გავლენიანმა ესპანურმა სპორტულმა გაზეთმა AS-მა „ვალენსიას’’ ახალი მწვრთნელის კარლოს კორბერანის შესახებ დაწერა. გამოცემა ამბობს, რომ კორბერანი ვალენსიიდან 26 კილომეტრში, ჩესტეშია დაბადებული. მშობლიური ავტონომიის დედაქალაქის გუნდთან მან 2027 წლამდე გააფორმა კონტრაქტი. ესპანეთში კორბერანს ნაკლებად იცნობენ, ინგლისის ჩემპიონშიფში კი ლამისა ჯადოქრად მიაჩნიათ ― მისი ხელმძღვანელობით „ვესტ ბრომვიჩ ალბიონი’’ მეხუთე ადგილით ფლეი-ოფში გავიდა. გუნდს პრემიერლიგამდე ერთი ნაბიჯიღა ჰქონდა...
ჭდე: ვესტ ბრომვიჩი
სულშერი: VAR-ის ოთახში ვიღაცას ეძინა
ოლე გუნარ სულშერი იხტიბარს არ იტეხს და ამბობს, რომ „ვესტ ბრომვიჩთან” გუშინდელი 1:1-ის მიუხედავად, „მანჩესტერ იუნაიტედი” ჩემპიონობის რეალური კანდიდატია. არადა, ჯერ ერთი ბოლოსწინა ადგილზე მყოფ გუნდთან ორი ქულის დაკარგვა უბრალოდ არ შეიძლებოდა და მეორეც, ცოტა ძნელია ჩემპიონობისთვის ბრძოლა, როდესაც ხუთ თამაშში ცხრა ქულას ქარს ატან. „ოლდ ტრეფორდის” ნორვეგიელმა ბოსმა თქვა: „ასე ადრე დანებება გამორიცხულია. არავინ...
ძირს ხტომა და კუნტრუში!
შაბათს, „მანჩესტერ იუნაიტედმა” „ვესტ ბრომვიჩს” ბრუნო ფერნანდეშის პენალტის წყალობით 1:0 მოუგო. თამაში მანჩესტერში, „ოლდ ტრეფორდზე” გაიმართა. ეს თითქოსდა ჩავლილი ამბავი იმითაა საინტერესო, რომ VAR-მა ფერნანდეშს თერთმეტმეტრიანი ორჯერ დაარტყმევინა. მიზეზი: პირველი ეპიზოდი, როდესაც ბურთი მეკარე სემ ჯონსტონმა მოიგერია, იმიტომ დაიწუნეს, რომ ჯონსტონმა ხაზიდან ფეხი ნაადრევად გადმოდგა. „ვესტ ბრომვიჩის” მეკარე ფეხბურთში არსებულმა ამ წესმა აღაშფოთა და სოციალურ...
ბილიჩი: ხელი იყო და მორჩა!
„ვესტ ბრომვიჩის” ფანები აღშფოთდნენ, რისი მიზეზიც „ჩელსის” ბოლო გოლის წინ, კაი ჰავერცის ხელით თამაში იყო. ეს გოლი ტამი აბრაჰამმა მსაჯის მესამე წამატებულ წუთზე გაიტანა. შედეგად, თამაში 3:3 დამთავრდა. ფრენკ ლემპარდის გუნდი პირველ ტაიმში არაფრად ვარგოდა და 0:3 წააგო, შესვენების შემდეგ კი ინიციატივა იგდო ხელთ და სამი გოლი შეაგდო. ინგლისური პრესა წერს, რომ დასავლეთლონდონელთა ასეთ გადასხვაფერებას...
ლივერპულს ქვედა ლიგა უხსენეს
მეტისმეტად გადატვირთულმა საფეხბურთო ზაფხულმა ბევრ წეს-კანონშიც მოითხოვა ცვლილება. წესით, ინგლისში 2020-2021 წლების სეზონი ქვეყნის სუპერთასზე (Community Shield) მატჩმა უნდა გახსნას, თუმცა ზუსტად ამ პერიოდს ემთხვევა გადამწყვეტი დაპირისპირებები ჩემპიონთა ლიგასა და ევროპის ლიგაში. სუპერთასისთვის, მოგეხსენებათ, ჩემპიონმა და თასის მფლობელმა უნდა იბრძოლონ. ჩემპიონის ამბავი გასაგებია – „ლივერპული“ ჩემპიონთა ლიგიდან მადრიდის „ატლეტიკომ“ გააგდო და სუპერთასისთვის აუცილებლად იბრძოლებს. რთულად...
ტაქსის გამტაცებლები დაასახელეს
ჯონი ევანსი, გარეთ ბერი, ჯეიკ ლივერმორი და ბოაზ მაიჰილი — აი, „ვესტ ბრომვიჩის” ფეხბურთელთა ოთხეული, რომელმაც ბარსელონაში მაკდონალდსიდან ტაქსი მოიპარა. დამნაშავეებმა გულშემატკივარს, კლუბს, მწვრთნელსა და თანაგუნდელებს ოფიციალურად მოუბოდიშეს. მათ რამდენიმე აბზაციან განცხადებაში ძირითადად ერთი და იგივე მეორდება — როგორ წუხან და განიცდიან ტაქსის ქურდები ჩადენილს. ისინი აგრეთვე დებენ პირობას, რომ სამწუხარო ინციდენტი მათ თამაშზე გავლენას არ...
ტაქსის ქურდობა ბარსელონაში
„ვესტ ბრომვიჩის” ოთხი ფეხბურთელი ბარსელონის პოლიციამ დააკავა და განყოფილებაში, დაკითხვაზე წაიყვანა. მიზეზი: მათ კატალონიის დედაქალაქში ტაქსი მოიპარეს. რად უნდოდათ ინგლისური კლუბის ფეხბურთელებს ტაქსი? როგორც ჩანს მხოლოდდამხოლოდ იმისათვის, რომ თავიანთ მდიდრულ სასტუმროში დაბრუნებულიყვნენ და დასაძინებლად ნომრებში ასულიყვნენ. ეს ამბავი საკუთრივ კლუბის პრეს-სამსახურმაც დაადასტურა. ლაპარაკია გუნდის ოთხ წამყვან მოთამაშეზე. მათ ტაქსი მაკდონალდსიდან მოიპარეს. „ვესტ ბრომვიჩი” ფეხბურთის ასოციაციის...
თილისმა გარდაიცვალა
ვინ იცის, საფეხბურთო რეპორტაჟის ცქერისას რამდენჯერ გაგვჩენია კითხვა: ვინ არის ის ადამიანი კლუბის (ან შეჯიბრების) თილისმად რომ გამოწყობილა? ვინ არის ეს ხალხი, ხან სასაცილო ცხოველებად რომ იკაზმება, ზან ფრინველებად და ხანაც რობოტებად? ბავშვები არიან თუ დიდები? მაგრამ, შემდეგ თამაში დაწყებულა და გონება სხვაზე გადართულა. ალბათ, ყველგან სხვადასხვანაირადაა. ვესტ ბრომვიჩიდან კი სამწუხარო ცნობა მოედო ქვეყანას —...







