სანაკრებო კვირეულის შემდეგ ევროპაში ეროვნული ჩემპიონატები განახლდება. ესპანურ ლა ლიგაში საქართველოს 2023-24 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია’’ „ლას პალმლასს’’ მასპინძლობს. AS წერს, რომ ეს იქნება ძველი თანაგუნდელების მამარდაშვილისა და ჰოლანდიელი ჯასპერ სილესენის შეხვედრა. სილესენი ის მეკარეა, რომელიც ქართველს „მესტალიაზე’’ დახვდა, რომელიც გიორგიმ შემადგენლობიდან ამოაგდო და რომელზეც ამბობს: „ის მე ძალიან დამეხმარა’’. ჯასპერი „ვალენსიაში’’...
ჭდე: ჯასპერ სილესენი
სილესენი წავიდა, ვალენსიამ წააგო
გიორგი მამარდაშვილის კოლეგა-კონკურენტი ჯასპერ სილესენი სამშობლოში, ჰოლანდიაში ბრუნდება — ის „ნაიმეგენში” ითამაშებს. ადრეც გვითქვამს, რომ სილესენი „ვალენსიას” ერთ-ერთი ყველაზე მაღალხელფასიანი ფეხბურთელი იყო. მისი გაყიდვით „ღამურებმა” იშოვეს ფული, რომლითაც შეძლებენ რეგისტრაციაში გაატარონ ახალწვეულები სამუ კასტილეხო და სამუელ ლინო. უახლოეს მომავალში კლუბი ოფიციალურად მოაგვარებს მამარდაშვილის საკითხსაც — ახალ კონტრაქტს დაუმტკიცებს. სილესენი კლუბს ფინანსურ ტვირთად აწვა. როგორც AS...
ისევ სილესენის გაყიდვის შესახებ
ესპანურ მედიაში მწარედ ხუმრობენ, ამ ზაფხულს „ვალენსია” განსაწმენდელშია, რადგან სეზონი კარს მოსდგომია, მას კი სატრანსფერო ბაზარზე სერიოზული ჯერაც არაფერი უქნიაო. განსაწმენდელი კათოლიკე ქრისტიანთა რწმენით ის ადგილია, სადაც სამოთხეში მიმავალი სული სასუფევლამდე ხვდება და ნარჩენი ცოდვებისგან იწმინდება. ადრეც დაგვიწერია, რომ „ჩეებმა” რამდენიმე ფეხბურთელი უნდა გაყიდონ, რათა ფინანსური პლიუს-მინუსი გაასწორონ და ახალი მოთამაშეების რეგისტრაცია შეძლონ. ვწერდით იმასაც,...
სილესენი ყველა დროის ათეულში
Sportslens.com-ის თანახმად გიორგი მამარდაშვილის თანაგუნდელი, „ვალენსიას” ნიდერლანდელი მეკარე ჯასპერ სილესენი 30 წელს გადაცილებულ უძვირეს ფეხბურთელთა ყველა დროის ათეულშია. სიაში, რომელშიც შედიან კრიშტიანუ რონალდუ, მირალემ პიანიჩი, რობერტ ლევანდოვსკი, გაბრიელ ბატისტუტა და სხვები, ის მეცხრე პოზიციაზეა. 2019 წელს „ვალენსიამ” სილესენი „ბარსელონასგან” 36 მილიონ ევროდ იყიდა. უფრო სწორად, მაშინ კლუბებმა მეკარეები ნეტო და სილესენი გაცვალეს და შეთანხმდნენ, რომ...
პირველი გოლი კობამ გაიტანა
მეორე ამხანაგური შეხვედრა შვეიცარიულ „სენტ გალენთან”, ქალაქ გოსაუში, თავის საზაფხულო ბანაკთან ახლოს, „ვალენსიამ” გიორგი მამარდაშვილის გარეშე ჩაატარა. მოღრუბლულ ამინდში ჯენარო გატუზომ განაგრძო „ღამურებისთვის” ახალი იდეების ჩანერგვა. როგორც plazadeportiva წერს, ამჯერად იტალიელმა მწვრთნელმა, სავარაუდოდ, მეორე შემადგენლობა ათამაშა. იმაში, რომ „ვალენსია” „სენტ გალენს” ეგრეთწოდებული B შემადგენლობითაც მოუგებდა, ეჭვი არავის ეპარებოდა. ესპანელებს კარში 75-ე წუთამდე ჰოლანდიელი ჯასპერ სილესენი...
მამარდა არ იყო
„ვალენსიამ” ლა ლიგის ბოლოსწინა ტურში სტუმრად ითამაშა „ესპანიოლთან” და გარკვეული უპირატესობის მიუხედავად ვერც ამჯერად მოიგო. შეხვედრა, რომელშიც „ღამურების” კარს ჰოლანდიელი ჯასპერ სილესენი იცავდა 1:1 დასრულდა. ხოსე ბორდალასის გუნდს უკვე რვა ტურია რაც გამარჯვების გემო დაავიწყდა. ბორდალასმა ამ შეხვედრაში გუნდი გადასხვაფერებული შემადგენლობით ათამაშა. როგორც პირველ აბზაცში მოგახსენეთ, კარს აღარ იცავდა ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი და მის...
რატომ არ იდგა მამარდაშვილი კარში?
სილესენი კარში რატომ დააყენეთ, ამით ფინალის წინ მამარდაშვილი დაიცავით? — ჰკითხეს „ვილიარეალთან” 0:2 წაგების შემდეგ „ვალენსიას” მწვრთნელ ხოსე ბორდალასს. მან პირდაპირ პასუხს თავი აარიდა: „ყოველთვის იმას ვამბობ, რომ ჩვენი სამივე მეკარე თავდაუზოგავად მუშაობს, ისინი მოტივირებულები არიან, მე კი კმაყოფილი ვარ. დღეს კარში ჯასპერის დაყენება გადავწყვიტე. ეს იყო თამაში, რომელშიც სილესენი გუნდში უნდა მოხვედრილიყო. შაბათის ამბავს...
მამარდაშვილი ვალენსიასთან შეგუებაზე ლაპარაკობს
დღეს მამარდაშვილი „ვალენსიაში“ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კაცია. ძალიან ახალგაზრდა ქართველი მეკარე გადამწყვეტ მონაკვეთში დაუბრუნდა ძირითად შემადგენლობას და რაც კარში ჩადგა, გუნდი სეზონის დასაწყისისგან განსხვავებით გოლს გოლზე აღარ უშვებს. გიორგი კლუბის ოფიციალურ პრეს-სამსახურს ესტუმრა და სხვადასხვა კითხვას პასუხი გასცა. ვალენსიასთვის საუბარში გიორგიმ გამოამჟღავნა, რომ მას აქვს ამბიციური სურვილი დაიცვას „ვალენსიას“ ფერები და ხაზი გაუსვა, რომ ოსტატობის...
გამოცდა, რომელიც მამარდაშვილს ჯერ ჩასაბარებელი აქვს
გიორგი მამარდაშვილი ბრწყინვალედ ათამაშდა და „ვალენსიას“ კარში დაიბრუნა ადგილი. სტატისტიკა მრავლისმეტყველია: მისი დაბრუნების შემდეგ გუნდმა 10 შეხვედრაში 7 გოლი გაუშვა, რომელთაგან 4 ერთ შეხვედრაში გაუტანა „ბარსელონამ“. ბოლო 5 თამაშში კი („მალიორკასთან“, თასზე „ბილბაოსთან“, „ხეტაფესთან“, „ელჩესა“ და „კადისთან“) „ვალენსიამ“ მხოლოდ ერთხელ გაუშვა. თუ სტატისტიკას უფრო ჩავუღრმავდებით, მეტად დავრწმუნდებით, რომ ქართველ მეკარეს წარმატებული პერიოდი აქვს. @ciberchenet- ის...
მატჩის მეფე!
„ვალენსიამ” შინ „კადისთან” 0:0 ითამაშა. ესპანურ, განსაკუთრებით კი ვალენსიურ პრესაში ყურადღებას იმ გარემოებაზე ამახვილებენ, რომ ხოსე ბორდალასის გუნდმა ამით ევროპულ თასებზე მოხვედრის შესაძლებლობა გაუშვა ხელიდან — ყოველ შემთხვევაში, ახლა „ღამურებისთვის” ლა ლიგიდან ევროპაში „ფანჯრის გაჭრა” ძნელი იქნება. თუმცა, ქართველი გულშემატკივრისთვის ეს შეხვედრა იმით იყო მნიშვნელოვანი, რომ ჩინებულად ითამაშა მეკარე გიორგი მამარდაშვილმა. შეხვედრის ბოლოს ის ეგრეთწოდებულ...









