გოგა ბითაძემ NBA-ში კარიერის საუკეთესო თამაში ჩაატარა. ჩვენებურმა „ჰიუსტონთან“ 26 წუთში 23 ქულა ჩაუგდო და მატჩის საუკეთესო კალათბურთელიც გახდა. იმ მატჩის, რომელიც „ინდიანამ“ 121:118 მოიგო.
ამჯერად გოგამ თამაში სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და 26.14 წუთში 23 ქულასთან ერთად 9 მოხსნა, 3 პასი, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.
ბითაძემ შესაშური პროცენტული მაჩვენებლით ისროლა – ექვსივე ორქულიანი და სამივე სამიანი ჩააგდო, ხოლო საჯარიმო ხაზიდან ოთხჯერ ისროლა და 2 ჩააგდო.
ინდიანელთაგან გოგაზე მეტი მხოლოდ მალკოლმ ბროგდონმა (25 ქულა) მოაგროვა, მაგრამ სარგებლიანობის ფონზე მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ქართველი ცენტრი დასახელდა. „ინდიანა“ 24 მოგებითა და 47 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი, 20 მარტს, „პოტლენდთან“ გამართავს.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური04/11/2026 | 16:08სანდრო მოედანზე, გოგა სკამზე
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:47ევროპის შანსი
აქეთურ-იქითური29/10/2026 | 21:52ბასილაშვილი ალკარასს ვერ მოერია
აქეთურ-იქითური28/10/2026 | 22:54შემდეგი ალკარასია…
