საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ქართველი გულშემატკივრებისთვის არცთუ სასიამოვნო გადაწყვეტილება მიიღეს. ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო 2 სექტემბერს, ბათუმში, მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი საქართველოსა და კოსოვოს ნაკრებებს შორის, უმაყურებელოდ გაიმართება. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ეროვნული გუნდი ცარიელი ტრიბუნების წინ ითამაშებს. პირველი სანაკრებო ბათუმის ახალ სტადიონზე და გულშემატკივართ მცირე იმედი ჰქონდათ, მაგრამ თამაშის ნახვა მხოლოდ...
ბასილაშვილი სალემს ჩაეხსნა
ამერიკაში დაიწყებულ „უინსტონ სალემის“ ტურნირში, რომლის საპრიზო ფონდიც 717.955 დოლარია, მონაწილეობა უნდა მიეღო საქართველოს პირველი ჩოგან ნიკოლოზ ბასილაშვილს, მაგრამ ჩვენიანმა თამაშზე უარი თქვა. გავრცელებული ინფორმაციით, ბასილაშვილის ტურნირს ავადმყოფობის გამო ჩაეხსნა. იმედია, ჩვენებური 30 აგვისტომდე მოასწრებს გამოჯანმრთელებას და წლის ბოლო „დიდი მუზარადის“ გათამაშებაში, US OPEN-ზე მიიღებს მონაწილეობას. „უინსტონ სალემის“ პირველ დღეს ბასილაშვილი არგენტინელ ფედერიკო კორიას უნდა...
არტეტას წამზომი ჩაურთეს
ლონდონის „არსენალის“ ხელმძღვანელობა გუნდის მთავრ მწვრთნელ მიკელ არტეტას ოქტომბრამდე ადროებს და თუ გუნდი უკეთ არ ათამაშდა, კარისკენ მიუთითებს. შეგახსენებთ, „არსენალმა“ პრემიერლიგის სტარტზე ორივე მატჩი დათმო – სტუმრად „ბრენტფორდთან“ (0:2) და შინ „ჩელსისთან (0:2). ბრიტანული მედიის ცნობით, არტეტამ სიტუაცია ოქტომბრის სანაკრებო პაუზამდე სიტუაცია უნდა შეცვალოს. იქამდე კი, „მეთოფეებს“ ხუთი მატჩის გამართვა მოუწევთ – „სიტისთან“, „ნორვიჩთან“, „ბარნლისთან“,...
ფეხსაც არ მოვიცვლი!
„ბარსელონა“ ჯერაც ღრმა კრიზისშია. ნახევარმილიარდიანი კრედიტი კარგია, მაგრამ თუ ესპანურმა გრანდმა უზომოდ გაბერილი სახელფასო უწყისი არ შეამსუბუქა, არაფერი გამოვა. ამჯერად საქმე სამუელ უმტიტის ეხება. 27 წლის ფრანგი მსოფლიოს ჩემპიონი ხუთი წელიწადია „ბარსელონას“ ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრებას ცდილობს, მაგრამ უშედეგოდ. მაგალითად, წინა სეზონში სამუელს სულ 13 შეხვედრა დაუგროვდა (ხუთ სეზონში – 90). „ბარსელონა“ მზად არის, ფრანგი...
პსჟ-მ მბაპეს ხუთიანი დაუწერა
„პარი სენ-ჟერმენი“ კილიან მბაპეს შენარჩუნების ახალ-ახალ ვარიანტებს ეძებს. კლუბსა და ფეხბურთელს შორის ბოლო საუბარი უშედეგოდ დასრულდა და კილიანმა ხელშეკრულების გაგრძელებაზე უარი თქვა. თუმცა, პარიზელები არ ისვენებენ და მბაპეს ახალი, ხუთწლიანი კონტრაქტი, ცხადია ფრიად გაუმჯობესებული პირობებით, თავიდან შესთავაზეს. მბაპეს, რომელიც პსჟ-ში 2017 წლიდან თამაშობს, კლუბთან ხელშეკრულება 2022 წლის 30 ივნისამდე აქვს. ფრანგ ფეხბურთელს უკვე დიდი ხანია...
ბაიერნს ასეთი ქომაგგობა არ სჭირდება
„ბაიერნის“ სპორტულმა“ დირექტორმა ჰასან სალიჰამიჯიჩმა მიუნხენელთა 25 წლის ფეხბურთელის ლეროი სანეს დასაცავად ხმა აიმაღლა. მან იმ ობსტრუქციის წინააღმდეგ გაილაშქრა, რომელიც სანეს გულშემატკივრებმა „კიოლნთან“ შეხვედრის მსვლელობისას მოუწყვეს. „ბაიერნმა“ „კიოლნს“ 3:2 მოუგო. სალიჰამიჯიჩი: „ეს, რასაკვირველია, ლეროის საუკეთესო თამაში არ ყოფილა, მაგრამ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ქომაგები თავიანთი გუნდის ფეხბურთელებს ნებისმიერ შემთხვევაში უნდა ამხნევებდნენ. „ალიანს არენაზე“ ერთი სტვენაც არ...
ჩემი შენსას სჯობსო
გარი ნევილი და ჯეიმი კარაგერი სტუდიაში შეკამათდნენ. ისინი ვერ შეთანხმდნენ, „მანჩესტერ სიტისა“ და „ჩელსის“ შემდეგ „ლივერპული“ გავა მესამე ადგილზე თუ „მანჩესტერ იუნაიტედი“. „სქაი სპორტის“ ექსპერტები გადაცემაში „ორშაბათ ღამის ფეხბურთი“, პროგნოზებს ამბობდნენ. ისინი შეთანხმდნენ, რომ ჩემპიონი ულაპარაკოდ „სიტი“ გახდება, მეორეზე კი „ჩელსი“ გავა. დავა მესამე ადგილმა გამოიწვია. კარაგერი „ლივერპულს“ უჭერდა მხარს, ნევილი კი „იუნიტედს“ — როგორც...





