ჭდე: ჯეიმს ჰარდენი

Home ჯეიმს ჰარდენი
კარის ახალი რეკორდები
ჩანაწერი

კარის ახალი რეკორდები

„გოლდენ სტეიტ ვორიორზის“ გამთამაშებელმა სტეფ კარიმ მორიგი შოუ დადგა და კიდევ რამდენიმე რეკორდს შეუტია. კარის გუნდმა „დენვერ ნაგითსს“ 116:107 მოუგო, სტეფმა კი, 53 ქულა (6-დან 4 ორქულიანი, 18-დან 10 სამქულიანი და 16-დან 15 საჯარიმო), ექვსი მოხსნა და ოთხი პასი დააგროვა. ეს ყველაფერი 36 წუთში. დაგროვებული ქულების ჯამით კარიმ კლუბის ისტორიაში ლეგენდარულ უილტ ჩემბერლენს გაასწრო. ახლა...

ხუთი სამმაგი
ჩანაწერი

ხუთი სამმაგი

NBA-რეგულარული სეზონის ერთ სათამაშო დღეს ხუთი სამმაგი დუბლი დაფისირდა, რაც ისტორიაში პირველად მოხდა. პირველი სამმაგი „ოკლაჰომა“-„ნიუ იორკის“ მატჩში (97:119), გამარჯვებულთაგან ჯულიუს რენდლმა აჩვენა – 26 ქულა, 12 მოხსნა, 12 პასი. „ბრუკლინისა“ და „დეტროიტის“ (100:95) შეხვედრაში თავი წაგებულთა მცველმა ჯეიმს ჰარდენმა გამოიჩინა – 24 ქულა, 10 მოხსნა, 10 პასი. „ფინიქსმა“ 111:122 წააგო „ინდიანასთან“, რომლის რიგებში გამორჩეული...

ჰარდენმა კიბო აღმოუჩინა
ჩანაწერი

ჰარდენმა კიბო აღმოუჩინა

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის „ბრუკლინ ნეთსის“ 26 წლის მცველი კარის ლევერტი სეზონს ოპტიმისტურად შეხვდა. თავადაც დიდებულ ფორმაში იყო, გუნდს რეაბილიტაციის შემდეგ კევინ დურანტი დაუბრუნდა და 2003 წლის შემდეგ პირველად ფინალში გასვლას გეგმავდნენ. „ნეთსის“ გეგმები კიდევ უფრო რეალისტური მას შემდეგ გახდა, რაც რამდენიმესაფეხურიანი გაცვლის შემდეგ ჯეიმს ჰარდენის დამატება გადაწყდა. ამ გაცვლების მონაწილე გახდა კარის ლევერტიც, რომელიც „ინდიანაში“...

ჰარდენი ყველაფერში გაცვალეს
ჩანაწერი

ჰარდენი ყველაფერში გაცვალეს

დიდი გაცვლა-გამოცვლა გაიჩარხა NBA-ში და ყველაზე მოგებული „ჰიუსტონ როკეტსი“ დარჩა. თუმცა, უფრო სამომავლოდ, რადგან გუნდმა ჯეიმს ჰარდენი გაუშვა და წლეულს ამბიციაც მოაკლდა. სამაგიეროდ, სამომავლოდ თითქმის ყველაფერი მიიღო… „ჰარდენის საქმით“ უკმაყოფილება მარტო„ფილადელფიამ“ გამოთქვა, რომლის ხელმძღვანელობა თვლის, რომ მათი მოლაპარაკებებში მონაწილეობა მოჩვენებითი იყო, რათა „ბრუკლინ ნეთს“ უფრო გამოსადეგი წინადადება მიეღო. ფილადელფიელთა შეფასებით, „ჰიუსტონს“ ადრევე ჰქონდა გადაწყვეტილი ჰარდენის...

ჩანაწერი

გველის წიწილი

NBA-ს აღმოსავლეთ კონფერენციის ერთ-ერთმა ფუნქციონერის აზრით, რომლის სახელი და გვარი არ ხმაურდება, MVP-ს ტიტულის მისაღებად ლებრონ ჯეიმსის უმთავრესი კონკურენტი „დალას მავერიქსის“ სლოვენიელი მცველი ლუკა დონჩიჩი იქნება. „თუ შუბლზე პისტოლეტს მომადებთ და მეტყვით, ვინ მინდა გუნდში იმისთვის, რომ ფლეი ოფის სერია მოვიგო, გეტყვით რომ ლებრონი… თუმცა იქვე დავამატებ – ლებრონს „ის“ დალასიდან მაგრად უტევს. დონჩიჩს აქვს...

ჩანაწერი

ჰარდენი სტრიპ-კლუბმა შეიწირა

კიდევ ერთი სიახლე ჯეიმს ჰარდენზე… მან წინა სეზონის ფინიში კი ჩააგდო, მაგრამ ამით სუპერვარსკვლავის სტატუსი ნამდვილად არ დაუკარგავს. პრინციპში, ჯეიმსი „როკეტსში“ დიდებულად გრძნობდა თავს და ქომაგებიც აღმერთებდნენ, ვიდრე საქმეში „მაგრამ“ არ ჩაერია… ჰარდენმა გუნდის საწვრთნელ ბანაკში დაიგვიანა, რისი მიზეზიც სტრიპტიზ-კლუბში მოწყობილი ღრეობა გახდა. კალათბურთელი მსუყე თანხით დააჯარიმეს, რამაც სერიოზულად გაანაწყენა. ჰარდენმა „როკეტსიდან“ წასვლა გადაწყვიტა და...

ჩანაწერი

ტეხასიდან დედაქალაქში

„ჰიუსტონ როკეტსმა“ და „ვაშინგტონ ვიზარდსმა“ დიდ გარიგება გაჩარხეს. „რაკეტებმა“ 32 წლის გამთამაშებელ რასელ ვესტბრუკში იგივე ამპლუის 30 წლის კალათბურთელი ჯონ ვოლი და 2023 წლის NBA-ს დრაფტის პირველი პიკი მიიღეს. აღსანიშნავია, რომ ვოლი მოედანზე 2018 წლის 26 დეკემბერს არ გასულა. მისი ხელფასი კი, სამი წლის მანძილზე 132,9 მილიონი დოლარი იქნება. შედეგად, წლიური ჯამაგირით ვოლი ლიგაში მეოთხე...

ჩანაწერი

ტორონტო ჰარდენისთვის

ამერიკული მედიის ცნობით, „ტორონტო რეპტორზმა“ ჯეიმს ჰარდენის „ჰიუსტონ როკეტსიდან“ გადასაბირებლად სოლიდური სატრანსფერო პაკეტი გაამზადა. კანადური მხარე მზად არის ჰიუსტონელებს ჰარდენის სანაცვლოდ გამთამაშებელი კაილ ლოური, შემტევი მცველი ნორმან პაუელი და 2021, 2023 და 2025 წლების დრაფტის პირველი პიკი შესთავაზოს. თავად ჰარდენს კი, „ბრუკლინ ნეთსში“ გადასვლა სურს და კლუბს აიძულებს ამ ვარიანტზე არც დაფიქრდეს შეგახსენებთ, რომ „ჰიუსტონში“...

წვერა და რასელი
ჩანაწერი

წვერა და რასელი

ამას წინათ „ჰიუსტონის“ ერთ-ერთმა ლიდერმა რასელ ვესტბრუკმა გუნდიდან გაშვება ითხოვა. მისი ამ განცხადების მიზეზის რამდენიმე ვერსიაც დაიწერა. ერთ-ერთი ის იყო, რომ რასელს გუნდში ისეთი ლიდერის ფუნქცია სურდა, როგორც ეს „ოკლაჰომაში“ ჰქონდა. „ჰიუსტონის“ ლიდერობაში კი ხელს ჯეიმს ჰარდენი უშლის. ჰოდა, „ჰიუსტონმა“ გადაწყვიტა ვესტბრუკი დაიტოვოს და გუნდიდან ჰარდენი გაუშვას. არის საუბარი, რომ „წვერა“ „ბრუკლინში“ გადაბარგდება. ბრუკლინელები ჰარდენში...

ვესტბრუკს ჰიუსტონი არ უნდა
ჩანაწერი

ვესტბრუკს ჰიუსტონი არ უნდა

2017 წლის NBA-ს ყველაზე ძვირფასი მოთამაშე (MVP), 2015 და 2017 წლის საუკეთესო მექულე, NBA-ს „ყველა ვარსკვლავის მატჩის 9-გზის მონაწილე რასელ ვესტბრუკი „ჰიუსტონის“ ხელმძღვანელობას გაცვლა მოთხოვა. როგორც ამბობენ, ამის მიზეზი გუნდიდან მთავარი მწვრთნელის, მაიკ დანტონისა და გენერალური მენეჯერის დერილ მორის გათავისუფლებაა. მეორე მიზეზად ამბობენ, რომ ვესტბრუკმა გუნდში ისეთი შემქნელის როლი მოითხოვა, როგორიც „ოკლაჰომაში“ ჰქონდა. მეორე მიზეზი...