იურგენ კლოპმა თავისი ფეხბურთელები შეაქო, რადგან მათ სულის სიძლიერე გამოავლინეს და „ლაიფციგს” 2:0 მოუგეს, რითაც ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს. გოლები მეორე ტაიმში გაიტანეს მო სალაჰმა და სადიო მანემ. ინგლისური პრესის შეფასებით, მერსისაიდელებს ასე კარგად შობის შემდეგ არ უთამაშიათ. თამაში უნგრეთში ჩატარდა. „ლივერპულს” რომ წაეგო, კლოპის მოწინააღმდეგეები დიდ კრიზისზე დაიწყებდნენ ლაპარაკს, მაგრამ „წითლებმა” მათ...
ჭდე: მოჰამედ სალაჰი
გამარჯვებულს ყველაფერი!
საინტერესოდ წერს „დეილი მეილი”, ფინალი ორნაირი არსებობს, ერთი, რომელიც დიდი ასოთი უნდა დაწერო და მეორე — პატარათიო. ჩვენ, ქართველებს, დიდი და პატარა ასო არ გვაქვს, ამიტომ ინგლისელი ჟურნალისტის აზრი ასე ვთარგმნოთ: ფინალი ორნაირია, ერთი, რომელიც დიდ სტადიონებზე იმართება, ბოლოს გამარჯვებულს თასს გადასცემენ და მის პატივსაცემად სადღესასწაულო მელოდიას უკრავენ და მეორე — მეტაფორული, რომლის ბოლოსაც არავინ...
პრემიერლიგაში ინტრიგა გაიზარდა
ახლა, სიტყვა „მანჩესტერ იუნაიტედზეა”. „ლივერპულს” შეეძლო საახალწლოდ ცხრილის სათავეში ხუთი ქულით დაწინაურებულიყო, მაგრამ ვაგლახ: ბოლო ოთხ დღეში მხოლოდ ორი ქულა მოიპოვა. თან, მეტოქეებად ჰყავდნენ „ვესტ ბრომვიჩი” და „ნიუკასლ იუნაიტედი”. პირველი მე-19 ადგილზეა, მეორე კი ცოტა მაღლა, მეთოთხმეტეზე. თუ ცხრილში მერსისაიდელთა ფრეების გრაფას ჩავხედავთ, ვნახავთ, რომ იქ 6 წერია. ეს კი ბევრია. შედეგად, მდევრებს ხელ-ფეხი ხსნილი...

