება.
სულშერს, ჯეკ გრილიშის ყიდვაც სურს. გავრცელებული ინფორმაციით ედ ვუდვორდმა უკვე მიმართა „ასტონ ვილას“, თუმც პასუხი დამაიმედებელი არ არის – გრილიში 80 მილიონი ევრო ღირს და ფასი იმ შემთხვევაშიც არ დაიწევს, თუ ბირმინგემელები პრემირლიგიდან გავარდებიან.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები13/09/2026 | 23:45მამაგეიშვილმა ჩემპიონს გაუტანა [VIDEO]
აქეთურ-იქითური13/09/2026 | 20:16დიდი კუში
სიახლეები13/09/2026 | 00:05გიორგი გაგუა – დუბლი და MVP [VIDEO]
აქეთურ-იქითური11/09/2026 | 21:17ოფიციალურად მეთოფე
