დიდი გაცვლა-გამოცვლა გაიჩარხა NBA-ში და ყველაზე მოგებული „ჰიუსტონ როკეტსი“ დარჩა. თუმცა, უფრო სამომავლოდ, რადგან გუნდმა ჯეიმს ჰარდენი გაუშვა და წლეულს ამბიციაც მოაკლდა. სამაგიეროდ, სამომავლოდ თითქმის ყველაფერი მიიღო…
„ჰარდენის საქმით“ უკმაყოფილება მარტო„ფილადელფიამ“ გამოთქვა, რომლის ხელმძღვანელობა თვლის, რომ მათი მოლაპარაკებებში მონაწილეობა მოჩვენებითი იყო, რათა „ბრუკლინ ნეთს“ უფრო გამოსადეგი წინადადება მიეღო.
ფილადელფიელთა შეფასებით, „ჰიუსტონს“ ადრევე ჰქონდა გადაწყვეტილი ჰარდენის ბრუკლინში გაშვება, მაგრამ „ნეთსის“ შეთავაზებით ბოლომდე კმაყოფილი არ იყო. ამიტომაც ტეხასელებმა საქმეში კიდევ რამდენიმე გუნდი ჩართეს – მათ შორის „კლივლენდი“, „ინდიანა“ და „ფილადელფია“
საბოლოოდ „ჰიუსტონმა“ მიიღო: ვიქტორ ოლადიპო, დანტე ეკზამი, როდიონ კურუცი, დრაფტზე პირველი რაუნდის სამი პიქი (2022, 2024, 2026 წ.წ.) და პირველ რაუნდში 4 გაცვლის უფლება (2021, 2023, 2025, 2027 წ.წ.) „ბრუკლინისგან“, ასევე პირველი პიქი (2022 წ.) „მილუოკისგან“.
„ბრუკლინმა“ მიიღო ჯეიმს ჰარდენი, „ინდიანამ“ – კარის ლევერტი და მეორე რაუნდის პიქი, ხოლო „კლივლენდმა“ – ჯარეტ ალენი და ტორინ პრინსი.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები21/10/2026 | 21:59ბასილაშვილის მორიგი გამარჯვება
სიახლეები20/10/2026 | 23:21მიქაუტაძემ ენფილდზე ალისონს გაუტანა [VIDEO]
აქეთურ-იქითური19/10/2026 | 17:00ბასილაშვილმა ჩილიჩი დაამარცხა
სიახლეები17/10/2026 | 01:28ოფიციალურად – მარკოიშვილი გალათასარაის მთავარი მწვრთნელია
