მამარდა არ იყო

Home კატეგორიის გარეშე მამარდა არ იყო
მამარდა არ იყო

„ვალენსიამ” ლა ლიგის ბოლოსწინა ტურში სტუმრად ითამაშა „ესპანიოლთან” და გარკვეული უპირატესობის მიუხედავად ვერც ამჯერად მოიგო. შეხვედრა, რომელშიც „ღამურების” კარს ჰოლანდიელი ჯასპერ სილესენი იცავდა 1:1 დასრულდა. ხოსე ბორდალასის გუნდს უკვე რვა ტურია რაც გამარჯვების გემო დაავიწყდა.

ბორდალასმა ამ შეხვედრაში გუნდი გადასხვაფერებული შემადგენლობით ათამაშა. როგორც პირველ აბზაცში მოგახსენეთ, კარს აღარ იცავდა ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი და მის ნაცვლად ძელებს შორის სილესენი იდგა. თავდასხმაში ურუგვაელი მაქსი გომესი და ბრაზილიელი მარკუს ანდრე თამაშობდნენ — არც უგო დურო, არც გონსალო გედეში.

ცვლილებების მიუხედავად სტუმრებმა კარგად დაიწყეს. ანგარიში 37-ე წუთზე მაქსი გომესმა გახსნა, რასაც მასპინძლებმა შესვენებამდე ორი გოლით უპასუხეს. ამ ორიდან პირველი ოფსაიდის გამო VAR-მა არ ჩათვალა. მეორე, რომელიც 45+2 წუთზე რაულ დე ტომასმა შეაგდო, ამ შეხვედრის ბოლო გოლი გამოდგა.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.