რონალდუ მწვრთნელზე მეტია

Home კატეგორიის გარეშე რონალდუ მწვრთნელზე მეტია
რონალდუ მწვრთნელზე მეტია

“მანჩესტერ იუნაიტედის” ფორვარდმა კრიშტიანუ რონალდუმ ჩემპიონთა ლიგაში ბერგამოს “ატალანტას” წყვილი გოლი ორივე ტაიმის დამატებულ წუთებზე გაუტანა და გუნდს ქულა გადაურჩინა.

ეს პორტუგალიელის 126-ე და 127-ე “მანჩესტერული” გოლები იყო.

ამ მაჩვენებლით მან უკან მოიტოვა გუნდის მთავარი მწვრთნელი ოლე გუნარ სულშერი.

ნორვეგიელი “მანჩესტერის” ღირსებას 1996-2007 წლებში იცავდა და 126 გოლის გასატანად 366 მატჩი დასჭირდა, 36 წლის პორტუგალიელმა კი 127 გოლისთვის 303 მატჩი იკმარა.

ავტორის პროფილი

გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".