ინგლისის „ქომუნითი შილდი“ ანუ სუპერთასი „ლესტერმა“ მოიგო. ფეხბურთის ასოციაციის თასის მფლობელმა „მელიებმა“ ჩემპიონ „მანჩესტერ სიტის“ 1:0 აჯობეს. შეხვედრის ერთადერთი გოლი, 89-ე(!) წუთზე, მანჩესტერელთა ყოფილმა „ოქროს ბიჭმა“, 24 წლის ნიგერიელმა კელეჩი იჰენაჩომ პენალტით გაიტანა. 2015-17 წლებში „ეტიჰედის“ იმედმა, თავისი ყოფილი გუნდის კარში შეგდებული შოკისმომგვრელი ბოლო წუთის გოლით სრულიად გადაფარა ჯეკ გრილიშის დებიუტი „მანჩესტერ სიტიში“. ეს დებიუტი...
ჭდე: კელეჩი იჰეანაჩო
Home
კელეჩი იჰეანაჩო
ჩანაწერი
22/03/2021 | 08:4919/05/2026 | 05:41კატეგორიის გარეშე
მანჩესტერ იუნაიტედი გავარდა
ამ თამაშის შემდეგ, ოლე გუნარ სულშერი ტრადიციების პატივისმცემელ ინგლისელ გულშემატკივართა სიყვარულს ვერ მოიმკიდა. „მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაცმა ჯერ თასების მიმართ უპატივცემულობა გამოხატა, შემდეგ კი ეს საქმითაც დაადასტურა და თავისი მთავარი ვარსკვლავი ბრუნო ფერნანდეში სასტარტო შემადგენლობაში საერთოდ არ ათამაშა. შედეგად, ფეხბურთის ასოციაციის თასის ეს მეოთხედფინალური მატჩი შესანიშნავად მოთამაშე „ლესტერის” გამარჯვებით დასრულდა — 3:1. ამრიგად, „მელიები” გავიდნენ ნახევარფინალში,...

