ელ კლასიკო ბენზემას გარეშე

Home კატეგორიის გარეშე ელ კლასიკო ბენზემას გარეშე
ელ კლასიკო ბენზემას გარეშე
ქარიმ ბენზემა „რეალი“ – „ბარსელონას“ მატჩს გამოტოვებს.
„ელ კლასიკო“ 20 მარტს გაიმართება მადრიდში.
ბენზემას გარეშე „რეალი“ წარმოუდგენელიც კი გახდა, ასე რომ, ეს დიდი დანაკლისია. მადრიდელთა ცხრიანმა „მალიორკასთან“ შეხვედრაში კუნთი დაიზიანა და ვერც პარასკევს ივარჯიშა, ვერც შაბათს.
ესპანელები წერენ, რომ ამ ეტაპზე ბენზემას თამაში გამორიცხულია და საფრანგეთის ნაკრებსაც დააკლდება მარტის ბოლოს ჩასატარებელ ამხანაგურებში.
ჩავის „ბარსელონას“ კი მოგების შანსი გაეზარდა.
Benzema out of Madrid's Valladolid clash and in doubt for Atalanta

ავტორის პროფილი

ილია ნანობაშვილი
კახელის კვალობაზეც კი გასაოცარი სიდინჯის პატრონის მთავარი ზვარი ქართული ფეხბურთია, მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, მისი თანდასწრებით „ვალენსიასა“ და ბრაზილიის ნაკრების აუგად ხსენებასაც არ გირჩევთ