საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ქართველი გულშემატკივრებისთვის არცთუ სასიამოვნო გადაწყვეტილება მიიღეს. ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო 2 სექტემბერს, ბათუმში, მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი საქართველოსა და კოსოვოს ნაკრებებს შორის, უმაყურებელოდ გაიმართება.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ეროვნული გუნდი ცარიელი ტრიბუნების წინ ითამაშებს. პირველი სანაკრებო ბათუმის ახალ სტადიონზე და გულშემატკივართ მცირე იმედი ჰქონდათ, მაგრამ თამაშის ნახვა მხოლოდ ტელევიზიით შეეძლებათ.
თუმცა, რა ახალი სტადიონი და დასწრება, როდესაც ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში, ჩრდილოეთ მაკედონიასთან უმაყურებლოდ ჩატარდა. ვინ იცის, გულშემატკივართა ქომაგობას იქნებ ევროპის ჩემპიონატის საგზურიც კი მოეტანა. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი რას აკეთებს, საერთოდ, გაუგებარია…
საქართველოს ნაკრები სექტემბრის დასაწყისში კიდევ ორ მატჩს გამართავს. კოსოვოს შემდეგ, 5 სექტემბერს, ბადახოსში, ესპანელებს ვეწვევით; 8 სექტემბერს კი ასევე სტუმრად, ამხანაგურად ბულგარეთს ვეთამაშებით. ისე, ბოლო დროს საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩებს მხოლოდ სტუმრად რომ თამაშობს, ესეც აუცილებლად სათქმელია…
საინტერესოა, დაუშვებენ თუ არა მაყურებლებს ესპანეთსა და ბულგარეთში.

ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები13/09/2026 | 23:45მამაგეიშვილმა ჩემპიონს გაუტანა [VIDEO]
აქეთურ-იქითური13/09/2026 | 20:16დიდი კუში
სიახლეები13/09/2026 | 00:05გიორგი გაგუა – დუბლი და MVP [VIDEO]
აქეთურ-იქითური11/09/2026 | 21:17ოფიციალურად მეთოფე