„ვალენსიას“ მეკარეებიდან 23 აპრილს, „ლა კარტუხაზე“ ესპანეთის თასის ფინალში თამაშის ყველაზე მეტი შანსი გიორგი მამარდაშვილს აქვს. 21 წლის ქართველი გასულ ზაფხულს სამარქაფოდ ჩამოვიდა. ის ჯასპერ სილესენის, ხაუმე დომენეკის და კრისტიან რივეროს შემდეგ მეოთხე კაცად მოიაზრებოდა, მაგრამ მისმა პროგრესმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. „მამარმა“ ჯერ კიდევ სეზონისწინა მოსამზადებელი პერიოდიდან მოყოლებული გამოიყენა ყველა ბოძებული შესაძლებლობა, ჩაატარა უფრო მეტი...
ჭდე: ჯასპერ სილესენი
სილესენი დომენეკმა შეცვალა
„მესტალიაზე“ „ვალენსიასა“ და „სევილიას“ შეხვედრის მე-17 წუთზე მასპინძლების ჰოლანდიელმა მეკარემ ჯასპერ სილესენმა ტრავმა მიიღო და ხოსე ბორდალასმა მის ნაცვლად გიორგი მამარდაშვილი კი არა, ხაუმე დომენეკი შეიყვანა. დომენეკი 31 წლის არის, მამარდაშვილი — 21-ის. მატჩის შემდეგ ბორდალასმა თქვა: „სილესენს საზარდული აწუხებდა. ის ხაუმეთი იმიტომ შევცვალე, რომ ხაუმემ კვირას თასზე ითამაშა და საქმეში მეტად არის ჩართული. რაც...
ქაღალდის სახლი მადრიდში
ესპანეთის ლა ლიგაში მსაჯთან 2022 წლის პირველი პრეტენზია „ვალენსიას” გაუჩნდა. „ღამურებმა” მადრიდში, „სანტიაგო ბერნაბეუზე” 1:4 წააგეს და ყურადღება მათ კარში გატანილ პირველ გოლზე გაამახვილეს. ვალენსიელების აზრით, კაზემირო მცველებს არ წაუქცევიათ და პენალტი, რომლითაც ქარიმ ბენზემამ 43-ე წუთზე ანგარიში გახსნა, არ უნდა დანიშნულიყო. ვალენსიელებს მხარი „ბარსელონას” ვეტერანმა ჟერარდ პიკემაც დაუჭირა. მართალია პიკეს გუნდმა იმავე დღეს სტუმრად...
ვალენსია თოვლის პაპას დაავიწყდა
„ვალენსიას“ მიმდინარე ჩემპიონატში ლა ლიგის ოთხეულში მოხვედრის იმედი აქვს, მაგრამ ახალი წლის საღამოს ეს იმედი შეირყა — „ღამურებს“ „ესპანიოლმა“ 2:1 მოუგო, თან მათ მოედანზე, „მესტალიაზე“. ბარსელონელებმა ორივე გოლი თამაშის ბოლოს, 83-ე და 88-ე წუთებზე გაიტანეს. არადა, დასვენებულმა ვალენსიელებმა, რომელთაც წინა თამაში ათი დღით ადრე ჰქონდათ, ყინჩად დაიწყეს. „ესპანიოლი“ თავის საჯარიმო მოედანს მიეჯაჭვა. „ჩეები“ ნახევარმომენტებს ქმნიდნენ....
გიორგი მამარდაშვილი ვალენსიაში… 2024 წლამდე
სულ ასეთი კარგი ამბები დაგვბედებოდეს: 2021 წლის ბოლოს ესპანურმა „ვალენსიამ“ თბილისის „დინამოსგან“ გიორგი მამარდაშვილის კონტრაქტი გამოისყიდა. 21 წლის ქართველი მეკარე ვალენსიაში 2024 წლის ზაფხულამდე დარჩება. ცხადია, იქამდე თუ კიდევ არ მოაწონა გიორგიმ ესპანელებს თავი და კონტრაქტი გააგრძელებინა. მამარდაშვილის მიმართ „ღამურების“ ინტერესი წინა ევროსარბიელზე წარმატებული და თავდაჯერებული თამაშის შემდეგ დაიწყო. გიორგი „დინამოს“ აღზრდილია, თუმც თბილისის „ლოკომოტივში“...
AS ისევ ვალენსიას მეკარეებზე წერს
ესპანური გაზეთი AS „ვალენსიას“ მეკარეებზე წერას განაგრძობს. ჟურნალისტმა კონრადო ვალემ ყურადღება მიაქცია, რომ ხოსე ბორდალასს ლა ლიგის ყველა კოლეგაზე მეტი მეკარე ჰყავს. მისი თქმით, ზაფხულის ბაზრის დახურვის შემდეგ, რაღაც მანქანებით, „ღამურების“ გუნდში ერთბაშად ოთხი გოლკიპერი დაგროვდა: სილესენი, ხაუმე, რივერო და მამარდაშვილი. პირველ სამს ზურგზე მთავარი გუნდის ნომრები აწერია (ასევეა „სევილიაში“, „ბეტისში“, „რაიო ვალეკანოში“ და „ელჩეში“),...
მამარდაშვილი თასისთვის ემზადება
„ვალენსიას“ მწვრთნელს ხოსე ბორდალასს საქმე ასარჩევად აქვს. „ღამურები“ ხუთშაბათს, 2 დეკემბერს, ესპანეთის სამეფო თასზე სტუმრად თამაშობენ „უტრილასთან“. ეს გახლავთ 1/64 ფინალის შეხვედრა, რომელშიც ვალენსიელთა თავკაცი მოედანზე სათადარიგო შემადგენლობის გაყვანას აპირებს. ბორდალასის ასეთ გადაწყვეტილებას ორი გამართლება აქვს: ნაკლებად დატვირთული ფეხბურთელები პრაქტიკას მიიღებენ და ძირითადის ხალხი დაისვენებს. მაგრამ, არის ერთი საკითხი, რომელზეც მწვრთნელი ალბათ ყველაზე მეტს იფიქრებს:...
სილესენი გამოიძახეს
ჯასპერ სილესენი ნიდერლანდების ნაკრებში ბრუნდება. „ორანიეს“ მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა „ვალენსიას“ 32 წლის მეკარე ეროვნულ გუნდთან კარგა ხნის განშორების შემდეგ გამოიძახა — გასულ ზაფხულს, ევროპის ჩემპიონატის წინ, სილესენს covid 19 შეეყარა და იძულებული გახდა შეჯიბრება გამოეტოვებინა. ახლანდელ შეკრებაზე, ვან გაალმა სილესენი ბოლო წამს იხმო, რადგან „ეინდჰოვენის“ კარის მცველი იოელ დრომელი გამოაკლდა. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონი...
ვალენსიამ დერბი მოიგო
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ რეგიონულ დერბიში 2:0 მოუგო „ვილიარეალს“. გიორგის კვლავ არ უთამაშია, გუნდის კარს ჯასპერ სილესენი იცავდა. მატჩის შემდეგ, „ღამურების“ თავკაცმა ხოსე ბორდალასმა თქვა: „გახარებულები ვართ. დღევანდელი გამარჯვება ქულების გარდა, სხვა მიზეზებითაც არის მნიშვნელოვანი. ყველაზე მეტად საკუთარი თავის რწმენა გვჭირდებოდა. „ვალენსიას“ გულშემატკივარს, უპირველეს ყოვლისა, სწორედ ამის ნახვა უნდა. მათ უნდათ ჰყავდეთ გუნდი, რომელიც გამარჯვებისთვის ყველაფერს...
დაცვას მიხედე, ბორდალასო, დაცვას!
ვალენსიას“ კარს „ბეტისთანაც“ ჯასპერ სილესენი იცავდა. გიორგი მამარდაშვილი სათადარიგოთა სკამზე იჯდა. თუმცა, ვინ იდგება „ღამურების“ კარში, ქართველი გულშემატკივრისთვის არის მნიშვნელოვანი, ზოგადად კი „ვალენსიას“ კრიზისის პერიოდი უდგას — აგერ უკვე შვიდი თამაშია არ მოუგია (ბოლოს 12 სექტემბერს, პამპლონაში გაიმარჯვა „ოსასუნასთან“ 4:1. იმ მატჩში გუნდის კარს ქართველი გოლკიპერი იცავდა), არადა წინ „ვილიარეალთან“, „ატლეტიკოსთან“ და „რეალ სოსიედადთან“ ელით...









