„ფინიქს სანსის“ გამთამაშებელი კრის პოლი ჩინებულ სპორტულ ფორმაშია. „მზეებმა“ 112:100 მოუგეს „ნიუ ორლეანს“, ხოლო ფენიქსელთა გამთამაშებელმა 18 შედეგიანი პასი გააკეთა.
ამ მაჩვენებლით 36 წლის კალათბურთელმა 10.346 გადაცემა დააგროვა, გადაასწრო მარკ ჯეკსონსა (10.334) და სტივ ნეშს (10.335) და ყველა დროის საუკეთესო მეპასეებში მესამე ადგილზე გამაგრდა. პოლზე მეტი შედეგიანი პასი კარიერაში მხოლოდ ჯონ სტოქტონსა (15.806) და ჯეისონ კიდს (12.091) აქვთ.
CP3-ის მესამე ადგილს ჯერ არაფერი ემუქრება, თუმც სტოქტონისა და კიდის „ჩამოგდებაც“ ურთულესი მოჩანს.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური06/11/2026 | 14:30მარცხი სკანდინავიელებთან
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:21ლიდერი და საჭირო სანდრო
აქეთურ-იქითური28/10/2026 | 15:27მამუ პორტლენდს არ ეყო
აქეთურ-იქითური26/10/2026 | 12:35მოედანზე და სკამზე
