ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე მადრიდის „რეალი“ ინგლისურ კლუბებთან „იომებს“. ბრიტანული მედია წერს, რომ ესპანელები სატრანსფერო ბაზარზე „ლივერპულსა“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“ ყველა ბრძოლას მოუგებს.

მიუნხენის „ბაიერნის“ უნივერსალი დავიდ ალაბა „ლივერპულს“ სურს, მაგრამ გარდიანის ინფორმაციით, მერსისაიდელებს ავსტრიელი მცველის დამატების შანსი არ აქვს, ვინაიდან ალაბასა და „რეალის“ 4-წლიანი კონტრაქტის ყველა დეტალი უკვე შეთანხმდა.
„რეალს“ არც „სევილიას“ ჯულს კუნდე ავიწყდება, რომელიც მანჩესტერელთა მთავარი მწვრთნელის ოლე გუნარ სულშერის სამიზნეა. კუნდე 22 წლის არის და მისმა ფასმა უკვე 50 მილიონ ევროს მიაღწია. მადრიდში ახალგაზრდა მცველს სერხიო რამოსის ალტერნატივად განიხილავენ, რომელსაც გადასვა პსჟ-ში სურს, რის გათვალისწინებითაც მანჩესტერელთა შანსი მნიშვნელოვნად მცირდება.
პსჟ ვახსენეთ და კილიან მბაპეს „რეალში“ გადასვლასთან დაკავშირებით სიახლეებია. პარიზულმა კლუბმა ლეო მესის ტრანსფერს სერიოზულად მოკიდა ხელი. პარიზელთა მეპატრონეს, ნასირ ალ ჰელაიფს სურს, რომ პოჩეტინოს მსოფლიო ვარსკვლავი უყიდოს. მესის დამატების შემთხვევაში, კილიან მბაპეს „რეალში“ გადასვლის შანსი კიდევ უფრო იზრდება, რადგან პსჟ-ს წინა ხაზში ადგილი აღარ დარჩება.
ესპანური გამოცემების ცნობით, „ბლანკოსი“ ძალიან სერიოზულად უყურებს ლეოს პარიზში გადასვლის საკითხს და თუ ეს მოხდება, პერესი აქტიურ მოქმედებაზე გადავა.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები23/07/2026 | 15:06რევანშისთვის
მთავარი ამბავი17/07/2026 | 22:07ეგ ბეჭედი ვისია?..
სიახლეები10/07/2026 | 21:56სინერს ზვერევი დახვდა
სიახლეები08/07/2026 | 02:10ნოლე სინერზე გავიდა
