ჭდე: ჯესი ლინგარდი

Home ჯესი ლინგარდი
ლინგარდი რანგნიკზე გაბრაზდა
ჩანაწერი

ლინგარდი რანგნიკზე გაბრაზდა

ჯესი ლინგარდს „მანჩესტერ იუნაიტედის“ მწვრთნელის რალფ რანგნიკის ნათქვამზე მძაფრი რეაქცია ჰქონდა. გერმანელმა თქვა თითქოს ის ორდღიან დასვენებას ითხოვდა. ლინგარდი ივნისში თავისუფალი აგენტი ხდება; „იუნაიტედთან“ ახალ კონტრაქტს ხელს არ აწერს და ამის მიუხედავად კლუბმა იანვრის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს არც „ნიუკასლ იუნაიტედში“ გაუშვა და არც „ვესტ ჰემში“. ლინგარდი 29 წლისაა. მიმდინარე სეზონში, პრემიერლიგაში, მოედანზე სულ 88...

რონალდუს საღამო ჩაუმწარეს
ჩანაწერი

რონალდუს საღამო ჩაუმწარეს

კრიშტიანუ რონალდუს მორიგი ისტორიული საღამო „მანჩესტერ იუნაიტედის“ ათი კაცით დარჩენამ და „იანგ ბოიზთან“ 1:2 წაგებამ დაჩრდილა. საღამო რონალდუსთვის ისტორიული იმიტომ იყო, რომ ჩემპიონთა ლიგაში ჩატარებული შეხვედრების რაოდენობით ის იკერ კასილიასს გაუტოლდა. მცირე ისტორიულ შედეგად კი ის შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედში“ დაბრუნებულმა პორტუგალიელმა, ლიგის პირველსავე შეხვედრაში გოლი შეაგდო. კრიშტიანუმ თანამემამულის, ბრუნო ფერნანდეშის პასით მე-13 წუთზე...

ოთხი მარჯვენა მცველი რა ამბავია
ჩანაწერი

ოთხი მარჯვენა მცველი რა ამბავია

გარეთ საუთგეიტმა ინგლისის ნაკრების საბოლოო, 26-კაციანი შემადგენლობა დაასახელა და ადგილობრივმა მას-მედიამ ყველაზე დიდი ყურადღება მასში ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის მოხვედრაზე გაამახვილა. ლივერპულელს სეზონის ბოლო იმდენად ეფექტური ჰქონდა, რომ ეროვნული გუნდის თავკაცმა ევრო 2020-ზე წამსვლელი ვარსკვლავების მარაქაში გარია. არადა, პრესაში დიდხანს მარჩიელობდნენ, რომელ მარჯვენა მცველს დატოვებდა საუთგეიტი შინ. თურმე, არავისაც არ ტოვებს, ოთხივე მიჰყავს და ახლა ალექსანდერ-არნოლდს დიდი...

ვის ხედავს სულშერი?
ჩანაწერი

ვის ხედავს სულშერი?

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ უკვე დაიწყო გუნდის გაძლიერებაზე ფიქრი. მთავარმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სულშერმა ის 5 ფეხბურთელი დაასახელა ვისთან მუშაობაც სურს შემდეგ სეზონში. „მანჩესტერი“ პირველ ყოვლისა ორი მადრიდული გუნდის ფეხბურთელებზე ამახვილებს ყურადღბას. მადრიდის „რეალიდან“ ფრანგი მცველის რაფაელ ვარანის შეძენა სურთ, ხოლო  „ატლეტიკოდან“ ინგლისელი განაპირა მცველის კიერან ტრიპიერის გადაბირებას ცდილობენ. სულშერმა, არა მარტო დაცვის, შეტევის გაძლიერებაზეც ბევრი იფიქრა....

ლინგარდი სანჩოს და გრილიშს უტევს
ჩანაწერი

ლინგარდი სანჩოს და გრილიშს უტევს

ჯესი ლინგარდი გარეთ საუთგეიტის 23-კაციან სიაში იმკვიდრებს ადგილს. შემტევი ნახევარმცველი, რომელმაც 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა და გუნდთან ერთად ნახევარფინალამდე იარა, ახლა ისევ გამოჩნდა „არსაიდან” და ევრო 2021-ზე გასამგზავრებლად დიდი კონკურენცია გააჩაღა. მოგეხსენებათ, ლინგარდი „მანჩესტერ იუნაიტედმა” დაიწუნა და იჯარით „ვესტ ჰემს” დაუთმო, სადაც 28 წლის ინგლისელი ისე ათამაშდა, რომ საუთგეიტმა ეროვნულ გუნდში უხმო და...

ჩანაწერი

ორმაგი ხელფასი საჩუქრად

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, ბრუნო ფერნანდეშს ხელფასი გაუორმაგოს. არადა, მოქმედი კონტრაქტი კიდევ სამ წელზე იყო გათვლილი შემდგომ 12 თვით გახანგრძლივების ოფციით. ფერნანდეში აქამდე კვირაში 100 ათას გირვანქას იღებდა. ამდენივეს იღებენ მეორე მეკარე დინ ჰენდერსონი და მუდმივი სათადარიგო ჯესი ლინგარდი. ხელფასის გაორმაგებით 26 წლის პორტუგალიელი ცოტათი მაინც მიუახლოვდება პოლ პოგბას და დავიდ დე ხეას (შესაბამისად 300...

ეს იყო ძველებური „მანჩესტერ იუნაიტედი”
ჩანაწერი

ეს იყო ძველებური „მანჩესტერ იუნაიტედი”

ეს ის „მანჩესტერ იუნაიტედი” არ იყო, რომელიც ჟოზე მოურინიუს ახსოვდა. და ეს ის „მანჩესტერ იუნაიტედი” არ იყო, რომელიც ოლე გუნარ სულშერს ახსოვდა… თუ მისი ფეხბურთელობის წლების არ ჩავთვლით. ეს გუნდი იყო სრულიად საწინააღმდეგო იმისა, რასაც ბოლო პერიოდში მივეჩვიეთ. ეს იყო ფეთქებადი, ამაღელვებელი, დომინანტი „იუნაიტედი”, რომელსაც ჰყავდა გამოკვეთილი ლიდერი — მარკუს რეშფორდი. მან მასპინძელთა ორივე გოლი...

ქუჩური ამბავი: პოგბა vs ლინგარდი
ჩანაწერი

ქუჩური ამბავი: პოგბა vs ლინგარდი

მას მედიასა და სოციალურ მედიაში დიდი რეზონანსი გამოიწვია ავსტრალიიდან ელვის სისწრაფით გავრცელებულმა რამდენიმე წამიანმა ვიდეომ, სადაც გადაღებულია, როგორ მიდიან „მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელები ქუჩაში და როგორ ედავება ერთი შეხედვით აგრესიული პოლ პოგბა რაღაცას ჯესი ლინგარდს, რომელიც პასუხს არ ცემს. შემდეგ, პოგბას უკნიდან ვიქტორ ლინდეოფი ჰკიდებს ხელს და გაყავს. ზოგადად, ვიდეო მანჩესტერელთა ქუჩაში ვოიაჟის შესახებ უფრო ვრცელია...

ჩანაწერი

ვინ მოარტყა ჯესი ლინგარდს თავში ბუცი?

ჯესი ლინგარდი სიამოვნებით იგონებს, როგორ მოარტყა ლეგენდარულმა სერ ალექს ფერგიუსონმა თავში ბუცი. ლინგარდს სერ ალექსის საქციელი არ წყენია. ის მაშინ პატარა ბიჭი იყო და იცოდა, რომ დიდ მწვრთნელს მისი თამაში მოსწონდა. ერთხელ ალექს ფერგიუსონმა, რომელმაც „მანჩესტერ იუნაიტედს” ინგლისის ჩემპიონის 13 ტიტული და ორი ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა, პატარა ლინგარდს უთხრა, რომ ის აუცილებლად გახდებოდა „ოლდ ტრეფორდის”...

მოურინიუ ფეხბურთელებს ეხვეწება
ჩანაწერი

მოურინიუ ფეხბურთელებს ეხვეწება

გაწბილებული ჟოზე მოურინიუ თავის ფეხბურთელებს შვებულებების შეკვეცას და სეზონისწინა შეკრებაზე რაც შეიძლება მალე ჩასვლას სთხოვს. „იუნაიტედმა”, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატის გმირების გარეშე ვარჯიშობს ერთი საკონტროლო თამაშიც კი ვერ მოიგო, „ლივერპულთან” 1:4 წაგებაზე რომ არაფერი ვთქვათ. მეორე მხრივ, როგორ გინდა დასვენება შეაწყვეტინო ფეხბურთელებს, რომლებიც მსოფლიოს ჩემპიონატზე ბოლომდე იყვნენ. პოლ პოგბამ, ჯესი ლინგარდმა, რომელუ ლუკაკუმ და მარუან ფელაინიმ...