ოლე გუნარ სულშერმა თქვა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედს” „ჩელსისთან” შეხვედრაში პენალტი ეკუთვნოდა, მაგრამ არ დაუნიშნეს, რადგან… თამაშის წინა დღეს, „ჩელსის” საიტზე დაიწერა სტატია, რომელმაც მსაჯებზე იმოქმედა.
სულშერი: „სულ გარე ზემოქმედებების ბრალია. „ჩელსის” მხრიდან ასეთი სტატიის საიტზე დადება ეშმაკობა იყო. მან მსაჯებზე გავლენა იქონია”.
ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ნორვეგიელს სთხოვა დაეზუსტებინა, რომელ სტატიას გულისხმობდა ის.
„ნახეთ „ჩელსის” საიტი და თავად მიხვდებით,” — იყო პასუხი.
ლაპარაკია ეპიზოდზე, როდესაც მსაჯმა სტიუარტ ატველმა „ჩელსის” საჯარიმოში კალუმ ჰადსონ ოდოის ხელით თამაში ვერ შეამჩნია, შემდეგ მოედნისპირა მონიტორთან მივიდა, ჩანაწერი ნახა, მაგრამ გადაწყვეტილება არ შეცვალა.
მატჩის შემდეგ, „მანჩესტერ იუნააიტედის” მცველმა ლუკ შოუმ ტელეკომპანია „სქაისთან” ინტერვიუში თქვა: „ხელით თამაში ნამდვილად დავინახე, მაგრამ ვერ გავარჩიე მეისონმა (გრინვუდმა) გაჰკრა ბურთს ხელი თუ კალუმმა (ანუ თანაგუნდელმა თუ მეტოქემ). საერთოდ ვერ გავიგე, რატომ გააჩერეს თამაში, თუ დარწმუნებულები იყვნენ, რომ პენალტი არ უნდა დანიშნულიყო. ყური მოვკარი, როგორ უთხრა მსაჯმა ჰარი მაგუაირს, ახლა პენალტი რომ დავნიშნო, ერთი ამბავი ატყდებაო”.
მოგვიანებით, „მანჩესტერ იუნაიტედმა” ოფიციალურად განაცხადა, რომ შოუმ მსაჯის და მაგუაირის ლაპარაკი ხეირიანად ვერ გაიგო.
რაც შეეხება სტატიას, რომელმაც სულშერის თქმით მსაჯებზე გავლენა იქონია, ის ამავე გუნდების პირველ შეხვედრას ეხებოდა და ეწერა, რომ მაშინ მსაჯებმა „ჩელსი” დაჩაგრეს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური05/11/2026 | 09:33ფრთხილად, ფეხბურთი ხანდახან დაუნდობელია!
სიახლეები05/11/2026 | 08:06ლივერპულში ბარკოლას იწუნებენ
მთავარი ამბავი05/11/2026 | 07:11რეალი რეალია და ოთხშაბათის სხვა ამბები
სიახლეები04/11/2026 | 09:02როგორ ემზადება უნგრეთი საქართველოსთან შესახვედრად?
