უჩვეულო ანტირეკორდის მფლობელი გახდა „ჰიუსტონ როკეტსის“ გამთამაშებელი ჯონ უოლი. NBA-ს რეგულარული სეზონის მატჩში ჰიუსტონელები საშინაო არენაზე „მემფის გრიზლისთან“ განადგურდნენ – 84:133.
უოლს კი საინტერესო სტატისტიკა ჰქონდა: 14 ქულა და… სხვა ყველა გრაფაში – 0. ანუ, მოხსნა, პასი, ჩაჭრა, დაფარება არ ჰქონია და არც სამქულიანი ჩაუგდია. უოლი გახდა პირველი კალათბურთელი მაჩვენებლით 10/0/0/0/0/0 და 25%-იანი (ან უფრო დაბალი) სროლის სიზუსტით ჯეი არ სმიტის შემდეგ, რომელმაც იგივე 2012 წელს აჩვენა.
გარდა ამისა, უოლი გახდა პირველი 1985 წლის შემდეგ, რომელმაც ეს მაჩვენებელი სასტარტო შემადგენლობიდან დააფიქსირა.
ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური14/09/2026 | 13:53ზვერევის მეორე
სიახლეები12/09/2026 | 18:13კვერნაძის ზედიზედ მეორე გოლი იტალიაში [VIDEO]
აქეთურ-იქითური09/09/2026 | 15:41ამერიკა ალკარასის გარეშე
სიახლეები06/09/2026 | 19:48ფროზინონემ კვერნაძის გოლით მოიგო [VIDEO]…
