თითქმის 9-წლიანი კარიერის შემდეგ ეშლი იანგმა „მანჩესტერი“ დატოვა და მილანის „ინტერში“ გადაბარგდა.
იანგი გასულ სეზონში ვალენსიას არყიფნაში კაპიტნობდა გუნდს, ბოლო დროს კი სრულფასოვანი კაპიტანი იყო. ეს არცაა გასაკვირი, რადგან მანჩესტერელთა დღევანდელ თაობაში იანგი და დე ხეა ყველაზე სტაჟიანები არიან.
იტალიელებმა 34 წლის ფეხბურთელს, რომელსაც მეკარის გარდა ყველა პოზიციაზე უთამაშია, 1.5+1 სისტემით გაუფორმეს კონტრაქტი. „მანჩესტერი“ ამ ტრანსფერიდან 1.5 მილიონ ევროს მიიღებს. ცოტაა, მაგრამ არაფერს კი სჯობს – ზაფხულში ეშლი თავისუფალი აგენტი ხდებოდა.
ბუნებრივია, კომენტარი სთხოვეს მანჩესტერელთა დამრიგებელ ოლე გუნარ სულშერს, რომესაც გულისწყვეტის არაფერი ეტყობოდა: „როცა თითქმის 35 წლის ხარ და რამდენიმეწლიან კონტრაქტს გთავაზობენ, უკან არ უნდა დაიხიო. მით უმეტეს, რომ მოდის ახალი თაობა და არავის არაფრის გარანტია არ აქვს”.
ეშლი იანგმა კუნძულიდან ყველა ინგლისური ტიტული გაიყოლა, ამას გარდა კი ევროპის ლიგის გამარჯვებულიცაა. ახალ გუნდში ვეტერანი 15 ნომრით ითამაშებს.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
