ოლე გუნარ სულშერმა „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელებსა და თანამშრომლებს ერთკვირიანი დასვენება გამოუცხადა, ოჯახს ხელი მოჰკიდა და ნორვეგიაში გაემგზავრა. კრიტიკის ქარცეცხლში მოქცეული მწვრთნელის ასეთმა საქციელმა კლუბში ყველა სახტად დატოვა.
ცხადია, ამ კვირის განმავლობაში, ქერინგტონის ბაზაზე სიარული ფეხბურთელების უმეტესობას მაინც არ მოუწევდა, რადგან თავიანთი ქვეყნების ეროვნულ გუნდებში არიან გამოძახებულები, მაგრამ მანჩესტერში რჩებოდა კარგა დიდი ჯგუფი, რომელთანაც მუშაობა შეიძლებოდა.
ამრიგად, შაბათს „მანჩესტერ სიტისთან“ 0:2 დამარცხების შემდეგ, „იუნაიტედის“ საწვრთნელი ცენტრი დაიცალა. როგორც „დეილი მეილი“ წერს, ორშაბათს იქ მხოლოდ რაფაელ ვარანი და მარკუს რეშფორდი მივიდნენ. ფრანგი ექიმებთან გამოცხადდა, ორთავა კუნთი ჰქონდა სამკურნალო, ინგლისელი კი ნაკრებში არ გამოიძახეს და გადაწყვიტა მარტო ევარჯიშა.
რეშფორდის არ-გამოძახების ოფიციალური მიზეზი ის გახლავთ, რომ მხრის ტრავმის შემდეგ მას „იუნაიტედის“ შემადგენლობაში 90 წუთი ჯერ არ უთამაშია.
ნორვეგიელ მწვრთნელს კი პაპარაცებმა მანჩესტერის აეროპორტში მეუღლე სილიესა ვაჟებთან ნოასა და ელიასთან ერთად გადაუღეს ფოტოები. ისინი შინ, კრისტიანსუნდში მიემგზავრებოდნენ.
სავარაუდოდ, სულშერი კლუბის პოზიციამ წააქეზა. საქმე ის არის, რომ ინგლისურ მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად, მას სამსახურიდან დაუყოვნებლივ მოხსნით არავინ ემუქრება. ყოველ შემთხვევაში, 20 ნოემბერს, „უოტფორდთან“ „იუნაიტედს ნამდვილად ის უხელმძღვანელებს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი07/11/2026 | 07:00კვარა და პსჟ გინესის რეკორდების წიგნში
აქეთურ-იქითური06/11/2026 | 08:59თუ ფინალი მადრიდში არ გაიმართება, ესპანეთი მასპინძლობაზე უარს იტყვის
აქეთურ-იქითური06/11/2026 | 07:41მანჩესტერიდან დეშამს დაურეკეს
აქეთურ-იქითური05/11/2026 | 09:33ფრთხილად, ფეხბურთი ხანდახან დაუნდობელია!
