„მანჩესტერ იუნაიტედმა“ უკვე დაიწყო გუნდის გაძლიერებაზე ფიქრი. მთავარმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სულშერმა ის 5 ფეხბურთელი დაასახელა ვისთან მუშაობაც სურს შემდეგ სეზონში.
„მანჩესტერი“ პირველ ყოვლისა ორი მადრიდული გუნდის ფეხბურთელებზე ამახვილებს ყურადღბას. მადრიდის „რეალიდან“ ფრანგი მცველის რაფაელ ვარანის შეძენა სურთ, ხოლო „ატლეტიკოდან“ ინგლისელი განაპირა მცველის კიერან ტრიპიერის გადაბირებას ცდილობენ.
სულშერმა, არა მარტო დაცვის, შეტევის გაძლიერებაზეც ბევრი იფიქრა. „ტოტენჰემის“ თავდამსხმელს, ჰარი კეინს, როგორც ცნობილია გუნდის დატოვება სურს. მის გადასაბირებლად ბევრი გუნდი იბრძვის, თუმცა ყველაზე ახლოს მანჩესტერული გრანდები არიან. „მანჩესტერ იუნაიტედიც“ და „მანჩესტერ სიტიც“, 27 წლის ინგლისელში 80 მილიონს იხდიან, მაგრამ „ტოტენჰემი“ 120 მილიონს ითხოვს. 80 მილიონთან ერთად, „მანჩესტერი“ თანახმაა ან ფრანგი შემტევი ანტონი მარსიალი ან ინგლისელი ნახევარმცველი ჯესი ლინგარდი დათმოს.
ბევრი იწერება იმაზე, რომ შეიძლება კრიშტიანუ რონალდუ კიდევ ერთხელ ვიხილოთ მანჩესტერში. ჯერჯერობით რონალდუსგან არაფერი ისმის, მას ჯერ არ გადაუწყვეტია სურს თუ არა წასვლა იუვენტუსიდან.
რაც შეეხება დეკლან რაისს, „ვესტ ჰემისა“ და ინგლისის ამომავალ ვარსკვლავს, მასზე არაერთი ინგლისური გუნდი ფიქრობს, „მანჩესტერი“ მის ყიდვას უკვე მეორე წელია ცდილობს, თუმცა ახალგაზრდა ნახევარმცველს ჯერჯერობით „ვესტ ჰემიდან“ წასვლა არ აქვს გადაწყვეტილი.
ავტორის პროფილი
- გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე28/10/2025 | 12:33თბილისის აკადემია ჩემპიონია
კატეგორიის გარეშე23/09/2025 | 00:56… ის არის დემბელე!
კატეგორიის გარეშე01/09/2025 | 22:46კიდევ ერთი ქართველი უოტფორდში
კატეგორიის გარეშე16/08/2025 | 22:05კიტეიშვილის დუბლი შესვენებამდე
