ჯასპერ სილესენი ნიდერლანდების ნაკრებში ბრუნდება. „ორანიეს“ მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა „ვალენსიას“ 32 წლის მეკარე ეროვნულ გუნდთან კარგა ხნის განშორების შემდეგ გამოიძახა — გასულ ზაფხულს, ევროპის ჩემპიონატის წინ, სილესენს covid 19 შეეყარა და იძულებული გახდა შეჯიბრება გამოეტოვებინა.
ახლანდელ შეკრებაზე, ვან გაალმა სილესენი ბოლო წამს იხმო, რადგან „ეინდჰოვენის“ კარის მცველი იოელ დრომელი გამოაკლდა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონი „ვალენსიამ“ ქართველი მეკარით გიორგი მამარდაშვილით დაიწყო და პირველი ექვსი ტური „ღამურების“ კარს სწორედ ის იცავდა. ამ პერიოდში სილესენი სათადარიგოთა სკამზე იჯდა, მაგრამ შემდეგ მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა ძელებს შორის გამოცდილი ჰოლანდიელი დააბრუნა და სწორედ ამან მისცა სილესენს „ნარინჯისფერთა“ ბანაკში დაბრუნების შესაძლებლობა.
ჰოლანდიის ნაკრები 13 ნოემბერს პოდგორიცაში მონტენეგროს ხვდება, ხოლო 16 ნოემბერს, როტერდამში ნორვეგიას მასპინძლობს.
აღსანიშნავია, რომ ამ სანაკრებო კვირაში, კარგა ხნის პაუზის შემდეგ, „ვალენსიას“ კიდევ ერთი უცხოელი ფეხბურთელი გამოიძახეს ეროვნულ გუნდში — ფერნანდუ სანტუშმა გონსალო გედეში პორტუგალიის ნაკრებში დუბლინში ირლანდიასა და ლისაბონში სერბეთთან სათამაშოდ იხმო. მატჩები 11 და 14 ნოემბერს გაიმართება.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები15/09/2026 | 08:42მიქაუტაძისთვის სახეირო არაფერი იყო
მთავარი ამბავი15/09/2026 | 07:18მბაპეს და დემბელეს შორის ურთიერთობა დაიძაბა
აქეთურ-იქითური14/09/2026 | 10:14ჰოლანდის გოლი არ უნდა ჩათვლილიყო
აქეთურ-იქითური14/09/2026 | 08:08ლუის ენრიკე: უფრო ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ
