ჭდე: ბენზემა

Home ბენზემა
კვირკველია, რონალდუ, ბენზემა…
ჩანაწერი

კვირკველია, რონალდუ, ბენზემა…

საუდის არაბეთის უმაღლესი დივიზიონის კლუბმა, „ალ-ოხდუდმა“ საბა კვირკველია ოფიციალურად წარადგინა. საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველმა ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, თანამშრომლობის ავტომატურად ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით. 31 წლის კვირკველია ბოლოს ბაქოს „ნეფთჩის“ ფეხბურთელი გახლდათ, საქართველოს ნაკრებში 2014 წლიდან თამაშობს და მის შემადგენლობაში 49 მატჩი აქვს ჩატარებული. „ალ ოხდუდმა“ საუდის არაბეთში დასრულებულ...

უეფას საუკეთესოები
ჩანაწერი

უეფას საუკეთესოები

სტამბოლში, ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შემდეგ, უეფამ წლის საუკეთესო მწვრთნელი და ფეხბურთელი დაასახელა. ეს პრიზი 2011 წლიდან არსებობს. თავიდან ექვს კანდიდატს უეფას ტექნიკური ექსპერტების ჯგუფი არჩევს. შემდეგ სია სამ კანდიდატამდე თხელდება. აქ უკვე საქმეში ერთვებიან მწვრთნელები, რომლებიც  ჩემპიონთა, ევროპა და კონფერენციის ლიგების ჯგუფურ ეტაპზე მონაწილე გუნდებს თავკაცობდენ. ასევე გამოკითხვაში უეფას 55 წევრი ასოციაციის, 55 ქვეყნის 55...

ბენზემა = დი სტეფანო
ჩანაწერი

ბენზემა = დი სტეფანო

იყო დრო, ქარიმ ბენზემას „რეალიდან“ გაშვებას ითხოვდნენ. „ან გონსალო იგუაინი უნდა წავიდეს, ან ბენზემა“, – ასეც იდგა საკითხი დაახლოებით 7-8 წლის წინათ და მერეც. თუმცა ბენზემა 33-34 წლის ასაკში მეორედ დაიბადა და ახლა უკვე „სამეფო კლუბი“ მის გარეშე წარმოუდგენელია. ბენზემამ ორი პენალტი გაუტანა „სელტას“ და ალფრედო დი სტეფანოს დაეწია რეალური გოლებით: 216! პირველ ადგილზე კრიშტიანუ...

ელ კლასიკო ბენზემას გარეშე
ჩანაწერი

ელ კლასიკო ბენზემას გარეშე

ქარიმ ბენზემა „რეალი“ – „ბარსელონას“ მატჩს გამოტოვებს. „ელ კლასიკო“ 20 მარტს გაიმართება მადრიდში. ბენზემას გარეშე „რეალი“ წარმოუდგენელიც კი გახდა, ასე რომ, ეს დიდი დანაკლისია. მადრიდელთა ცხრიანმა „მალიორკასთან“ შეხვედრაში კუნთი დაიზიანა და ვერც პარასკევს ივარჯიშა, ვერც შაბათს. ესპანელები წერენ, რომ ამ ეტაპზე ბენზემას თამაში გამორიცხულია და საფრანგეთის ნაკრებსაც დააკლდება მარტის ბოლოს ჩასატარებელ ამხანაგურებში. ჩავის „ბარსელონას“ კი...

სამეფო ციფრი – 1000
ჩანაწერი

სამეფო ციფრი – 1000

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის მატჩში მადრიდის „რეალმა“ 2:1 დაამარცხა დონეცკის „შახტარი“. გამარჯვებულთაგან ორივე გოლი ქარიმ ბენზემამ გაიტანა, რომელთაგან პირველი, ჩემპიონთა ლიგაში მადრიდული კლუბისთვის მე-1000 აღმოჩნდა. ამ ნიშნულისთვის აქამდე არცერთ გუნდს მიუღწევია. „სამეფო კლუბთან“ ყველაზე ახლოს მიუნხენის „ბაიერნია“ – 768. „რეალს“ სხვა რეკორდებიც აქვს: ჩემპიონთა ლიგის 13 ტიტული („მილანი“ – 7) 455 მატჩი ჩემპიონთა...

ლა ლიგის ქურდები
ჩანაწერი

ლა ლიგის ქურდები

ესპანეთში, ლა ლიგის ფეხბურთელების სახლებს თითქმის ყოველდღე ძარცვავენ. რამდენიმე დღის წინ, მადრიდული დერბის მიმდინარეობისას კაზემიროს სახლი მაშინ გაქურდეს, როდესაც მისი ცოლ-შვილი შინ იმყოფებოდნენ. საბედნიეროდ, ბრაზილიელის ოჯახს არაფერი დაშავებია. ამჯერად, მძარცველები მეორე მადრიდული გრანდის, „ატლეტიკოს“ ფეხბურთელის თომას პარტეიისს სახლს ესტუმრნენ. ეს მაშინ, როდესაც ფეხბურთელი „ლოკომოტივთან“ ჩემპიონთა ლიგის მატჩისთვის მოსკოვშია წასული. უპატრონოდ სახლი არც ახლა  იყო, მასში განელი...