კიდევ ერთი სიახლე ჯეიმს ჰარდენზე…მან წინა სეზონის ფინიში კი ჩააგდო, მაგრამ ამით სუპერვარსკვლავის სტატუსი ნამდვილად არ დაუკარგავს.
პრინციპში, ჯეიმსი „როკეტსში“ დიდებულად გრძნობდა თავს და ქომაგებიც აღმერთებდნენ, ვიდრე საქმეში „მაგრამ“ არ ჩაერია…
ჰარდენმა გუნდის საწვრთნელ ბანაკში დაიგვიანა, რისი მიზეზიც სტრიპტიზ-კლუბში მოწყობილი ღრეობა გახდა.
კალათბურთელი მსუყე თანხით დააჯარიმეს, რამაც სერიოზულად გაანაწყენა. ჰარდენმა „როკეტსიდან“ წასვლა გადაწყვიტა და მსურველიც მყისვე გამოჩნდა:
„მაიამი ჰითი“ მზადაა, გარიგებაში ახალგაზრდა ვარსკვლავი, შემტევი მცველი ტაილორ ჰირო ჩართოს.
„როკეტსი“ იმედოვნებს, ერთი ახაგაზრდა ვარსკვლავის გარდა დრაფტზე რამდენიმე არჩევანის უფლება, ანაც რამდენიმე ახალგაზრდა კალათბურთელი მიიღოს, რომლებსაც დებიუტანტების ხელფასი აქვთ.
ჯერი „მაიამიზეა“.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?