შანსი ისევ არსებობს, არითმეტიკულად თუ გამოვთვლით თეორიულზე მეტია ალბათობა იმისა, რომ „ბასკონიამ“ წინა სეზონის შედეგი გაიმეოროს და ევროლიგის პლეი ოფში გავიდეს. სპორტში, მით უფრო კალათბურთში, სასწაულები არაერთხელ გვინახავს, მაგრამ მაინც გვეეჭვება ესპანურმა გუნდმა საუკეთესო რვაში ადგილის მოპოვება მოახერხოს.
„ბასკონია“ ხომ უკვე რახანია ქართველთათვის ერთგვარად „მშობლიურ“ გუნდად იქცა და საერთაშორისო არენაზე ვიტორიელთა მოგება-წაგებაც ქართველი გულშემატკივრებისთვის სულერთი არ არის…
თორნიკე შენგელიას და საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული კალათბურთელის მეტ ჯენინგის „ბასკონიამ“ 2020 წელი უნიათოდ დაიწყო. ევროლიგის რეგულარულ გათამაშებაში წლეულს უკვე 4 მატჩი გამართა და მხოლოდ ერთი მოიგო. 2 იანვარს, შენგელიას დიდებული თამაშის წყალობით „ბარსელონას“ აჯობეს, შემდეგ კი მიჯრით 3 მარცხი იწვნიეს.
15 იანვარს, ტურნირის აუტსაიდერ „ზენიტთან“ სანქტ-პეტერბურგში მოულოდნელი მარცხის შემდეგ (66:72), სადაც შენგელიამ თავი 13 ქულას მოუყარა, ორ დღეში „ბასკონია“ რუსულ ცეესკას მოსკოვში დაეჩაგვრინა. ბასკებმა მატჩის მესამე პერიოდი ჩააგდეს, მეტოქეს 17 ქულით ჩამორჩნენ და შემდეგ სიტუაციის გამოსწორება ვეღარ შეძლეს – 90:94.
თორნიკე შენგელიამ 33 წუთში 12 ქულა, 5 პასი და თითო ჩაჭრა-დაფარება მოაგროვა. მეტ ჯენინგმა – 12 ქულა. მატჩის ბომბარდირი კი 33 ქულით ექს-ბასკონიელი მაიკ ჯეიმსი გახდა.
„ბასკონიას“ 7 მოგების წილ 13 წაგება აქვს და სატურნირო ცხრილში მე-15 პოზიციაზეა. თორნიკე შენგელიას გუნდი მომდევნო მატჩს 23 იანვარს ისევ რუსულ კლუბთან, „ხიმკისთან” შინ გამართავს.
ავტორის პროფილი
- ის მსოფლიო მოგზაურია, ჯუმბერ ლეჟავას დიდად არ ჩამორჩება ნანახი ქვეყნების რიცხვით, ოლიმპიზმის ისტორია კი ლოზანაში ოლიმპიური მუზეუმის დირექტორზე ნაკლებად არ იცის. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველა ოლიმპიური ჩემპიონის კვარცხლბეკზე ასვლას პირადად დაესწრო
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური02/03/2020 | 12:39თქვენ რა გესმით ფეხბურთის…
კატეგორიის გარეშე01/03/2020 | 13:14აკაპულკო, დუბაი, დოჰა…
აქეთურ-იქითური29/02/2020 | 18:15თუ დასცალდა ლივერპულს…
კატეგორიის გარეშე29/02/2020 | 17:39დერბი იტალია გადაიდო… სხვები მიჰყვა
