„ვალენსიამ“ ბარსელონაში 1:3 წააგო. გიორგი მამარდაშვილი კარში არ იდგა. მე-7 ტურიდან მოყოლებული ხოსე ბორდალასი ძირითად შემადგენლობაში 32 წლის გამოცდილ ჰოლანდიელს ჯასპერ სილესენს ათამაშებს. სილესენის მიერ „კამპ ნოუზე“ გაშვებული სამი გოლიდან მეორე პენალტი იყო, რომელიც ანსუ ფატის წაქცევისთვის დაინიშნა და ჰოლანდიელს თანამემამულე მემფის დეპაიმ გაუტანა. მატჩის შემდეგ სილესენს ამ ეპიზოდზე კომენტარი სთხოვეს. „ხოსე გაიამ ბურთზე ითამაშა,...
ჭდე: ჯასპერ სილესენი
ვალენსიას ფრე უინტერესო შეხვედრაში
„ვალენსიას“ თამაშები გამორჩევით გიორგი მამარდაშვილის გამო გვაინტერესებს, თუმცა გიორგის აგერ უკვე მეორე ტურია ასვენებენ, „ღამურების“ კარს კი 32 წლის ჰოლანდიელი მეკარე ჯასპერ სილესენი იცავს, რომელიც იმთავითვე გუნდის მთავარ გოლკიპერად მოიაზრებოდა. უნდა ითქვას, რომ გამოცდილ სილესენს განსაკუთრებით რთული არც პირველი მატჩი შეხვდა („ბილბაოსთან“ 1:1) და არც მეორე — სტუმრად, „კადისთან“ 0:0. ეს ორი შეხვედრა ფრიად განსხვავდებოდა...
ჯასპერ სილესენი: ძნელი იყო, მაგრამ…
ლა ლიგის ბოლო ტურში, „ვალენსიასა“ და „ბილბაოს“ შეხვედრაში (1:1), მასპინძელთა კარში გიორგი მამარდაშვილის ნაცვლად მიმდინარე სეზონში პირველად ჩადგა სხვა მეკარე — 32 წლის ჯასპერ სილესენი, რომელიც ტრავმამდე გუნდის მთავარი გოლკიპერი იყო. „ვალენსიას“ ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ჰოლანდიელის მატჩისშემდგომი შთაბეჭდილებები გამოაქვეყნა. *** ბედნიერი ვარ ძირითად შემადგენლობაში რომ დავბრუნდი და გუნდს დავეხმარე. *** საკუთრივ თამაში პირველ ტაიმში ორივე...
ბორდალასი: გიორგიმ თავისი საქმე ძალიან კარგად გააკეთა
„ვალენსიასა“ და „ბილბაოს“ შეხვედრის (1:1) შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე, „ღამურების“ მწვრთნელ ხოსე ბორდალასს ჟურნალისტებმა მეკარის შეცვლაზე, კერძოდ 20 წლის გიორგი მამარდაშვილის ნაცვლად კარში 32 წლის ჰოლანდიელის ჯასპერ სილესენის დაყენებაზე ჰკითხეს. ბორდალასმა ასე უპასუხა: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ მეკარის შესაცვლელად სწორედ ახლა იყო შესაფერისი მომენტი. გიორგიმ თავისი საქმე ძალიან კარგად გააკეთა. მან მოლოდინს გადააჭარბა, მოთხოვნა და პასუხისმგებლობა კი...
სილესენი კარგად დაბრუნდა; მამარდაშვილი კარგად რჩება
გთავაზობთ ესპანურ გაზეთ AS-ში გამოქვეყნებულ წერილს, რომელიც „ვალენსიას“ მეკარეებს, 32 წლის ჰოლანდიელ ჯასპერ სილესენსა და 20 წლის (21 წლის ოთხშაბათს, 29 სექტემბერს ხდება) გიორგი მამარდაშვილს ეხება. „სილესენი მე-7 ტურში დაბრუნდა. ჰოლანდიელმა მეკარემ, ძირითადში ადგილი ტრავმის, სეზონისწინა პერიოდის გამოტოვების და მამარდაშვილის მაღალი დონის გამო დაკარგა, მაგრამ ხოსე ბორდალასმა ბოლოს და ბოლოს მისცა შანსი, რომელსაც ის...




