ჭდე: ჰიუსტონი

Home ჰიუსტონი
ბითაძე საუკეთესოა
ჩანაწერი

ბითაძე საუკეთესოა

გოგა ბითაძემ NBA-ში კარიერის საუკეთესო თამაში ჩაატარა. ჩვენებურმა „ჰიუსტონთან“ 26 წუთში 23 ქულა ჩაუგდო და მატჩის საუკეთესო კალათბურთელიც გახდა. იმ მატჩის, რომელიც „ინდიანამ“ 121:118 მოიგო. ამჯერად გოგამ თამაში სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და 26.14 წუთში 23 ქულასთან ერთად 9 მოხსნა, 3 პასი, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. ბითაძემ შესაშური პროცენტული მაჩვენებლით ისროლა – ექვსივე ორქულიანი...

უჩვეულო ანტირეკორდი
ჩანაწერი

უჩვეულო ანტირეკორდი

უჩვეულო ანტირეკორდის მფლობელი გახდა „ჰიუსტონ როკეტსის“ გამთამაშებელი ჯონ უოლი. NBA-ს რეგულარული სეზონის მატჩში ჰიუსტონელები საშინაო არენაზე „მემფის გრიზლისთან“ განადგურდნენ – 84:133. უოლს კი საინტერესო სტატისტიკა ჰქონდა: 14 ქულა და… სხვა ყველა გრაფაში – 0. ანუ, მოხსნა, პასი, ჩაჭრა, დაფარება არ ჰქონია და არც სამქულიანი ჩაუგდია. უოლი გახდა პირველი კალათბურთელი მაჩვენებლით 10/0/0/0/0/0 და 25%-იანი (ან უფრო...

ჰარდენი ყველაფერში გაცვალეს
ჩანაწერი

ჰარდენი ყველაფერში გაცვალეს

დიდი გაცვლა-გამოცვლა გაიჩარხა NBA-ში და ყველაზე მოგებული „ჰიუსტონ როკეტსი“ დარჩა. თუმცა, უფრო სამომავლოდ, რადგან გუნდმა ჯეიმს ჰარდენი გაუშვა და წლეულს ამბიციაც მოაკლდა. სამაგიეროდ, სამომავლოდ თითქმის ყველაფერი მიიღო… „ჰარდენის საქმით“ უკმაყოფილება მარტო„ფილადელფიამ“ გამოთქვა, რომლის ხელმძღვანელობა თვლის, რომ მათი მოლაპარაკებებში მონაწილეობა მოჩვენებითი იყო, რათა „ბრუკლინ ნეთს“ უფრო გამოსადეგი წინადადება მიეღო. ფილადელფიელთა შეფასებით, „ჰიუსტონს“ ადრევე ჰქონდა გადაწყვეტილი ჰარდენის...

ჩანაწერი

ვესტბრუკმა დედაქალაქში რეკორდებით დაიწყო

NBA-ს ახალი სეზონი დაიწყო და „ვაშინგტონ ვიზარდის“ ახალწვეული რასელ ვესტბრუკი პირველსავე მატჩში გამოირჩა. „ჰიუსტონიდან“ დედაქალაქურ გუნდში გადასული გამთამაშებელის ანგარიშზე სამმაგი დუბლია – 21 ქულა, 11 მოხსნა, 15 პასი. თუმცა, მისმა გარჯამ გუნდს ვერ უშველა და „ვაშინგტონი“ 107:113 დამარცხდა „ფილადელფიასთან“. აღსანიშნავია, რომ ვესტბრუკი NBA-ს ისტორიაში მეექვსე კალათბურთელია, რომელიც სადებიურო მატჩში სამმაგი დუბლით გამოირჩა. მანამდე მსგავსი შედეგი...

ჩანაწერი

ჰარდენი სტრიპ-კლუბმა შეიწირა

კიდევ ერთი სიახლე ჯეიმს ჰარდენზე… მან წინა სეზონის ფინიში კი ჩააგდო, მაგრამ ამით სუპერვარსკვლავის სტატუსი ნამდვილად არ დაუკარგავს. პრინციპში, ჯეიმსი „როკეტსში“ დიდებულად გრძნობდა თავს და ქომაგებიც აღმერთებდნენ, ვიდრე საქმეში „მაგრამ“ არ ჩაერია… ჰარდენმა გუნდის საწვრთნელ ბანაკში დაიგვიანა, რისი მიზეზიც სტრიპტიზ-კლუბში მოწყობილი ღრეობა გახდა. კალათბურთელი მსუყე თანხით დააჯარიმეს, რამაც სერიოზულად გაანაწყენა. ჰარდენმა „როკეტსიდან“ წასვლა გადაწყვიტა და...

ჩანაწერი

ტორონტო ჰარდენისთვის

ამერიკული მედიის ცნობით, „ტორონტო რეპტორზმა“ ჯეიმს ჰარდენის „ჰიუსტონ როკეტსიდან“ გადასაბირებლად სოლიდური სატრანსფერო პაკეტი გაამზადა. კანადური მხარე მზად არის ჰიუსტონელებს ჰარდენის სანაცვლოდ გამთამაშებელი კაილ ლოური, შემტევი მცველი ნორმან პაუელი და 2021, 2023 და 2025 წლების დრაფტის პირველი პიკი შესთავაზოს. თავად ჰარდენს კი, „ბრუკლინ ნეთსში“ გადასვლა სურს და კლუბს აიძულებს ამ ვარიანტზე არც დაფიქრდეს შეგახსენებთ, რომ „ჰიუსტონში“...

წვერა და რასელი
ჩანაწერი

წვერა და რასელი

ამას წინათ „ჰიუსტონის“ ერთ-ერთმა ლიდერმა რასელ ვესტბრუკმა გუნდიდან გაშვება ითხოვა. მისი ამ განცხადების მიზეზის რამდენიმე ვერსიაც დაიწერა. ერთ-ერთი ის იყო, რომ რასელს გუნდში ისეთი ლიდერის ფუნქცია სურდა, როგორც ეს „ოკლაჰომაში“ ჰქონდა. „ჰიუსტონის“ ლიდერობაში კი ხელს ჯეიმს ჰარდენი უშლის. ჰოდა, „ჰიუსტონმა“ გადაწყვიტა ვესტბრუკი დაიტოვოს და გუნდიდან ჰარდენი გაუშვას. არის საუბარი, რომ „წვერა“ „ბრუკლინში“ გადაბარგდება. ბრუკლინელები ჰარდენში...