„ლივერპულ ექოს’’ კორესპონდენტი პოლ გორსტი მო სალაჰის შესახებ წერს: „სალაჰმა ყველა ან ფაქტობრივად ყველა, ოთხასოცივე შეხვედრაში მატჩის შემდეგ თავაზიანად, მაგრამ კატეგორიულად მოუბოდიშა ჟურნალისტებს და მათთან ურთიერთობაზე უარი თქვა. უფრო ზუსტად, ეგვიპტელმა სუპერვარსკვლავმა ჟურნალისტებს კომენტარზე უარი 417 შემთხვევაში უთხრა და მხოლოდ სამჯერ გამოძებნა მათთან სალაპარაკო დრო. პირველად ეს მოხდა 2018 წელს, როდესაც პირობა ჰქონდა მიცემული, რომ...
ჭდე: მოჰამედ სალაჰი
მო ოლდ ტრაფორდზე
„ლივერპულის“ გარემარბმა მოჰამედ სალაჰმა პრემიერლიგის ისტორიაში „ოლდ ტრაფორდზე“ მეექვსე გოლი გაიტანა. სტატისტიკური პორტალის, Opta-ს ცნობით, ეგვიპტელი ტურნირის ისტორიაში პირველი მოთამაშე გახდა, რომელმაც ამას მიაღწია. მან აჯობა მერსისაიდელთა ყოფილ კაპიტან სტივენ ჯერარდს, რომელსაც პრემიერლიგაში „მანჩესტერის“ სტადიონზე ხუთი გოლი აქვს გატანილი. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ საუდის არაბეთის კლუბები კვლავ ინტერესდებიან სალაჰის შეძენით. მიმდინარე სეზონში სალაჰმა ინგლისური კლუბის...
სალაჰის 200
ინგლისის პრემიერ ლიგის მე-12 ტურის მატჩში „ბრენტფორდთან“ (3:0) დუბლის გატანით, „ლივერპულის“ თავდამსხმელმა მოჰამედ სალაჰმა ინგლისური გუნდების მაისურებით მე-200 გოლი გაიტანა. 31 წლის თავდამსხმელმა „ლივერპულის“ შემადგენლობაში 198-ჯერ გამოიჩინა თავი, ხოლო „ჩელსის“ შემადგენლობაში ორჯერ. მერსისაიდელთა მაისურით ეგვიპტელმა ყველა შეჯიბრების გათვალისწინებით 322 მატჩი ჩაატარა. მან გაიტანა ინგლისის პრემიერლიგაში (147 გოლი), ევროპის თასის შეჯიბრებებში (44 გოლი), ასოციაციის თასზე (5),...
მო-რჩა! გადაწყდა!
მო სალაჰმა „ლივერპულთან” ახალი კონტრაქტი გააფორმა. ის მერსისაიდულ კლუბში კიდევ სამი წლით, 2025 წლამდე რჩება, ხელფასი კი ფაქტობრივად უორმაგდება. ეს „წითლების” თავკაცისთვის იურგენ კლოპისთვის დიდი შვებაა, რადგან ცოტა ხნის წინ სალაჰის მეწყვილე, სენეგალელი ფორვარდი სადიო მანე „ბაიერნში” გადავიდა. მანამდე ინგლისურ პრესაში გავრცელდა ცნობა, რომ „ლივერპულის” მფლობელი კორპორაცია „ფენევეი სპორტ გრუპი” თანახმა იყო გაეყიდა ეგვიპტელი —...
სანი: ლივერპული სალაჰსაც გაყიდის
„სანი” წერს, რომ ექსკლუზიურ ინფორმაციას ფლობს: „ლივერპული” სადიო მანეს შემდეგ მოჰამედ სალაჰის გაყიდვასაც აპირებს. კლუბის მეპატრონეები სენსაციურ ნაბიჯს იმ შემთხვევაში გადადგამენ, თუ ეგვიპტელი ვარსკვლავის სანაცვლოდ 60 მილიონი გირვანქის ანუ 70 მილიონი ევროს ფარგლებში იხეირებენ. კლუბი, რომელმაც შეიძლება სალაჰის შეძენა სხვებზე მეტად იჩქაროს გახლავთ „რეალი”, თუმცა, ცხადია, მადრიდელების გარდა მსურველები სხვებიც იქნებიან. ზემოხსენებული სანე „ლივერპულმა” „ბაიერნს”...
აფრიკა
არსენ ვენგერმა მოჰამედ სალაჰსა და სადიო მანეზე ისაუბრა: აფრიკელები რომ არიან, მაინც სხვა ამტანობა აქვთო… „შეხედეთ მათ, რა ამბებს სჩადიან. აფრიკის თასზე ითამაშეს, ფინალამდე მივიდნენ, მერე მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევშიც ბოლომდე მიჰყვნენ. და ამის შემდეგ როგორ მხნედ გამოიყურებიან, უბრალოდ წარმოუდგენელია. …ევროპელები რომ ყოფილიყვნენ მათ ადგილზე, იწუწუნებდნენ, სალაჰსა და მანეს კი ხმა არ ამოუღიათ დაღლილობაზე“. მართლაც, მჭიდრო...
მო შურისძიების ჟინით არის შეპყრობილი
მოჰამედ სალაჰს შურისძიება სწყურია. წუხელ გაირკვა, რომ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების ფინალი 2018 წლის გამეორება იქნება — „ლივერპული” „რეალს” შეხვდება — ეგვიპტელს კი მადრიდელებთან თავისი ანგარიში აქვს. შეხვედრა 28 მაისს, პარიზში გაიმართება. სალაჰმა თავის ტვიტერსა და ინსტაგრამზე დაწერა: „ჩვენ ანგარიში გვაქვს გასასწორებელი”! მერსისაიდელთა თავდამსხმელს ინსტაგრამზე დაახლოებით 50 მილიონი გამომწერი ჰყავს. პოსტის დადებიდან 45 წუთში მას...
ბენზემა და ცხრა სხვა
Goal.com-მა 2022 წლის „ოქროს ბურთის“ ფავორიტთა სია განაახლა. პირველზე ისევ ქარიმ ბენზემაა, აი, მეორე-მესამეზე კი გადანაცვლება მოხდა: ახლა მოჰამედ სალაჰია წინ და მესამეზე რობერტ ლევანდოვსკი დაქვეითდა. საინტერესოა, რომ ლეო მესი და კრიშტიანუ რონალდუ ოცეულშიც არ ჰყავთ. და ამ სიიდან ლუკა მოდრიჩის გარდა სხვას არავის არ მოუგია „ოქროს ბურთი“. ვინ დაანება? მუდმივად მესი-რონალდუ… ახლა კი ფავორიტთა...
ლემპარდი: აბა, სალაჰი წაქცეულიყო…
ფრენკ ლემპარდმა მსაჯებს წაჰკბინა. ეს „ლივერპული“ – „ევერტონის“ მატჩის შემდეგ. დერბი ფავორიტებმა მოიგეს – 2:0, ლემპარდმა კი საეჭვო ეპიზოდები ახსენა: „ვფიქრობ, „ლივერპულის“ კარში ორჯერ უნდა დაენიშნათ პენალტი, მაგრამ „ენფილდზე“ მსაჯები ამას არცთუ ხშირად აკეთებენ. ფაქტი ისაა, რომ გორდონზე კონტაქტი იყო. „ლივერპულის“ ფანებმა გორდონს უსტვინეს, რაც სიგიჟეა. ეტყობა, მსაჯიც გავლენის ქვეშ მოექცა. …ჩემი აზრით, მოჰამედ სალაჰზე...
თვალში ლაზერი, თავში საგნები
მო სალაჰს ტრიბუნებიდან თვალებში ლაზერი მიანათეს და ბოთლებიც დააყარეს — შედეგად, ეგვიპტური ფეხბურთის ლეგენდამ პენალტების სერიაში ბურთი კარში ვერ შეაგდო და „ფარაონები” მსოფლიოს ჩემპიონატის მიღმა დარჩნენ. სალაჰის ლივერპულელმა მეგობარმა სადიო მანემ კი თავისი წილი თერთმეტმეტრიანი გაიტანა — სენეგალის ნაკრები „ყატარი 2022″-ზე გაემგზავრება. ბედის ირონიით ეს შეხვედრა აფრიკის თასის ფინალის გამეორება გამოვიდა. მონდიალის შესარჩევი ფლეი-ოფის საპასუხო...









